![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
![]() ამერიკის ეკლესიის მოქმედი იერარქი, მთავარეპისკოპოსი ლაზარე პუჰალო-აქვეყნებს შრომას შემდეგი სათაურით; "მითი საზვერეების შესახებ" სადაც დეტალურადაა განხილული საზვერეთა გნოსტიკური წარმომავლობა (!) მისი მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესობა განიხილავს ე.წ "ბასილი ახალის ცხოვრებას" სინამდვილეში კი მეუფეს ცნობით, ამ ადამიანს არაფერი აქვს საერთო, ბიზანტიური სვინაქსარით ცნობილ წმიდანთან (ბასილი ახალი). ბასილი ახალის ცხოვრება ეხება ვინმე თეოდორას, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბასილის მოსწავლე გრიგოლი (გნოსტიკოსი გრიგოლ თრაკიელი) უკავშირდება გაურკვეველი მდგომარეობით, რომელსაც თავად "გონისმიერს" უწოდებს-ეს სრულიად უცხო რამაა ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვითაც ადამიანი გარდაცვლილი არ არის, სხეულის გარეთ იმყოფება და გარკვეულ ფორმას მაინც ინარცუნებს. მოკლედ მეტად საინტერესო ცნობაა, თავად მთავარეპისკოპოსი-სწავლებას მწვალებლურს ეძახის (!) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
კითხვები და კიდევ კითხვები.მამა ანდრიას მიერ გაცემულმა პასუხმა სრულიად გასცა პასუხი იმ ძირითად კითხვებს რომლებიც წამოჭრილი იყო ამ თემაში,მაგრამ გაჩნდა ახალი კითხვები ახალ საკითხებთან დაკავშირებით.ასე რომ გავაგრძელოთ გარწმუნებთ კითხვები არასდროს დაგველევა.რაც შეეხება იმას რომ ვინმე არ ეთანხმება ამ პასუხებს და იგი მაინც თავის აზრზე დგას და გააჩნია განსხვავებული შეხედულება ეს მისი საქმეა.
მნათე როგორც გატყობ გინდა ყველაფერ შენთვის გაუგებარზე უცებ მიიღო პასუხები,მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება რადგან ეს პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება გავა ერთი წელი და უფრო მეტს გაიგებ და დაშეიმეცნებ ვიდრე ერთი წლით ადრე იცოდი,მეტ გაუგებარ საკითხს მოეფინება ნათელი და აშ ორი წელი სამი და ასე მთელი ცხოვრება.მე რომ ჩემს ცხოვრებას გადავხედავ ერთი წლის უკან ვხედავ რამდენი რამე არ ვიცოდი.და ალბათ ასე იქნება ერთი წლის შემდეგაც მომავალში.აქ მთავარია ვიცხოვროთ ქრისტიანულად და ვესწრაფოდ მეტად გავიგოთ და აღვასრულოთ უფლის მცნებანი.ვიზრუნოთ სულის სრულყოფისთვის.უფლიც ხომ ასე მოგვიწოდებს იყავით სრულ ვითარცა მამაი ჩემი ზეცათაი არს.ანუ ვისწრაფოთ.ხოლო სხვა ყველაფერს დანარჩენს უფალი მოგვცემს რაც ჩვენთვის საჭირო იქნება.მაგალითად მრავალ პატერიკში მრავალ წმინდა ბერზეა მოთხრობილი(მაგ ლავსაიკონში)რომ მათ საერთოდ არ ქონიათ სახარება წაკითხული და ისე გავიდნენ და ეწეოდნენ უდაბნოში მოსაგრე და განმარტოებულ ცხოვრებას და უფლისა მიერ სულიწმიდის მადლით სულ ზეპირად იცოდნენ სახარება რომ ერთხელაც არ წაუკითხავთ.მაგ მარიამ ეგვიპტელი და აშ.თუ დაგაინტერესებს ლავსაიკონშიც წერია მათზე. სიკონკრეტისთვის კი ვიტყვი რომ თქვი ბოროტ ძალებს ჩვენი აზრების გაგებაც კი არ შეუძლიათო.აზრების გაგებაც შეუძლიათ და ბევრი სხვა რამაც ისინი ხომ დღედაღამ იმის მცდელობაში არიან როგორმე დაგვაბრკოლონ და უფლის გზას აგვაცდინონ და წუთი და წამიც არ იქნება რომ ამის მცდელობაში არ იყვნენ,მაგრამ უფალი გვიცავს მათგან და თუ არა ჩვენი პირადი ნებით ბოროტებისკენ გადასვლა უფალი დაგვიცავს სიცოცხლის ბოლომდე,როგორც 90 ფსალმუნის ბოლიში წერია.ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდე ...და აშ. რაც შეეხება სხვა კითხვებს ამ თემასთან დაკავშირებით მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th July 2025 - 10:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი