მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები |
KAIROS |
Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 26 2008, 04:23 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
სჯობს მართლაც მხოლოდ შედარებები მოვიყვანოთ...
მე გავაგრძელებ ძალიან მიყვარს მირზა, და ყოველთვის მეცოდებოდა, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა... მირზა გელოვანი ცხრაკარა ... ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი. მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი, დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, - როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი. დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს! გამაქანებს და წარსულში მიხვევს. კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს შეეფარება მდუმარე ციხე. 1938 წელი, თიანეთი ეს ლექსი კი მთლიანად მეტაფორაა, ისეთი კარგია და ისეთი ნაზი... .................... ფოთოლი მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ... არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ. ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო? დედიკოს რომ მოსწყდე, დასჭკნები, სულელო. 1933 წელი, თიანეთი ....... მალე აღარც იყო... მართლა ზეცაზე მოუწია სუფრის გაშლა... მაინც რა ლამაზია არა " როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს."... ... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს. 1942 წელი, ფრონტი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი