IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი ისტორიკოსები
marine
პოსტი Jan 30 2008, 02:07 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ქართველი ისტორიკოსების სია საკმაოდ ვრცელია: ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი ბატონიშვილი, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი და ა.შ. და ა.შ.

ამ თემაში ვისაუბროთ ჩვენს ძველ და თანამედროვე ისტორიკოსებზე, მათ ღირსებასა და ნაკლოვანებაზე.

(ნაკლოვანება იმიტომ ვახსენე, რომ ხშირად საუბარია იმაზე, რომ რომელღაც ისტორიკოსის ცნობებს არ ენდობიან ამა თუ იმ მიზეზის გამო.)


მე პირადად, ამჯერად, საუბარს დავიწებ ჯუანშერზე smile.gif

ჯუანშერი

(ივ. ჯავახიშვილი)

"ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ერთი მინაწერი მოიპოვება, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" შეტანილ თხზულებათა შესახებ ცნობებს შეიცავს. აქ ნათქვამია: "წიგნი ესე ქართველთა ცხორებისა ვიდრე ვახტანგისადმდე აღიწერებოდა ჟამით ჟამად, ხოლო ვახტანგ მეფისაგან ვიდრე აქამომდე (ესე იგი *437-438, გვ. 215) აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის წულის ქმარმან წმიდისა არჩილისამან, ნათესავმან რევისამან, მირიანის ძისამან"-ო (*437-438, გვ. 215). ამ მინაწერითგანა ჩანს, რომ ვახტანგისა და მის მომდევნო მეფეთა ისტორია ერთი მემატიანის დაწერილად ითვლება.

მართლაც, "ანა დედოფლის" და "მარიამ დედოფლის ქართლის ცხოვრებაში" ვახტანგ მეფის ისტორიას განსაკუთრებული სათაური აქვს: ცხორება და მოქალაქეობა ვახტანგ გორგასლისა მეფისა მშობელთა და შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მოყუარისა მეფისა, რომელი უმეტესად სხვათა სახელგანთქმულად გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა" (*293-294, გვ. 117 და ანა დედოფლის ქართლის ცხოვრება, 89).

როგორც ამ სათაურიდან ჩანს, ჯუანშერს თავის ისტორიაში ჯერ ვახტანგის მშობლების შესახებ მოუყვანია ცნობები, ხოლო "შემდგომად თჳთ მის დიდისა და ღვთის მსახურისა მეფის" ცხოვრება და მოღვაწეობა აუწერია. თვით თხზულებაშიაც მართლაც ასეა დალაგებული მოთხრობა.

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Feb 26 2008, 12:14 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,002
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



იმ მცირეოდენ წყაროებს გარდა, რომელთა სათაურებიც თვით ჯუანშერსა აქვს დასახელებული, ჩვენ არა ვიცით რა, თუ რითი ხელმძღვანელობდა და სარგებლობდა იგი, როდესაც თავის თხზულებასა სწერდა. როგორც თვით თხზულებითგან ჩანს, ჩვენს ისტორიკოსს უსარგებლია: „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-თ, სუმბატის „ცხორება და უწყებით“, წმიდა შუშანიკის მარტჳლობით, ბასილ კათოლიკოზის მიერ შეკრებილ შიო მღვიმელის სასწაულთა აღწერილობით, „სპარსთა ცხორებაჲ“-თ, „ნებროთიანი“-თ და რაღაც „იჯინტონის წიგნით.“

ჯუანშერი რომ ვახტანგ მეფის მერე „შემდგომად ჟამთა მრავალთა“ ცხოვრობდა და, როცა თხზულებასა სწერდა, სანდო მასალა მის შესახებ ხელთ არა ჰქონდეს, ეს საუცხოვოდ მისი „ისტორიითა“-ცა მტკიცდებოდა: იგი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე ისტორიას, საგმირო სახალხო ნაწარმოებს უფრო, ვიდრე უტყუარს და სანდო საბუთს.

ჩვენ მოგვეპოვება ვახტანგის შესახებ სხვა ცნობებიც და ეს ცნობები გვიჩვენებენ, რომ ვახტანგი თვალსაჩინო მეფე იყო. მაგრამ, სად ის ვახტანგი და სად ჯუანშერის დასურათებული ვახტანგ გორგასალი. ჯუანშერის ისტორია იმდენად ზღაპრული ჰანგებით არის შემკული, რომ მკვლევარს უნებლიედ აზრი ებადება, შესაძლებელია ვახტანგ მეფის ისტორიაში შეცდომით შეტანილი იყოს ის სიმღერა-თქმულებები, რომელიც გრიგოლ მაგისტროსის თქმით ღვთაება ბაჰრამ პაჰლავუნის შესახებ საქართველოში არსებობდა.

ჯუანშერის მოთხრობას მართლაც ბევრგან ზღაპრული ხასიათი აქვს და ელფერი დასდევს: ჯუანშერის სიტყვით მეფესა ჰყავდა ერთი მეომარი, რომელსაც „მრავალი ლომი ჴელითა შეეპყრა“. ხოლო როცა ვახტანგი ოსებს ეომებოდა, „იზახდეს ჴმითა აღწევნულითა სპანი ორნივე ქართველთანი და ოვს[თა]ნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცუნი.“ 22 წლის ჭაბუკი ვახტანგი „ჭურვილი ქუეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის და ცხენი ჭურვილი აღიღის მჴართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა.“ სასაცილოა სწორედ, რომ ვახტანგის სინდთა ქვეყანაში ლაშქრობის აღწერილობაში ჯუანშერი ბრძოლის დროს სინდთა მეფესა და ვახტანგს უშველებელს ზღაპრებსა და იგავებს ათქმევინებს.

ამასთანავე, ჯუანშერის ისტორიაში რიცხვი ხშირად ზღაპრულად არის გაზვიადებული 748 000, 248 000-ით, 200 000-ით, 100 000, 56 000, 30 0000 გადადის ხოლმე!

თუმცა ჯუანშერის თხზულებაში ორიოდე საყურადღებო ცნობაც მოიპოვება, მაგალითად, რომ „წესი იყო რომელ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღ[ი]ზ[ა]რდნიან“, ან კიდევ ვითომ იმდროინდელი დარბაზობის გულუბრყვილო აღწერილობა, რომ „განამზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ და ეპისკოპოსნი დასხდეს სელებითა და ათასი თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე“, ან პაჭანიგეთისა და ჯიქეთის გეგრაფიული მდებარეობა.

მეტად საგულისხმოა აგრეთვე ის ცნობა, სადაც ჩამოთვლილია თუ რა გააკეთა ვახტანგ მეფემ საეკლესიო სფეროში, რომ „მცხეთას... აღაშენა ეკლესია მოციქულთა, სუეტი ცხოველი... რომელი არს სიონი დიდი და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოზად და სამოელ ეპისკოპოზი მცხეთასავე საებისკოპოზოსა და სხუა ერთი ებისკოპოზად კლარჯეთს ეკლესიასა ახიზისა, ერთი არტანს, ერთი ერუშეთს, ერთი ჯავახეთს წონდას, ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი ნინოწმინდას უჯარმოს კარსა, რომელი ვახტანგ აღაშენა, ერთი ჭერემს მისვე აღშენებულსა და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი იგი მანვე აღაშენა, ერთი ჩელთს, რომელი სოფელსა შუა აღაშენა, ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელი არს ხუნანის გამართებით. შემდგომად ამისა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა, საგზებელსა თანა ცეცხლისასა და დასუა ეპისკოპოზი“-ო.


საყურადღებოა და საერთოდ სიმართლეს უახლოვდება ჯუანშერის ცნობები ბაჰრამ ჩუბინისა, ქასრეს (ხოსროს) და მავრიკი კეისარს შორის დამოკიდებულებათა შესახებ, გუარამ კურაპალატის უძლურება ერისთავებთან შედარებით, რომ მან „ერისთავნი ქართლისანი ვერ ცვალნა საერისთავოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისანი“, - აგრეთვე ქართლის საზღვრების აღწერილობა, ცნობა ვითომც „უკუსცა კეისარმან საზღუარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ზღვითგან ვიდრე არსიანთამდის და ჴევნი, რომელნი მოსდგმენ ღადოთა და გამოიკითხა კეისარმან საზღუარი საბერძნეთისა ქუეყანა ზღვის პირისა, რომელ არს აფხაზეთი და ჰქრუა, ეგრის წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა, ესე საზღუარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან“-ო. მაგრამ ყველა ამ მცირე-რიცხოვან ცნობებსაც მკაცრი განხილვა და დაფასება უნდა, რომ მათი ღირსება და მნიშვნელობა შესაფერისად გამოირკვეს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი