დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
Ismail |
Jul 29 2007, 09:03 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
არ ვიცი, რამდენად ყოფილა ამ ფორუმის სხვადასხვა განყოფილებებში ლაპარაკი ამ თემაზე, ყოველ შემთხვევაში, მე ძალია მაინტერესებს და ვერანაირად ვერ მოვახერხე ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა ამის შესახებ.
ჯაშუშობა (დაბეზღება მთავრობასთან და სხვასთან) ცოდვად ითვლება. მაგრამ იგულისხმება თუ არა ამ ცოდვად დამნაშავის მხილება? მაგალითად: მოკლეს 17 წლის ბიჭი. ადამიანი, რომელიც მოწმედ იქნა გამოძახებული ამ საქმეზე, ხელს ადებს მკვლელს და ამბობს, რომ მკვლელობა სწორედ ამ ადამიანმა ჩაიდინა. ჩაითვლება თუ არა ეს ცოდვად, ან ჩაითვლება თუ არა ცოდვად სხვა მძიმე დანაშაულის (ძარცვა, ყაჩაღობა, გენოციდი, ადამიანის წამება...) ჩამდენის მხილება? მე მგონი კანონიერებისათვის ხელის შეწყობა ქრისტიანობისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს (ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს ჩაშვებისა და დაბეზღების შესახებ). შეიძლება ვცდები. დაპოსტეთ, თუ შეიძლება თქვენი მოსაზრებები. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 24 2008, 12:56 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
staywhite
განკითხვა ცხადია, დაუშვებელია აქ საუბარია დანაშაულის თაობაზე შეტყობინებაზე, თორემ სხვის ცოდვას ჩვენ ვინ გვკითხავს? staywhite კი, გავიგე საინტერესო საკითხია. მგონი რომ, უფალი ამით გვასწავლის, რომ ადამიანის ცოდვასა და ცოდვილობას სიყვარულით მოვეკიდოთ. წინა პოსტს გაგახსენებ - საეკლესიო სასჯელი არ არის პოლიციური, ანუ არ გულისხმობს ადამიანზე ფიზიკურ ზემოქმედებას. სასჯელი არის სულიერი, რომლის მიზანიც ადამიანის განკურნებაა თუკი იმ მეძავს ჩაქოლავდნენ, ის ცოდვილი წარდგებოდა უფლის წინაშე, ხოლო დღევანდელ პერიოდში - თუკი მეძავს ეპიტიმიას დაადებენ, მას უჩნდება შენანების - ე.ი. ცხონების შანსი სახარების ეგ ეპიზოდი იმასაც გვასწავლის, რომ ადამიანს სინანულის საშუალება არ უნდა მოვუსპოთ. მოციქულთა კანონებით - მკაცრად ისჯება ის ეპისკოპოსი, ვინც მონანულის აღსარებას და სინანულს არ მიიღებს. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და ჩვენი ყოველი ქმედება მოყვასის სიყვარულზე უნდა ეფუძნებოდეს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis |
Feb 24 2008, 01:19 AM
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
staywhite განკითხვა ცხადია, დაუშვებელია აქ საუბარია დანაშაულის თაობაზე შეტყობინებაზე, თორემ სხვის ცოდვას ჩვენ ვინ გვკითხავს? რაღაც ვერ ლაგდება სწორად... რომელიმე ქმედების ამა თუ იმ კატეგორიის მინიჭება, ჩემის აზრით განკითხვაა... მაგრამ კანკითხვა სამართლით, ანუ უკვე არსებულ დანაშაულის შაბლონზე მორგებით, აღნიშნული ქმედებისა დასაშვებია... შეკითხვა: ინფორმაციის სათანადო ადგილზე მიწოდებისას, ამ ინფორმაციის გადამოწმება რაგზებით ხდება? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი