მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქეთუ |
Feb 24 2008, 12:30 AM
პოსტი
#2
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
likka
მარიამი ნუ დოჩანაშვილსა და ჭილაძეზე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ზეპირად ვიცი ისე კი ძალიან მიყვარს ლიტერატურა და... წიგნებიც მაქვს, ახალი თუკი რაიმე გამოვა მიგზავნიან და მასე კიდევ კომპიუტერში მქონდა წლების ნაგროვალი დიდი ბიბლიოთეკა და რაღაც დაემართა კომპს და დამპირდნენ აღგიდგენთო და ველიიი . likka ციტატა ....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი... და ლიკ ეს ულამაზესი ლექსი მართლაც არის მხატვრული ენის გენიალურობა, მთლიანად არა ნაგლეჯები არა... აგვისტოს შვიდი სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი. დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი ტუჩებთან მტკივა შენი სახელი. ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები, გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან. ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები – კალენდარივით ვფურცლავ თავიდან. საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე. შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?! გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე და წვიმა თავის თავს ასველებდა. სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი. ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი... და როგორც დანით გაჭრილი თითი, ბაგეზე შემრჩა შენი სახელი. ბესიკ ხარანაულისაა მისი შემოქმედებაც ძალიან მიყვარს ეს ლექსი განსაკუთრებით ... -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი