დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest |
Feb 23 2008, 11:55 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ზემოთ საუბარიამძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა: ქრთამით ხელდასხმა, ბავშვის მოხრჩობა, ყაჩაღობა, ნებსით და უნებლიეთ მკვლელობა, სიძვა, მრუშება, მამათმავლობა, ცრუ ფიცი, სისხლის აღრევა ნათესავთა შორის და სხვა. სულ 20 კანონი გასაგებია, დავით, მარა რა მაინტერესებს იცი,სხვისი მრუშობა და სიძვა რა ჩვენი საქმეა? ეს მათი პირადი საქმეა.ჭორიკნობა უფროა ეგ მგონი ეს ცოტა რთული შემთხვევაა გააჩნია რის გამოა დაპატიმრებული თუკი დაპატიმრებულია ისეთი დანაშაულის გამო, რომელიც კანონიკური სამართლითაც ცოდვად ითვლება (მკვლელობა, ქურდობა, გაუპატიურება და ა.შ.), მაშინ უდავოდ მძიმე ცოდვაა თუმცა, თუკი ისეთი შემთხვევაა, როდესაც დანაშაული ეკლესიურად არათუ ცოდვად, არამედ პირიქით აუცილებელ საქმედ ითვლება (მაგალითად, ღვთისმსახურების აღსრულების გამო (1930-იანი წწ.), ეკლესიის ქონების გაფრთხილება და სახელმწიფოსთვის არგადცემა და ა.შ.) მაშინ შეიძლება დასაშვებად ჩაითვალოს P.S. მოციქულთა საქმეებიდან ვიცით, რომ პეტრე მოციქული ციხიდან თავად ანგელოზმა გააპარა P.P.S. გაქცევის მიზეზად ის სარჩული, რომ მართალია დანაშაული ეკლესიურადაც ცოდვაა (ვთქვათ, მკვლელობა), მაგრამ გაპარების მომწყობი მიიჩნევს, რომ უდანაშაულად არის დაჭერილი, მხედველობაში არ მიიღება. დათო, არ არსებობს ცოდვა , რომელიც სინანულს არ ექვემდებარება, ყველასათვის ცნობილი ერთის გარდა, ამიტომ მონასტერში მისული დამნაშავის ამბავი ცოტა სხვა საქმეა, იქ ადრე თუ გვიან სინანულთან გვაქვს საქმე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი