სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Dec 12 2007, 02:53 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
XI ს.ის მეორე ნახევრიდან ვიდრე XV ს.ის საუკუნის მეორე ნახევარამდე, დროის ამ არცთუისე დიდ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ უზარმაზარი დანაკლისი განიცადა, მოხდა პირველი დიდი განხეთქილება, და შემდეგ უკვე განხეთქილებაში მოხდა ისევ ახალი განხეთქილება, ეს მოვლენები, ასეთუისე ყველასათვის ცნობილია, მაგრამ თემის დანიშნულება არის ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, მოვძებნოთ და შევაგროვოთ ლიტერატურა ამ თემაზე, ობიექტურად ვნახოთ, მაინც რა ხდებოდა იმ შავბნელ საუკუნეებში, აღმოსავლეთს პოლიტიკური პრობლემა აქვს, აქ ბიზანტია ეცემა, იქ ქრისტიანობა ქუცმაცდება, რას ფიქრობენ თავად განხეთქილების ავტორები? ვინ იყვნენ ისინი? ვინ იყო ვიკლიფი, ჰუსი, სავონაროლა, ლუთერი, კალვინი? რა ბულები გამოსცა პაპურმა რომმა, მოკლედ საინტერესო საკითხია და თქვენს აქტიურ მონაწილეობას ველი
იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Feb 26 2008, 05:26 AM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოდი დავუბრუნდეთ თემას, ჩვენ მხოლოდ ამ სამწუხარო მოვლენებზე ვისაუბრეთ და ისიც ზედაპირულად, მაგრამ რა მოხდა მერე? რატომ ვერ გახდა შესაძლებელი, რომ ქრისტიანული სამყაროს ეს ორი უზარმაზარი მხარე და მათი წინამძღვრები დიალოგზე ვერ წავიდნენ? მაშინ როცა განსხვავება დადიოდა მხოლოდ ერთ (!!!) დოგმატურ საკითხზე და დანარჩენები მხოლოდ კანონიკურ-ლიტურგიკულ მხარეს ეკუთვნოდა, რატომ ვერ მორჩა მაშინვე ეს იარა? არადა , ხომ ვიცით, რომ ჭრილობას მაშინვე უნდა მკურნალობა, თორემ მერე შეიძლება უკურნებელში გადაიზარდოს და გადაიზარდა კიდეც... თუ ლამის... არ ვიცი!
კარგით, ლირიკა იქით იყოს, ისტორიას მივყვეთ, ყველა ზემოთ დასმულ კითხვას ( თუ ნაწილს მაინც ), ამ საშინელ XI-XII ს.ში დატრიალებული ამბები პასუხობს, თუ ჩვენთვის ქართველთათვის ეს "ოქროს პერიოდი" იყო, ასე სულაც არ ყოფილა არც კონსტანტინეპოლისათვის და არც რომისათვის ( ამიტომაა საუბარი "მესამე რომი"-მცხეთას შესახებ,მაგრამ ეს მაინც რუსული დერჟავომანიაა...) აი ის ორი ფაქტი რაც ამ საუკუნეებს განაპირობებს და რამაც უკან დაწია დიალოგი ქრისტიანთა შორის: 1) თურქების შემოსევა 2) ჯვაროსნული ლაშქრობები და ამ ორივეს კატასტროფული შედეგები... თუკი მიახლოებით მაინც ვნახავთ რა ხდებოდა ამ დროს, მაშინ ნათელი იქნება, რომ თეოლოგიური დისკუსიებიასთვის არც არავის ეცალა... თუმცა მივყვეთ ფაქტებს: განხეთქილება 1054 წელი და მაშინვე ანუ 1055 წელს უკვე ბიზანტიის საზღვრებთან თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ და სულ რაღაც 20 წელში მთელი აღმოსავლეთი ააოხრეს 1071 წელი - დიდი მარცხი ბიზანტიელებისა მაზინკერტში, რასაც მთელი მცირე აზიის დაკარგვა მოყვა, 1075 წელი - იკავებენ პალესტინას და იერუსალიმს, კრძალავენ ქრისტიანულ პელეგრიმობას, რაც თავად არაბებსაც არ აუკრძალავთ. კიდევ 20 წელიც და ბიზანტიელები დასავლეთს დახმარებისათვის მიმართავენ: 1095 წელი - ბიზანტიის იმპერატორი ალექსანდრე I კომნენონი, დახმარების თხოვნით მიმართავს იტალიის ქალაქ პიაჩენცაში გამართულ სინოდს და რომის პაპს 1095 წელსვე პაპის პასუხი არ აყოვნებს და შემდგომ კრებაზევე კლერმონტში, მოუწოდებს კავალიერებს, სამხედრო თავადებს, შეწყვიტონ ძმათამკვლელი ომები და შეირაღებული პელეგრიმობა მოაწყონ წმ. მიწის გასათავისუფლებლად... იწყება ჯვაროსნული ხანა... ქართული ვიკიპედიიდან: კლერმონის საბჭო — საეკლესიო ყრილობა, რომელიც რომის პაპმა ურბან II-მ მოიწვია საფრანგეთის ქალაქ კლერმონში (ამჟამად კლერმონ-ფერანი) 1095 წლის 18 ნოემბერს სასულიერო-ადმინისტრაციული და სასულიერო-პოლიტკური საკითხების გადასაწყვეტად. საბჭოს დაესწრო დიდი რაოდენობით კათოლიკე სასულიერო პირი და ასევე მრავალი საერო პირიც (ძირითადად რაინდები). საბჭომ ეკლესიიდან განდევნა საფრანგეთის მეფე ფილიპ I, რომელმაც ცოლი მიატოვა და ხელმეორედ იქორწინა 1092 წელს. საბჭოს დასრულების შემდეგ ურბან II-მ საკუთარ სიტყვაში 26 ნოემბერს საზოგადოებას ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა ღვთის ქალაქის (იერუსალიმის) მუსულმანებისგან გასანთავისუფლებლად, შეჰპირდა რა ამით მათი ცოდვების განტევებას, ვალების ჩამოწერას და სხვ. ეს ალექსანდრე I -ის . Αλέξιος Α' Κομνηνός მოზაიკაა აია სოფიაში http://upload.wikimedia.org/wikipedia/comm...um_1122_001.jpg ეს კი მასზე გვიყვება ვიკიპედია http://en.wikipedia.org/wiki/Alexios_I_Komnenos მოგვიანებით გავაგრძელებ... ოღონდ მხოლოდ რელიგიურ ამბებს შევეხები... თორემ ძალიან გაგვიგრძელდება... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS განხეთქილებიდან განხეთქილებამდე Dec 12 2007, 02:53 PM
KAIROS დავიწყოთ ტალბერგი... Dec 12 2007, 03:51 PM
კანუდოსელი თემას არ ეხება, მარ... Dec 12 2007, 03:54 PM
KAIROS
კანუს, ვფიქრობ რო... Dec 12 2007, 04:11 PM
მხევალი ნინო კაიროს, მადლობთ სი... Dec 12 2007, 04:16 PM
შოთაძე კარგი იქნება თუ ქა... Dec 12 2007, 08:54 PM
KAIROS
ნამდვილად :) , მაგრა... Dec 12 2007, 09:20 PM
abo KAIROS
ღმერთმა გაგიმარ... Dec 12 2007, 11:26 PM
ქავთარაძე
ეს ვერ მივხვდი კაი... Dec 12 2007, 11:52 PM
k@the
С самых ранних христиански... Dec 13 2007, 01:19 AM
Misha_kartveli KAIROS
უაღრესად საინტე... Dec 13 2007, 01:56 AM
KAIROS საინტერესოა თავად ... Dec 13 2007, 03:44 AM
juansheri ერთი შეკითხვა მაქვ... Mar 19 2008, 01:30 PM
მხევალი ნინო KAIROS
კაიროს, ეგებ სტა... Dec 13 2007, 12:58 PM
ქავთარაძე
ეს ყველაფერი მე რა... Dec 13 2007, 06:07 PM
KAIROS შევეცდები ავტორებ... Dec 13 2007, 07:14 PM
Lenus კაიროს,
კარგი თემა... Dec 15 2007, 08:47 AM
კანუდოსელი
ღია საკურთხეველი
... Dec 19 2007, 02:52 PM
KAIROS გასაგებია, ეგ ყველ... Dec 15 2007, 03:43 PM
KAIROS
აი, ესაა მთავარი მ... Dec 19 2007, 02:25 PM
KAIROS
გარდა ამ ზემო შეპი... Dec 31 2007, 06:14 AM
KAIROS
მალევე დავუბრუნდ... Feb 13 2008, 05:38 AM
staywhite კალვინი და ლუთერი ... Feb 13 2008, 05:42 AM
KAIROS
გვანან კიდეც, და გ... Feb 13 2008, 05:45 AM
მნათე რეალურად განხეთქი... Feb 13 2008, 04:07 PM
კანონისტი მნათე
მა Filioque?
და, "... Feb 13 2008, 04:19 PM
KAIROS ნუ ვმეორდებით მეგო... Feb 13 2008, 09:43 PM
თამარი_ცქნაფო ეს გაიგეთ?
sruliad saqarTvelos sa... Feb 13 2008, 09:50 PM
KAIROS
ვფიქრობ მაქ არ იქნ... Feb 14 2008, 01:37 AM
კანონისტი KAIROS
სწორედ ეგაა :)
სა... Feb 14 2008, 01:39 AM
თამარი_ცქნაფო
KAIROS
სწორედ ეგაა :)
სა... Feb 14 2008, 02:19 AM
KAIROS
ანუ
ხომ?
მე, როგორც ... Feb 14 2008, 03:16 AM
მნათე
ეგ ადვილად დაძლევ... Feb 14 2008, 03:35 AM
KAIROS
უფრო სწორედ იყო :(, ს... Feb 14 2008, 03:45 AM
მნათე
და მაინც, მე არ მჯე... Feb 14 2008, 03:49 AM
KAIROS
მადლის ონკანზე უფ... Feb 14 2008, 03:53 AM
მნათე
კი შემოგევლე, სწორ... Feb 14 2008, 03:57 AM
მნათე KAIROS
ფლორენციის კრე... Feb 27 2008, 02:25 AM
KAIROS
მაქ ცოტა ფრთხილად ... Feb 27 2008, 03:45 AM
ალექსანდრე კათოლიკეთა და მართ... Feb 27 2008, 03:52 AM
KAIROS
მაგაზე წინა გვერდ... Feb 27 2008, 04:05 AM
KAIROS ისე მეგობარო, როგო... Mar 19 2008, 03:27 PM
KAIROS
მაშ ასე ისევ აქედა... Mar 30 2008, 04:35 AM
KAIROS ახლა ოდნავ შევიცვა... Apr 11 2008, 04:26 AM
KAIROS მაშ ასე, გამოვყავი... Apr 18 2008, 04:04 AM
KAIROS მაშ ასე, მაპატიეთ რ... May 20 2008, 03:16 AM
KAIROS დავუბრუნდები თემა... May 31 2008, 03:32 AM
marine "საეკლესიო ისტორ... Apr 14 2022, 04:34 PM
marine "კონსტანცის კრებ... Apr 15 2022, 08:21 PM
marine "სამწუხაროდ, რეფო... Apr 16 2022, 11:48 AM
marine "რეფორმაციამ ადა... Apr 16 2022, 12:09 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი