ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
კანონისტი |
Oct 31 2006, 03:59 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა: 1- მე-9 ჟამი 2- მწუხრის ჟამი 3- სერობის ჟამი 4- ცისკრის ჟამი 5- 1-ლი ჟამი 6- შუაღამის ჟამი 7- მე-3 ჟამი 8- მე-6 ჟამი 9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია) შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Sotiris |
Dec 13 2006, 08:34 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
რამდენადაც მეზობელ თემაში კანუდოსელმა მთხოვა მამა ზაქარია ძინძიბაძის მიერ გამოცემული ჟამნის შესახებ მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა, გადავწყვიტე ამ თემაში დამეპოსტა (უფრო შესაფერისად მეჩვენა). ჟამნს არც გამოცემის წელი და არც გამოცემის ადგილი აწერია (ადგილი ცხადია თბილისი უნდა იყოს), მაგრამ შეიცავს შემდეგ ფრაზას: "გამომცემელი-რედაქტორი დეკანოზი ზაქარია ძინძიბაძე". წინასწარ უნდა ვთქვა, რომ რაში გამოიხატა მამა ზაქარიას რედაქტორობა, მაგას ვერ მივხვდი. მადლობას კი მოვახსენებ, რომ წიგნი გამოსცა და ამით ჩვენში საღმრთისმსახურო წიგნებში არსებული დეფიციტი შეავსო, მაგრამ წიგნი რეალურად მე-19 ს. გამოცემის რეპრინტია და იმ გამოცემას რაც ნაკლი ჰქონდა, ყველა გადმოჰყვა, ზოგი რამე კი ახლა ნამდვილად კომიკურად ჟღერს. ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება ჟამნში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის ხსენება ოჯახთან ერთად, რისი მაგალითებიცაა (ორთოგრაფიას ვამარტივებ, ხარების, იოტების, უ ბრჯგუების და მისთ. დაწერა არ შემიძლია ახლა):
1) შუაღამის ჟამი, გვ. კე: "ვილოცოთ უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა; დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, ცესარევიჩისა და დიდისა მთავრისა გიორგი ალექსანრეს (ასეა, დ აკლია) ძისა. და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". იმავე გვერდზე მოხსენებულია რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდი: "უწმიდესისა და უმართებელესისა სინოდისათვის." 2) ცისკრის განგება, გვ. მა-მბ: "მერმეცა გევედრებით უკეთილმსახურესისა და უთვითმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა ჩუენისა იმპერატორისა ნიკოლაოზ ალექსანდრეს ძისა სრულიად რუსეთისა, და მეუღლისა მისისა უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა ალექსანდრა თეოდორეს ასულისა. დედისა მისისა, უკეთილმსახურესისა ხელმწიფა იმპერატრიცა, მარიამ თეოდორეს ასულისა; მემკვიდრისა მისისა, კეთილმორწმუნისა ხელმწიფისა, მემკვიდრისა და დიდისა მთავრისა მიხაილ ალექსანდრეს (ასეა, ერთგან მიხეილი წერია, მეორეგან გიორგი) ძისა, და ყოვლისა პალატისა და მხედრობათა მათთათვის". აქვე რუსეთის სინოდიცაა ნახსენები: "უწმიდესისა და უმმართებელესისა (ასეა, ერთგან ერთი მ-თი წერია და მეორეგან ორით) სინოდისა". მსგავს მაგალითებს ვხვდებით აგრეთვე დიდი სერობის ჟამში (გვ. რპე), ღმრთისმშობლის პარაკლისში (გვ. ფპე, ფჟზ), ხოლო ჯვრის ტროპარი ასე ჟღერს (გვ. სიე): აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა კეთილმორწმუნესა ხელმწიფესა ჩუენსა ნიკოლაოზს მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქუეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა". ჟამნის ენა და ორთოგრაფია წარყვნილია ანტონ კათოლიკოსის შეხედულებების მიმდევარი კაცის მიერ (ეგ ჩვენს ყველა წიგნში მასეა), არის აშკარა უაზრობები და წინააღმდეგობები, გაუგაბარი ადგილები და ა.შ. მაგალითად: 1) გვაქვს (გვ. პზ): "შენდა დიდება შვენის, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებას აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ბერძნული ჟამნის თანახმად უნდა იყოს: "შენდა დიდება შუენის, უფალო ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". ქართული ჟამნით ისე გამოდის, ქრისტე თან წმ. სამებაც ყოფილა, მამა, ძე და სულიწმიდა. 2) გვაქვს (გვ. ლთ): "უწყოდეთ რამეთუ მთაწმიდას შემდგომად სამებიანისა, მუხლებსა ამას ჰგალობენ". ახლა რომ მოკვდეთ, რა მუხლებია ეს ვერ გაიგებთ, იმიტომ რომ არ წერია იქ, არანაირი დასდებლები არაა მითითებული. სინამდვილეში ვახტანგ მეფის სტამბაში გამოცემულ ჟამნს რომ ასწორებდა გვიანდელი რედაქტორი, შესაბამისი ადგილი ვერ გაიგო, დაამოკლა, გადააკეთა და შედეგად უაზრობა მივიღეთ. 3) გვაქვს (გვ. ლთ): "ხოლო ჩუენ, უფალო შეგვიწყალენ, მოკლედ წყნარის-ხმითა". ეს მოკლე და წყნარი ხმა რა არის, თუ შეგხვედრიათ მაგის მიმხვედრი კაცი? სინამდვილეში სლავურ ჟამნში გვაქვს "кротким и тихим гласом", მაგრამ ეს кроткий ძვ. რედაქტორ-გამსწორებელმა краткий-დ აღიქვა და შედეგიც სახეზეა. ნუ და ასე შემდეგ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი