უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
უცხო უცხოეთი, რას და რატომ უნდა ვერიდოთ? |
KAIROS |
Feb 14 2008, 03:06 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ ძალიან საჭირო განყოფილებაში, რომელიც იმ თემას ეხება, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელია ქართული ინტერნეტ სივრცეში, აუცილებელია ჩვენი თვალსაზრისით შევხედოთ ამ საკითხს, კერძოდ სადაა საფრთხე ევროპაში თუ აშშ-ში, ზოგადად უცხოეთში, რატომაა ის ფაქტი ასეთი მწავე რეალობა, რომ ჩვენი რჩეული ახალგაზრდობა გაირყვნა? ვერანაირად ვერ ვეთანხმები მათ ვინც ამბობს იმას, რომ ისინი თავიდანვე ასეთები იყვნენ, უბრალოდ უცხოეთში მიეცათ საშუალებაო, არა, არც ასეა... არის აქ თავისი საფრთხეები, თავისი ორმოები, სადაც შეიძლება ამ სრულიად შემთხვევითი ჩავარდეს... ხშირად გარემო დამღუპველია ან ხშირად გარემო განაპირობებს ადამიანში ჩაბუდებული მავნე თვისებათა გაძლიერებას!
ამ საფრთხეებზე მინდა ვისაუბროთ, რა საზოგადოება უცხო საზოგადოება, როგორია ახალგაზრდობა, რაა აქ პრობლემა, და რა არაა, მოკლედ, დავწეროთ ერთგვარი ერთერთი ნაწილი,ას უნდა ერიდოს მორწმუნე ქართველი უცხოეთში... ძალიან მაფიქრებს ეს პრობლემა და ძალიან მტკივნეულია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 26 2008, 03:41 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ქართულ ოჯახებში წესით არ უნდა იყოს ეგ პრობლემა, რომ ბავშვები ქართულად ვერ მეტყველებდნენ სამწუხაროდ, რომ არის... თითქმის ყველა ქვეყანაში შემხვდა ქართული ოჯახები, სადაც შვილებს უცხო ენაზე ელაპარაკებოდნენ და ასე გამოდის, რომ უკვე მეორე თაობა "მამიკომ პარიზში წაგიღო"-ს ქართულით ლაპარაკობენ! ღალატია ეგ და საშინელება, მაგრად ვბრაზდები ამაზე! ჩვენეული შიშებიც იზრდება... ციტატა ბევრი მინახავს გოგოები,ქართველები ერთმანეთს რომ გერმანულად ელაპარაკებიან,თან აქ გაზრდილები კი არა,სულ ახლახან ჩამოსულები.საწყენის გარდა ცოტა გასაბრაზებელიცაა ეგრეა, უხშირესია ეს შემთხვევები... უფრო დაბალ დონეზე მიანიშნებს ისე... ციტატა 1. პატრიოტიზმის ნაკლებობა 2.მშობლებთან და ახლო ნათესავებთან ოფიციალური დამოკიდებულება 3. "ჩაშვების"და უნდობლობის ინსტიტუტი ( მართლაც ასეა ყველა შელაპარაკებაზე 112 ურეკავენ) 4. გარყვნილების თავისუფლება (მაგ: ე.წ. ვიკენდური დისკოთეკები, სადაც უმეტესწილად ნარკოტიკებზე და სუსტ სქესზე მიდის ნადირობა... ) 5. ზოგადი აპათია და ფულომანია 6. არელიგიურობა ან ათეიზმი 7. გაცივება სამშობლოს მიმართ 8. კრიმინალი და ნარკომანია 9. იდენტურობის დაკარგვა ანუ გათქვეფა სხვა ერში... ეეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი