უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Feb 25 2008, 08:10 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
რატომ ეძალებიან ჩვენები ნარკოტიკებს? და კიდეც ახალი ხიფათი: გათქვეფა! რატომ ითქვიფება უცებ ქართველი უცხოეთში? მე უკვე მეორე თაობა ვიცი, რომ ვეღარ ლაპარაკობს უკვე ქართულად!!! ეს ტრაგედია... არ ვიცი ნარკოტიკების ამბავი, უბრალოდ მე მგონი მასეთები საქართველოშიც მიჩვეულნი იყვნენ, აქ არ მგონია რომ ხდებოდნენ ნარკომანები,თუ წინა საფუძველი არ აქვთ.ან იგივე ეფექტია,რაც შენ ზედა პოსტებში დაწერე: აქვთ მეტი ფინანსური საშუალება და აქ თავისუფლებაა მაგ მხრივ,რასაც მოხმარება ქვია. კონსუმი არ ისჯება,მხოლოდ ბარიგაობა. ქართულ ოჯახებში წესით არ უნდა იყოს ეგ პრობლემა, რომ ბავშვები ქართულად ვერ მეტყველებდნენ, აი,შერეულებში კი რაღაც კვალს მაინც ტოვებს,განსაკუთრებით,თუ მამაა ქართველი და დედა სხვა ეროვნების,ბავშვები ძირითადად დედის ენას სწავლობენ. არ დამძრახოთ და ისე, მინახავს ქართული ოჯახებიც,ბავშვებს რომ თვითონ გერმანულად ელაპარაკებიან და მაგრად არ მომწონებია,ბოდიშით და ხამობას უფრო მივუსადაგე, ვიდრე აუცილებლობას ჩემები ლიტერატურულს კარგად ვერ ფლობენ,ანუ მხატვრული ნაწარმოები რომ წაიკითხონ,რაღაც გაუგებარი მაინც იქნება,განსაკუთრებით აბსტრაქტული სიტყვები,რასაც ყოველდღიურობაში ხშირად არ ვიყენებთ (ძირითადად ჩემგან ესმით ხოლმე ქართული), დანარჩენი პრობლემა არ აქვთ, უხარიათ პირიქით ქართველის დანახვა, რომ მაშინვე გამოელაპარაკონ ქართულად.მოკლედ, მხოლოდ ლიტერატურული სიძნელეებია.ახლა, ვეფხისტყაოსანს ვერ გაიგებენ,მაგას არ ვმალავ.არ მქონდა მე იმდენი საშუალება და დრო , რომ მაგდენი შემძლებოდა,ლაპარაკი კი თავისუფლად იციან და კიდეც უგებენ მოსაუბრეს,ეგ კი არა, დავითმა მითხრა (ვკითხე), რომ მე ქართულად ვფიქრობო,ანუ სანამ რაიმეს ვიტყვი სხვა ენაზე,ძირითადად აზრს ქართულად ვფიქრობო და გაოცებულმა გავიხარე,არ მეგონა ნამდვილად მოკლედ, კაიროს, "გათქვეფა" მიამატე,იმიტომ რომ არის რეციდივები საკმაოდ ხშირი.თან არა მხოლოდ პატარებში,არამედ უფროსებშიც, რომლებიც მთლიანად ეცდებიან აქაურობაში ინტეგრაციას და არ მიწყინოთ,რაცხა სასაცილოობა (თუ არა სატირლობა) გამოსდით.ბევრი მინახავს გოგოები,ქართველები ერთმანეთს რომ გერმანულად ელაპარაკებიან,თან აქ გაზრდილები კი არა,სულ ახლახან ჩამოსულები.საწყენის გარდა ცოტა გასაბრაზებელიცაა,მარა რას ვიზამთ. ვინ როგორ "სვეტდება" მაგას ნამდვილად არ დაგვეკითხებიან,რაც არ უნდა ვბრაზდეთ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი