სუროგატი დედები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სუროგატი დედები |
marine |
Jul 4 2007, 11:00 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთ-ერთ ჟურნალში წავაწყდი ასეთ რეკლამას:
საქართველოს სუროგატი დედობის ცენტრს ესაჭიროება სუროგატი დედები სუროგატი დედის საშვილოსნოში გამოსაზრდელად გადააქვთ უშვილო ქალის კვერცხუჯრედიდან მიღებული სამი დღის ემბრიონი, ამრიგად სუროგატი დედის საშვილოსნოში იზრდება სრულიად სხვა ქალის ნაყოფი. სუროგატი დედა არ არის ამ ბავშვის გენეტიკური დედა. ბავშვის ნამდვილი (გენეტიკური) მშობლებისაგან ორსულობის პერიოდში სუროგატი დედა მიიღებს სარჩოს 10 000 - 15 000 ლარს. ნებადართულია საქართველოს კანონით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ." ანონიმურობა დაცულია. ფორუმელებო, ხომ არ იცით ეკლესიის დამოკიდებულება ამის შესახებ და რა აზრის ხართ თქვენ? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
athos |
Feb 24 2008, 01:12 AM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
likka
ციტატა და ეგ როგორ ხდება? საოცარია პირდაპირ.. მარტო სუროგატი დედის შემთხვევაში ხდება ეგრე? თუ ჩვეულებრივ ეგრეა??? მშობელი დედის შემთხვევაში ხომ იღებს ნაყოფი გენეტიკურ მასალას?? ამ შემთხვევაში რატომ არ ხდება? გენეტიკურ მასალას მშობელი დედის შემთხვევაში რა თქმა უნდა იღებს. ბუნებრივად განაყოფიერება ხდება დედის სხეულში, ამ დროს კი მიმართავენ ე.წ. ექსტრაკორპორალურ (სხეულსგარეთა) განაყოფიერებას, ანუ იღებენ დედის კვერცხუჯრედს და მამის სპერმატოზოიდს, ხელოვნურად ანაყოფიერებენ და მათი შერწყმის შედეგად მიღებულ ემბრიონს ჩანერგავენ საშვილოსნოში. ეს ემბრიონი შეიძლება იმ ქალის საშვილოსნოშიც ჩანერგონ, ვისგანაც აიღეს კვერცხუჯრედი, ამ შემთხვევაში ის არ იქნება სუროგატი დედა. ასე აკეთებენ ზოგიერთი სახის უშვილობის დროს. როცა ამ ემბრიონს ისეთი ქალის სხეულში ნერგავენ, რომლისგანაც არ აუღიათ კვერცხუჯრედი, ეს არის სუროგატული დედობა. ციტატა მარა მაინც მგონია რომ რაღაც მაინც ექნება სუროგატი დედისგან ბავშვს, ამბობენ, რომ ის ანუ ემბრიონი, ნაყოფი "იზიარებს" დედის ემოციებს, მუსიკას უსმენს, სიხარულის დროს მოძრავია, დედის ნერვიულობის დროს გასუსული, ე.ი. რაღაც ემოციურ დონეზე უკავშირდება დედას რა თქმა უნდა დედის სტრესი და ემოციები მოქმედებს ბავშვზე, ასევე თუ რამის დეფიციტი აქვს დედას, მაგ. რკინის ან სხვა, შეიძლება აისახოს ბავშვზე, ასევე ზოგიერთი ენდოკრინული დაავადება ან გადატანილი ინფექციები -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი