დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 23 2008, 11:34 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Rozoma
ციტატა მაინტერესებს, ბერები რომ იფარავდნენ და მალავდნენ დამნაშავეებს ეგეც ცოდვაა? არა, პირიქით "ნაკურთხი ეკლესიების სიწმინდე ანიჭებს მათ ასევე თავშესაფრის უფლებასაც. ამ უფლების თანახმად, თუ ეკლესიაში ვინმე ბოროტმოქმედი ან მოვალე შემოვა, იგი იძენს თავშესაფარს: ვერავინ ვერ შეძლებს, ძალით მოსწყვიტოს, მოაშოროს იგი ეკლესიას, რაკი, ვინც მიმართ ეკლესიას ნიშნავს, რომ მან ღმრთის მფარველობა იდვა თავს. ამ მიზეზის გამო ის, ვინც ეკლესიიდან გარეთ ძალით გამოიყვანს, ძალით ჩამოაშორებს თავშესაფრის მაძიებელს, ითვლება სიწმინდის შემრყვნელად. ცხადია, ეკლესიაში თავშესაფრის მოძიება არ ნიშნავს, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩება. ის მხოლოდ იცავს მას მომენტის აფექტით გამოწვეული ბრმა შურისძიებისაგან." Παναγιώτου Ι. Μπούμη, Κανονικόν Δίκαιον, σελ. 174 პანაიოტის ბუმისი, კანონიკური სამართალი, გვ. 174 -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი