სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
marine |
Jul 4 2007, 11:00 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ რეკლამას:
საქართველოს სუროგატი დედობის ცენტრს ესაჭიროება სუროგატი დედები სუროგატი დედის საშვილოსნოში გამოსაზრდელად გადააქვთ უშვილო ქალის კვერცხუჯრედიდან მიღებული სამი დღის ემბრიონი, ამრიგად სუროგატი დედის საშვილოსნოში იზრდება სრულიად სხვა ქალის ნაყოფი. სუროგატი დედა არ არის ამ ბავშვის გენეტიკური დედა. ბავშვის ნამდვილი (გენეტიკური) მშობლებისაგან ორსულობის პერიოდში სუროგატი დედა მიიღებს სარჩოს 10 000 - 15 000 ლარს. ნებადართულია საქართველოს კანონით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ." ანონიმურობა დაცულია. ფორუმელებო, ხომ არ იცით ეკლესიის დამოკიდებულება ამის შესახებ და რა აზრის ხართ თქვენ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
guest |
Feb 24 2008, 12:21 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
გენის გადაცემა უჯრედულ დონეზე ხდება, ლიკა, მარა მაინც მგონია რომ რაღაც მაინც ექნება სუროგატი დედისგან ბავშვს, ამბობენ, რომ ის ანუ ემბრიონი, ნაყოფი "იზიარებს" დედის ემოციებს, მუსიკას უსმენს, სიხარულის დროს მოძრავია, დედის ნერვიულობის დროს გასუსული, ე.ი. რაღაც ემოციურ დონეზე უკავშირდება დედას, ასე რომ სრულიად დასაშვებია რაღაც ხასიათის ნაწილი მიიღოს დედისგან (ვის სხეულშიც იყო), თანდაყოლილ ეპილეფსიან ბავშვებზე ნერვოპათოლოგები არ გამორიცხავენ დედის სტრესულ მდგომარეობას ორსულობის დროს. იქნებ ეკამ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს , ზემო განმარტებისთვის კი მადლობა, ეკატერინე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი