დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
გიორგი |
Feb 23 2008, 11:06 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
staywhite
ციტატა ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. სხვანაირად რომ მოქცეულიყავი სწორედ ის იქნებოდა ცოდვა. დამნაშავის დამალვა მართლმსაჯულებისგან არაფრით არ შეიძლება. ეს ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას. (ამაზე უკვე ბევრი დაიწერა) რაც შეეხება ტერმინებს: "ჩაშვება", "დასმენა" და ა.შ. გააჩნია რა კონკრეტულ ქმედებას რას დაარქმევ... თუ არა: დაინახე ვიღაც ქალს უმოწყალოდ ცემს არაკაცი... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენაა ცოდვა! დაინახე ვიღაც გოგოს აუპატიურებს ვინმე ქუჩაში... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! დაინახე ვიღაც კაცს ქუჩაში აყაჩაღებს ვინმე... აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! დაინახე საკუთარ გზაზე მიმავალ ადამიანს მოძრაობის წესების დარღვევით მანქანა დაეჯახა და მძღოლი მიიმალა... თუ ნომერი იცი აუცილებლად დაასმინე პოლიციაში, პირიქით მისი არ დასმენა ცოდვაა! და ა.შ. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი