სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#1
|
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
| კანონისტი |
Feb 26 2008, 06:05 PM
პოსტი
#2
|
|
დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ეგ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მართლმადიდებლური მოძღვრებისა აი, რას წერს პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი თავის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ღვთის ერთ-ერთი ეპითეტის - "ყოვლის მცოდნის" განმარტებისას: „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრ. 4,13). „რომელ იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ (ფს. 138,16). საღვთო ცოდნა არის ხედვა და უშუალოდ ცოდნა ყოველივესი: არსებულისა და სავარაუდოსი, აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა. მომავლის წინასწარცოდნა თავად სულიერი ხედვაა, რადგანაც ღმერთისათვის მომავალი იგივეა, რაც აწმყო. საღვთო წინასწარცოდნა ქმნილებებს ხელს არ უშლის, ჰქონდეთ თავისუფალი ნება ისევე, როგორც არ ილახება მოყვასის თავისუფლება, როცა მის საქციელს ვხედავთ. საღვთო წინასწარცოდნას ბოროტების შესახებ სამყაროში და თავისუდალ არსებათა ქმედებებზე თითქოს აგვირგვინებს წინასწარცოდნა სამყაროს გადარჩენაზე, როცა იქნება „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,28). ქრისტიანული ხედვა განსხვავდება ისლამურისაგან იმ მხრივ, რომ ჩვენი სარწმუნოება აღიარებს იმას, რომ უფალი წინასწარგანზრახულობით ჭვრეტს მომავალს, მაგრამ არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალს ნებას. ის, რაც უნდა მოხდეს არა წინასწარდადგენილია, არამედ წინასწარგანზრახულია, წინასწარგანჭვრეტილია. სიტყვა "წინასწარ" პირობითია, რამეთუ დროის მიღმა მყოფი ღვთისათვის წინასწარ, ადრე და გვიან არ არსებობს. მას სრული სისავსით იცის ის, რაც დროით სამყაროში მომხდარა, ხდება და მოხდება განსხვავებით ამისა, ისლამი ქადაგებს, რომ ადამიანის ბედი წინასწარ არის განზრახული და განსაზღვრული, წინასწარ არის დადგენილი მისი ცხოვრება და ის მას ვერ შეცვლის. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი პასუხს აგებს ცოდვისთვის. ბედისწერის რწმენა (აშჰადათ ულ-ყადერ) ისლამის რწმენის 6-იდან ერთ-ერთია და ის უცილობლივ მოეთხოვება ყველა მუსლიმს. ნაწყვეტი წიგნიდან "ისლამის რწმენის საფუძვლები", ფიქრი იავუზი, ბათუმი, 2001 წ., გვ. 29-30: ამქვეყნად ყველა ხილული და უხილავი მოვლენა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, უდიდესი ღვთის მიერაა ცნობილი და განსაზღვრული. ამას ბედისწერა ჰქვია. ბედისწერა (ყადერი) ზომასა და ანგარიშს ნიშნავს. სამყაროში სხვადასხვა ნივთიერებათა და მოვლენების უცვლელ სისტემატიურ კანონზომიერებას, პრინციპებს ბედისწერას ვეძახით. თავიდან განსაზღვრული მოვლენები დროულად და ბედისწერის შესაბამისად ხორციელდება. ამას შემთხვევა (ყაზა) ჰქვია. ბედისწერა დასახული მიზანია, შემთხვევა კი ამ მიზნის უნაკლოდ განხორციელება. სინამდვილეში შემთხვევის და ბედისწერის დაჯერება ღვთის დაჯერების შედეგია. ვისაც სჯერა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ყველაფრის ძალა შესწევს, ეჭვგარეშეა, რომ მას შემთხვევისა და ბედისწერისაც სჯერა. ისლამის მიხედვით ბედისწერის გვჯერა, მაგრამ ჩადენილი არასწორი ქმედებებისა და ცოდვების საბაბად ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. მუსლიმანი მოვალეა რომ ღვთის ბრძანებებს ასრულებდეს და არამი საქმეებიდან შორს იყოს. ღვთის ბრძანებების შესრულებისა და არამი საქმეებიდან თავის მოსარიდებლად საკმარისი ჭკუისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანმა რაიმე შემთხვევების დროს არ შეიძლება თქვას “რა ვქნათ ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” და თავისი დანაშაული ბედისწერას ან ღმერთს მიაწეროს, ეს დიდი ცოდვაა მიწისძვრის, ხანძრის, მეწყერისა და მსგავს სტიქიურ უბედურებებზე, (რისი ძალა არ შეგწევს) “ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” თქმა შესაძლებელია. უფრო მეტიც ასე დაფიქრება და დაჯერება უფრო სწორია. სიკვდილის შესახებაც იგივეს ვამბობთ. ვინც მთელი ძალითა და ენერგიით იმუშავებს, მაგრამ მაინც მიზანს ვერ მიაღწევს “ბედისწერა ასეთი ყოფილაო” შეუძლია თქვას. მაგრამ ვინც არამს არ ერიდება და ფარძ ღიბაადეთებს არ ასრულებს, ან კიდევ თავის მოვალეობებს არ ასრულებს, ბედისწერისთვის დაბრალება არ შეიძლება, თუ დააბრალებს ცოდვილი გახდება, ვინაიდან განხორციელებაზე და ახდენაზე ბედისწერის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ამ მხრივ ბედისწერა საიდუმლოებას წარმოადგენს, მას “საიდუმლო ბედისწერასაც” უწოდებენ. მოხდენამდე რაიმეს საბაბად ჩვენთვის უცნობი ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. დიდი ღმერთი ბედისწერის და შემთხვევის დაჯერებას მოგვიწოდებს. მაგრამ ამავე დროს მუშაობას, ღვითმსახურებას, საკუთარი მოვალეობების შესრულებას გვიბრძანებს, არამისა და ცოდვების ჩადენას გვიკრძალავს. ყოველთვის საბაბად ბედისწერის გამოყენება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ღვთის ბრძანებებსა და აკრძალვებს (არამებს) არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. ისლამი თავის თავს შეეწინააღმდეგებოდა. მუშაობის, სიფრთხილისა და სხვადასხვა ხერხის გამოყენების გათვალისწინებით ბედისწერის დაჯერება ადამიანს მოსვენებასა და ნდობას მისცემს. მას სხვადასხვა უმნიშვნელო ეჭვებისაგან, აბდაუბდა ფიქრებისაგან გადაარჩენს. ამიტომ ბედისწერის დაჯერება საჭირო, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ძნელ მდგომარეობაში ადამიანს ძალას მისცემს და დაღუპვისაგან გადაარჩენს, ძალისა და სიცოცხლის წყარო გახდება. ვინც სამომავლო გეგმებს ისახავს, უსარგებლო ეჭვიანობისაგან გადარჩენისათვის ბედისწერის დაჯერება სჭირდება და მასში შვებას პოულობს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis ბედისწერა Feb 26 2008, 05:45 PM
გიორგი Genesis
ჩევენი მომავლი... Feb 26 2008, 06:06 PM
Genesis კანონისტი
გიორგი
... Feb 26 2008, 10:12 PM
სერგი თუ ბედისწერა არსებ... Feb 26 2008, 11:42 PM
Genesis
თუ ბედისწერა არსე... Feb 27 2008, 12:08 AM
mari touchet დავიბენი ეხლა :user: Feb 27 2008, 12:10 AM
sandro40 თუკი ყველაფერი წინ... Feb 27 2008, 01:00 AM
სერგი საერთოდ მატრიცა არ... Feb 27 2008, 12:46 AM
სერგი მადლობთ ძალიან კარ... Feb 27 2008, 01:26 AM
Genesis აქ ადამიანის ტავის... Feb 27 2008, 03:41 AM
სერგი
ზუსტად ეს შენი სიტ... Feb 27 2008, 03:52 AM
Ismail საინტერესო თემაა.
... Feb 27 2008, 12:01 PM
sandro40
რამდენადაც გავიგ... Feb 27 2008, 01:00 PM
seminarieli lela Ismai
რამდენადაც გავი... Feb 27 2008, 05:59 PM
კანონისტი Genesis
სახელში არ არი... Feb 27 2008, 12:08 PM
Genesis
Genesis
1)შეგიძლია შეც... Feb 27 2008, 01:09 PM
კანონისტი
Genesis
მე თეოლოგი არ ვ... Feb 27 2008, 01:18 PM
Genesis
წინასწარ ცოდნა უფ... Feb 27 2008, 01:32 PM
კანონისტი Genesis
მაშ არაორდინალ... Feb 27 2008, 01:39 PM
Genesis
წინასწარ ცოდნა ბე... Feb 27 2008, 01:43 PM
KAIROS
ყველა მორწმუნე :)
უ... Feb 27 2008, 02:47 PM
Genesis
ყველა მორწმუნე :)
უ... Feb 27 2008, 03:19 PM
KAIROS
გენესის, ასე თუ მსჯ... Feb 27 2008, 03:22 PM
Genesis
გენესის, ასე თუ მსჯ... Feb 27 2008, 03:28 PM
გიორგი ბედისწერის ფენომე... Feb 27 2008, 03:28 PM
Genesis
[size=4][b]ბედისწერის ფე... Feb 27 2008, 03:33 PM
კანონისტი Genesis
მიდიხარ ქუჩაში
... Feb 27 2008, 03:31 PM
Genesis
Genesis
მიდიხარ ქუჩაში... Feb 27 2008, 03:38 PM
KAIROS
როგორ გითხრა ახლა, ... Feb 27 2008, 03:32 PM
Genesis
როგორ გითხრა ახლა, ... Feb 27 2008, 03:58 PM
გიორგი Genesis
და კიდევ მრავალ... Feb 27 2008, 03:32 PM
გიორგი Genesis
არ გიფრიალებ, ვ... Feb 27 2008, 03:34 PM
კანონისტი Genesis
დროა ვისწავლოთ ... Feb 27 2008, 03:35 PM
კანონისტი Genesis
კი არ აკლია, ბოლ... Feb 27 2008, 03:40 PM
KAIROS გენესის:
ისევ გიმე... Feb 27 2008, 03:41 PM
Genesis
ახლა რა გინდა ამ თ... Feb 27 2008, 04:24 PM
KAIROS
ე.ი. შენი აზრით ამ ყ... Feb 27 2008, 05:22 PM
Genesis
ე.ი. შენი აზრით ამ ყ... Feb 27 2008, 07:00 PM
seminarieli lela
:blink:
მაოცებ პირდაპი... Feb 28 2008, 02:24 PM
Genesis
კი მაგრამ თუ ეს საკ... Feb 28 2008, 02:30 PM
KAIROS
იცოდა, მცოდნეობით ... Feb 27 2008, 07:03 PM
Genesis
იცოდა, მცოდნეობით ... Feb 27 2008, 11:02 PM
KAIROS ნენა რას მიბღვერს :D... Feb 27 2008, 11:30 PM
Genesis
ნენა რას მიბღვერს :... Feb 27 2008, 11:41 PM
KAIROS სულ ეს იყო? ასე ხსნი... Feb 28 2008, 12:12 AM
Genesis
აქაა მგონი შენთან... Feb 28 2008, 12:55 AM
კანონისტი Genesis
ყოველივე ეს ნი... Feb 28 2008, 02:30 AM
KAIROS
ანუ ყოველივე ეს ნი... Feb 28 2008, 04:03 AM
neo
კი
ოღონდ იგულისხმ... Feb 28 2008, 11:13 AM
afxazi ჩემთვის გაუგებარი... Feb 28 2008, 11:37 AM
Genesis
ჩემთვის გაუგებარი... Feb 28 2008, 02:02 PM
catherina_10 ერთერთი საუბრის დრ... Feb 28 2008, 12:45 PM
დავით ივერიელი იცით მე პირადად ბე... Feb 28 2008, 02:08 PM
afxazi Genesis
შენ თუ არ გინდა ... Feb 28 2008, 03:25 PM
Genesis
Genesis
უფალი არ წვრი... Feb 28 2008, 04:17 PM
afxazi Genesis
ამიხსენი რას ნი... Feb 28 2008, 04:20 PM
კანონისტი Genesis
გასაგებია, მაგრ... Feb 28 2008, 04:22 PM
Genesis
Genesis
გასაგებია, მაგ... Feb 28 2008, 05:49 PM
KAIROS აი რას ასწავლის ქრ... Feb 28 2008, 07:22 PM
Genesis KAIROS
6ვე პუნქტებს გავ... Feb 28 2008, 09:48 PM
KAIROS
ჩემი შეხედულება მ... Feb 29 2008, 01:00 AM
Genesis 1)ბედის ამბავად მიმ... Mar 2 2008, 02:17 PM
KAIROS ოოო, ეს უკვე წინსვლ... Mar 2 2008, 05:20 PM
makiki არსებობს თუ არა ბე... Mar 2 2008, 06:35 PM
q-e-T-i სწავლებას ბედისწე... Mar 2 2008, 06:40 PM
neo მე ერთი ესეთი ჩვეუ... Mar 2 2008, 07:36 PM
Genesis KAIROS
არ ვიცი სად ნახ... Mar 3 2008, 02:26 AM
KAIROS
იმედი მქონდა...მართ... Mar 3 2008, 02:44 AM
Genesis KAIROS
:)
გადავიკითხე ა... Mar 3 2008, 01:25 PM
Genesis ასე არს ყოფად...
მრა... Mar 3 2008, 01:41 PM
KAIROS
მდა.... NO კომენტი....
ა... Mar 3 2008, 04:06 PM
კანონისტი Genesis
შეგახსენებ, ზოგ... Mar 3 2008, 04:14 PM
Genesis
Genesis
შეგახსენებ, ზოგ... Mar 3 2008, 08:38 PM
solomony Genesis შენს თეორიაზე მ... Mar 4 2008, 12:29 AM
Genesis
Genesis შენს თეორიაზე მ... Mar 4 2008, 01:42 PM
solomony
რაც შეეხება ამ გამ... Mar 4 2008, 12:44 AM
KAIROS მოკლედ დამუშავებუ... Mar 4 2008, 05:54 PM
Genesis
იქნებ გაგვანათლო ... Mar 4 2008, 08:04 PM
KAIROS
:) უი, გეწყინა? :( ბოდი... Mar 4 2008, 08:23 PM
Genesis
ხო? მისი არჩევანი ... Mar 4 2008, 08:30 PM
KAIROS
არ გინდა ახლა გენე... Mar 4 2008, 08:48 PM
Genesis მოკლედ თავიდან ჩამ... Mar 4 2008, 09:15 PM
solomony ამ თემაში არ არის ს... Mar 4 2008, 09:45 PM
KAIROS აშკარა უთანხმოება ... Mar 4 2008, 10:03 PM
Genesis solomony ვერ დაგეთანხმე... Mar 5 2008, 12:51 AM
მაეასი Genesis
იცის ბავშვმა გე... Mar 5 2008, 01:35 AM
გიორგი მაეასი
საინტერესო... Mar 5 2008, 01:38 AM
კანონისტი KAIROS
:კი:
ერთს გავიხს... Mar 5 2008, 01:23 PM
Genesis
KAIROS
:კი:
ერთს გავიხს... Mar 12 2008, 01:31 AM
neo
დოგმატურად და ტეო... Mar 12 2008, 10:03 AM
Genesis
დოგმატურად და ტეო... Mar 12 2008, 07:31 PM
KAIROS კი შემოვიდოდი გენე... Mar 13 2008, 04:40 AM
Genesis
კი შემოვიდოდი გენ... Mar 13 2008, 11:57 AM
Irma ადამიანი გონებით ღ... Mar 13 2008, 12:22 PM
Genesis Irma
ე.ი. ადამიანი ტვი... Mar 13 2008, 12:59 PM
THUG``LIFE
ჩემი აზრით ყველაფ... Aug 6 2011, 03:25 PM
ikanosi THUG``LIFE
მცდარად ფი... Aug 6 2011, 04:11 PM
toka@
THUG``LIFE
მცდარად ფი... Aug 6 2011, 04:14 PM
damiane80
როგორც მე ვიცი ქრი... Aug 10 2011, 12:03 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 10:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი