ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ეკლესიები და სამრევლოები, საზღვარგარეთის მართლმადიდებელი საქართველო |
KAIROS |
Jun 16 2007, 01:30 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რაც დრო გადის უფრო გენატრება, უფრო გაკლია და უფრო გტკივა შენი პატარა, შორი და გატანჯული სამშობლო...
ერთადერთი ვინც შეძლებს ემიგრანტების ნამდვილ და სულიერ გაერთიანებას უნდა იყოს და იქნება ეკლესია, ამიტომ ვისაუბროთ ამაზე, რა ხდება ქართულ ეკლესიებში დასავლეთ ევროპის ეპარქიის ფარგლების შიგნით, საინტერესოა რამდენი ემიგრანტია ფორუმზე? მაშ ასე, დავდოთ ინფორმაციები ქართულ მრევლზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შესახებ რაც ვიცით, მისამართები, ვებ.საიტები, გაზეთები, მოკლედ რასაც იპოვით ემიგრაციაზე: ჩემს მცირე გამოცდილებიდან გეტყვით,რომ დასავლეთ ევროპის ეპარქიაში (რუსეთის სიტუაცია იცით და აქ არ დავწერ, აქ მხოლოდ დასავლეთ ევროპაზე ვისაუბრებ) ყინული დაძრულია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ.... ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. ბელგია- აქაც ყავთ ქართველი მოძღვარი ( სამწუხაროდ პირადად არ ვყოფილვარ) იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-ქართველი მოძღვარი ბარსელონაშია, მადრიდშიც ჩადის, იქაურ სიტუაციას კარგად არ ვიცნობ. ავსტრია- აქაც ყავთ ქართველო მოძღვარი, ვგონებ დეკანოზი ლაზარეა, მიუნჰენიდან გადასული. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი- ათენში არის ქართველი მოძღვარი, ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ მივხედოთ ამ საქმეს! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 26 2008, 04:12 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა დასავლეთ ევროპის ეპარქია საქართველოს საპატრიარქის დასავლეთ ევროპის ეპარქია მოიცავს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს - ავსტრიას, ბელგიას, დანიას, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ჰოლანდიას, იტალიას, ლუქსემბურგს, პორტუგალიას, ესპანეთს, შევიცარიას. ეპარქია თავის იურისდიქციაში აერთიანებს აღნიშნულ სახელმწიფოებში დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად ემიგრირებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და ამ ქვეყნებში მცხოვრებ იმ უცხოელებს, ვინც თავს მიიჩნევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქია შეიქმნა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2002 წლის 17უ ოქტომბრის განჩინების საფუძველზე. ახლადშექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის ტიტულია საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი. ეპარქიის ცენტრია ქ. ბრიუსელი (ბელგია), მღვდელმთავრის დროებითი რეზიდენცია მდებარეობს ქ. რეგენდბურგში (გერმანია). საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად საქართველოს ეკლესიის ემიდა სინოდის განჩინებით დადგენილია მანამდე ჭიათურის მიტროპოლიტი აბრაამ გარმელია. საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიას ახალი ინტერნეტ საიტი : http://orthodox-eu.com/ აი განახლებული სია: სკანდინავიაში- ცოტა ქართველია, მაგრამ საკმაოდ გაერთიანებულებია და მალე ალბათ სათვისტომოს დაარსებენ, ძალიან კარგი სიტუაციაა კოპენჰაგენში და სტოკჰოლმშიც, ოსლოს არ ვიცნობ, დანიის ქართველობის ინიციატივით წელიწადში რამოდენიმეჯერ კოპენჰაგენში ჩადის არქიმანდრიტი ლაზარე, სადაც ტარდება ქართული წირვა, იქაურმა პროტესტანტებმა საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გამოხატეს და გაუადვილეს ქართველებს ეკლესიის გამოყოფა წირვის ჩასატარებლად. ინგლისში- აქ საკმაოდ ბევრი ქართველია და აქვთ სამრევლოც "ლონდონის წმიდა გიორგის სახელობის ქართული სამრევლო " და ყავთ მოძღვარიც. ესეც ცნობილ ჟურნალ "თანამემამულეს" ვებ-გვერდია, თავისი გერბიც აქვთ და ჩემი აზრით პირველია ემიგრანტულ გამოცემებში გავრცელების მხრივ მაინც http://www.tanamemamule.eu/ გერმანია- ყველას კარგად მოეხსენება მიუნჰენის შესანიშნავი სამრევლო ( ვებ საიტსაც დავდებ მალე), ძალიან კარგი სიტუაციაა იქ და უამრავი მეგობარი მყავს იქ ბერლინში ქართველები რუსულ ტაძარში დადიან... გერმანიაში, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საიტია: http://www.eklesia.de/ გერმანია - წმინდა ანთიმოზ ივერიელის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე). ტარდება თვეში ერთხელ დიუსელდორფში ბერძნულ ან სერბულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ბილეფელდში, მგონი იქაც სერბულში. ინტერნეტსაიტიც გვაქვს http://www.mrewli.de/ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში არის ქართული სამრევლო, მღვდელი ჩამოდის მიუნხენიდან თვეში ერთხელ. ვებ-გვერდი არ გვაქვს. ინფორმაცია დევს ზემოთ მოწოდებულ მისამართზე. მოძღვარი მამა თამაზი(ლომიძე). ბელგია- ანტვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელმონაზონი აბიბოსი (ქურციძე) . პატარა ლამაზად მოწყობილი ეკლესიაა, ჯერ კიდევ ვითარდება. ბელგია - ბრიუსელის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამრევლო. წინამძღვარი მღვდელი მიქაელ ბურდული, შეცვალა მამა დოსითემ ( ბოგვერაძე) სამი ქვეყნის - გერმანიის, ბელგიისა და ჰოლანდიის საზღვარზე (აახენთან ახლოს) ნაყიდია მიწა ქართული ეკლესიისათვის და იგეგმება ტაძრის აშენება. საფრანგეთი-როგორც ვიცი ამათაც ყავთ ქართველი მოძღვარი, პარიზში თავად შევხვდი მრევლის ნაწილს, ახლა ლიონიც აქტიურობს და დიდი იმედია რომ იქაც მოხერხდება რამე. იტალია- ჩრდილო იტალიის ქართველობა ძირითადში მილანში იკრიბება, ცენტრალური იტალიის ქართველობა კი ან პერუჯის, ან ფლორენციის ან თავად მარადიული ქალაქის რუსულ ეკლესიებშია, რომში ხანდახან პარაკლისებიც კი ტარდება ქართველი მოძღვრის მიერ, ბარიშიც არის ქართველი მოძღვარი, სადაც უამრავი ქართველი იკრიბება. ესპანეთი-წინა გვერდებზე შეგეძლებათ ნახოთ ბარსელონას და ლა რიოხას პროვინციაში მყოფი ქართული ეკლესიების სურათებს, ბარსელონაში წინამძღვარია იღუმენი ლუკა ( ფალავანდიშვილი ); ხოლო ლა რიოხას პროვინციაში კი ახლახანს დაინიშნა იღუმენი მელქისედეკი ( ხაჩიძე) . ავსტრია- ვენაში მოღვაწეობს არქიმანდრიტი ლაზარე, აქაც ქართველების დიდი რაოდენობაა შეკრებილი და სამრევლოც საკმაოდ დიდია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში. ჩეხეთი- აქაც არიან ქართველები და არის სათვისტომოც, თუმცა როგორც თავადაც ვნახე, ჯერ სამრევლოს დაარსება და მოძღვრის მიწვევა ადრეა, იმედია მალე ესეც მოხერხდება საბერძნეთი - ქართველები აქაც რუსულ ეკლესიაში იკრიებებიან, ასევე ხდება თესალონიკშიც; პირადად იქ ყოფნისას იქ შევამჩნიე ერთი ცუდი ფაქტი: ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ქართველები ხშირად დადიან კალენდრის ერთიანობის გამო მეძველსტილე სქიზმატთა ეკლესიაში. ირლანდია- ეს ერთერთი ჩემთვის ყველაზე მშობლიური მრევლია, ძალიან საყვარელი ხალხი და არაჩვეულბრივი სიტუაცია, ყავთ 15 წევრიანი ქართული გუნდი, დღეს დუბლინში ქართული ტაძარიც ფუნციონირებს და მოძღვარიც ყავთ, ეს დუბლინში, თუმცა გავიგო რომ მოძღვარი ჩადის ქორქშიც და გოლვეიშიც. აშშ - ამ. შეერთებულ შტატები დიდია, და დღეს მხოლოდ ნიუ-იორკზე და ვაშინგტონზე ვისაუბროთ, როგორც ერთერთ ყველაზე კარგ ჩამოყალიბებულ ქართულ მრევლზე, ეს კი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური საკათედრო ტაძრის ვებ.საიტია http://www.mrevli.org/ დაემატა იტალია: ქალაქი მილანი ( ძველი მედიოლანი, წმ. ამბროსი მედიოლანელის მშობლიური ქალაქი, მილანის კათედრალში მისი წმ. ნაწილებია, დავდებ მერე ფოტოებს), ქალაქ მილანში ქართული წირვა ჩატარდა, ჩაატარა მამა ილია ჩაკვეტაძემ... რომში ყოველ მეორე ხუთშაბათს იქ არსებული სიწმიდეების მოლოცვა ხდება, პარაკლისებს ატარებს რომში და პერუჯაში მოღვაწე, კონსტ. საპ. დაქვემდებარებაში მყოფი, მღვდელი გიორგი ხაჩიძე, ხოლო იტალიის სამხრეთში, ქალაქი ბარიში, მოღვაწეობს მამა აარონი... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი