დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
guest |
Feb 24 2008, 12:31 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
დავით,
დავუშვათ ვიცით სხვისი ცოდვების შესახებ და ისიც ვიცით რომ ეზიარება, იქნება არ დაუმალავს მას მოძღვართან აღსარებისას ეს და მაინც აზიარეს? იქნება მოძღვრის გადაწყვეტილება ზიარების არაკრძალვის შესახებ სწორედაც რომ "სტრატეგიულია",იცნობს რა მის მრევლს და მის განცდებს, სულიერ ხედვას, სინანულს, ამ დროს რა ხდება? განა ჩვენ ვიცით სხვა აღსარებაში რას ამბობს? მე ბევრი მქონია რეციდივული ცოდვები, მაგრამ იშვიათად რომ ეპიტამია მიმიღია, ე.ი. გამეორების შემთხვევაშიც. მე მგონი ჯობია, იმ ადამიანს , თუ ამის საშუალება მოგვეცა, რჩევა მივცეთ სიყვარულით, ვიდრე მის ცოდვებზე ვიჭორიკნოთ, თუ ის მაინც და მაინც დაუმსახურებლად და არასრული აღსარების ხარჯზე ღებულობს ზიარებას, ესეც მისი ცოდვაა და მიუხედავად ჩვენი მისდამი წუხილისა და რჩევისა არ ითვალისწინებს, რატომ უნდა გამოვაჭენოთ საქვეყნოდ? პ.ს. როცა უახლოესს ადამიანს ეხება ეს, მაშინ მის მოძღვართან ჩვენი კონსულტაცია არ იქნება ურიგო, სხვაზე კი ამას ვერ იზამ. პ.სს. ცოდვაში ხელის შეწყობა რომ ცოდვაა , ამას არ უარვყოფ რა თქმა უნდა. |
Amuza |
Feb 24 2008, 12:34 AM
პოსტი
#3
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
დავით, დავუშვათ ვიცით სხვისი ცოდვების შესახებ და ისიც ვიცით რომ ეზიარება, იქნება არ დაუმალავს მას მოძღვართან აღსარებისას ეს და მაინც აზიარეს? იქნება მოძღვრის გადაწყვეტილება ზიარების არაკრძალვის შესახებ სწორედაც რომ "სტრატეგიულია",იცნობს რა მის მრევლს და მის განცდებს, სულიერ ხედვას, სინანულს, ამ დროს რა ხდება? განა ჩვენ ვიცით სხვა აღსარებაში რას ამბობს? მე ბევრი მქონია რეციდივული ცოდვები, მაგრამ იშვიათად რომ ეპიტამია მიმიღია, ე.ი. გამეორების შემთხვევაშიც. მე მგონი ჯობია, იმ ადამიანს , თუ ამის საშუალება მოგვეცა, რჩევა მივცეთ სიყვარულით, ვიდრე მის ცოდვებზე ვიჭორიკნოთ, თუ ის მაინც და მაინც დაუმსახურებლად და არასრული აღსარების ხარჯზე ღებულობს ზიარებას, ესეც მისი ცოდვაა და მიუხედავად ჩვენი მისდამი წუხილისა და რჩევისა არ ითვალისწინებს, რატომ უნდა გამოვაჭენოთ საქვეყნოდ? პ.ს. როცა უახლოესს ადამიანს ეხება ეს, მაშინ მის მოძღვართან ჩვენი კონსულტაცია არ იქნება ურიგო, სხვაზე კი ამას ვერ იზამ. პ.სს. ცოდვაში ხელის შეწყობა რომ ცოდვაა , ამას არ უარვყოფ რა თქმა უნდა. გეთანხმები კარგად სთქვი ჩემმა მზემ. მოძღვრის უფლებებს, ნუ ავიღებთ. მოძღვარმა უკეთ იცის,თავის სულიერ შვილს რა ესაჭიროება. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი