რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ვუწოდებთ, მოძღვართ მამებს?, მათე 23; 8-12 |
მნათე |
Apr 23 2007, 06:55 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ხოლო თქვენ ნუ იწოდებით: რაბი; რადგან ერთია მოძღვარი თქვენი, ქრისტე; ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. და მამას ნურავის უწოდებთ თქვენ ქვეყანაზე, რადგან ერთია მამა თქვენი, რომელიც არის ზეცაში. ნურც იწოდებით წინამძღვრებად, რადგან ერთია წინამძღვარი თქვენი - ქრისტე. ხოლო უდიდესი თქვენ შორის იყოს თქვენი მსახური. ხოლო ვინც აიმაღლებს თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება.
====================================================== მოკლედ, გვერდზე ფორუმზე ერთმა ათეისტმა წამოჭრა ზემოთ ხსენებული და წითლად შეფერილი, საკითხი, რომელთან შესახვედრად გულწრფელად ვიტყვი - მოუმზადებელი აღმოვჩნდი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ეგზეგეზას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Genesis |
Feb 25 2008, 11:39 PM
პოსტი
#2
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
რატომღაც ვფიქრობ აქ გადატანითი მნიშვნელობით არაფერი წერია...
სასულიერო პირებს რომლებთაც მამას ვეძახით, ამას ვაკეთებთ იმიტომ რომ მას ჩვენს სულიერ მშობლად მივიჩნევთ... ისმის შეკითხვა რამდენი სულიერი მშობელი შეიძლება ყავდეს ადამიანს? რათქმაუნდა ერთი... მაშინ რაღატომ ვუწოდებთ მრავალთ მამას? ჩემის ღრმა მოსაზრებით უფლის სამღვდელოება ოფიციალურად წარმოადგენს ქრისტეს ნაწილს დედამიწაზე... ის ძალა და მადლი რაც მას ერში გააჩნია, არის სრულიად უფლის დამსახურება და არა საკუთარი ვარგისიანობა... როგორც ღვთის ჭურჭელი... აკეთებს ქრისტეს საქმეს და იკვეხნის ქრისტეთი... ამ შემტხვევაში მიმაჩნია გამართლებულად ეწოდოს სასულიერო პირს მამა თუ ადამიანი მასში ქრისტეს ანარეკლს აღიქვამს... ასე რომ იგი ადამიანს კი არ უწოდებს მამას... არამედ ქრისტეს რომელიც უნდა აისახებოდეს ამ ადამიანის ყველა ქმედებაში... პ.ს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და მაპატიეტ თუ ვინმესთვის არამისაღებად ვთქვი რამე... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 04:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი