მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#261
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
თამარი_ცქნაფო |
Feb 25 2008, 03:38 PM
პოსტი
#262
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მოდერატორის განცხადება
ძვირფასო ფორუმელებო, მეტად მეამა ამ თემის გახსნა ჩვენს განყოფილებაში და უპირველესად მადლობას მოგახსენებთ, შემდეგ კი წარმატებებს გისურვებთ. ვეცდები, მეც აგიბათ მხარი. თუმცა აქვე ერთს დავძენ და შეგახსენებთ, უფრო კი ამჯერად რჩევის სახით გეტყვით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მშვენიერი და ამაღელვებელია, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ამ განყოფილებაში არსებობს თემა ''პოეზია'', სადაც ვდებთ ჩვენს საყვარელ ლექსებს. ეს თემაც რომ მისი ანალოგი არ გახდეს, მოდით, თქვენ მიერ დადებულ ნაწყვეტებს, ლექსებსა თუ ჩანაწერებს მცირეოდენი ანალიზიც მოაყოლეთ. არ არის აუცილებელი კრიტიკული ტრაქტატები, _ თქვენი განცდები, რატომ მოგწონთ ესა თუ ის ადგილი, რას ხედავთ ამა და ამ ფრაზაში - ესეც საკმარისი იქნება. თორემ ისე გამოდის, აქ ტყუპისცალი თემებს გახსნას ვიწყებთ. ამასთან, რჩევის სახით დავძენდი, რადგან მაინც მხატვრული ენის გენიალობას ვეხებით, ერთი-ორი ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინი: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა და ა.შ. მაინც გამოიყენეთ. გმადლობთ ყურადღებისთვის. იმედია, გაითვალისწინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა მშვენიერი ნაწყვეტი თუ ლექსი დადოთ, სათანადო ანალიზი-განწყობის გარეშე, ის აუცილებლად წაიშლება! გისურვებთ წარმატებებს! თამარი_ცქნაფო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი