დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
ქავთარაძე |
Feb 23 2008, 11:27 PM
პოსტი
#2
|
დაურეგისტრირებელი |
გიორგი
OOOK გავბრაზდი და მაპატიე. მაშინ ისიც მიამბე გევორქ თუ მე დავასმინე ადამიანი და ის დაიჭირეს და მოკლეს, რას ვაკეთებთ მააშინ? ციტატა არ გასულა რამდენიმე დღე და ამ სულელმა ქალმა ისევ გააგრძელა იმასთან ურთიერთობა, 2 დღე კი იყვნენ წესიერად და მესამე ღამეს კი 3 საათი იქნებოდა, ისმის კიდევ წიოკი, რტყმის ხმაც კი ისმოდა ისე უმოწყალოდ ურტყამდა (მეტირება ხოლმე ამას რომ ვიხსენებ რა დაუცველია ქალი ) , რა მექნა ახლა გეკითხებით თქვენ: ავსულიყავი და დამელეწა ის უპატრონო? იცით რა მოყვებოდა ამას? სროკს თუ არა სხეულის დაზიანებისთვის (რადგანაც ეს თავდაცვა არ იქნებოდა) პირობითს და ფულად სასჯელს მაინც მივიღებდი, ამიტომაც უკვე იძულებული ვიყავი პოლიციისთვის დამერეკა, რომ ეშველათ იმ ქალისთვის. მართლაც მოვიდნენ 3 წუთში და ის არაკაცი გაკოჭეს. აი ეს სულ სხვა ამბავია ეს საჭირო იყო. იმ ადამიანს უკვე ვეღარ გააგებინებდი ვერაფერს ისე კაი იქნებოდა კიდე გეცემა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 03:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი