დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Amuza |
Feb 24 2008, 12:13 AM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
კარგით, ეხლა მეორე კითხვა.
დაინახეთ, როგორ გავიდა სადარბაზოდან ორი ბიჭი, რომელთაც თეთრეულში გახვეული, ორი დიდი ფუთა მიაქვს, მიაქციეთ ყურადღება და სახეზე დაიმახსოვრეთ, იფიქრეთ ნაგავი ან რამე სხვა მიაქვთო,ანუ ეჭვი არ დაგებადათ. რამოდენიმე საათში იგებთ, რომ თქვენს არცთუ სასურველ , თუგინდ სასურველ მეზობელს გაუტეხეს ბინა, ერთი სიტყვით კარგად დააღუდუდეს. როგორ იქცევით პოლიციის მოსვლის შემდეგ? ეგ მართალია, პოლიცია ვერ ხსნის ესეთ საქმეებს,მაგრამ ახლა ახლა ისე სკრომნად ჩალიჩობენ ვერ გაიგებ შავები ტეხავენ ბინას, თუ "ძაღლები", ან შეიძლება ორივე ერთადაც სტეხენ. ასე, რომ ბევრი ფორუმელი მართლებ უცხადებს უნდობლობას პოლიციას, რამეთუ ბევრი მათგანი შეკრული არის დამნაშავეთა სამყაროს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი