ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#21
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
კანონისტი |
Feb 26 2008, 06:05 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ეგ არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მართლმადიდებლური მოძღვრებისა აი, რას წერს პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი თავის "დოგმატურ ღვთისმეტყველებაში" ღვთის ერთ-ერთი ეპითეტის - "ყოვლის მცოდნის" განმარტებისას: „ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა“ (ებრ. 4,13). „რომელ იგი არა მექმნა, იხილეს თუალთა შენთა“ (ფს. 138,16). საღვთო ცოდნა არის ხედვა და უშუალოდ ცოდნა ყოველივესი: არსებულისა და სავარაუდოსი, აწმყოსი, წარსულისა და მომავლისა. მომავლის წინასწარცოდნა თავად სულიერი ხედვაა, რადგანაც ღმერთისათვის მომავალი იგივეა, რაც აწმყო. საღვთო წინასწარცოდნა ქმნილებებს ხელს არ უშლის, ჰქონდეთ თავისუფალი ნება ისევე, როგორც არ ილახება მოყვასის თავისუფლება, როცა მის საქციელს ვხედავთ. საღვთო წინასწარცოდნას ბოროტების შესახებ სამყაროში და თავისუდალ არსებათა ქმედებებზე თითქოს აგვირგვინებს წინასწარცოდნა სამყაროს გადარჩენაზე, როცა იქნება „ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა“ (I კორ. 15,28). ქრისტიანული ხედვა განსხვავდება ისლამურისაგან იმ მხრივ, რომ ჩვენი სარწმუნოება აღიარებს იმას, რომ უფალი წინასწარგანზრახულობით ჭვრეტს მომავალს, მაგრამ არ ზღუდავს ადამიანის თავისუფალს ნებას. ის, რაც უნდა მოხდეს არა წინასწარდადგენილია, არამედ წინასწარგანზრახულია, წინასწარგანჭვრეტილია. სიტყვა "წინასწარ" პირობითია, რამეთუ დროის მიღმა მყოფი ღვთისათვის წინასწარ, ადრე და გვიან არ არსებობს. მას სრული სისავსით იცის ის, რაც დროით სამყაროში მომხდარა, ხდება და მოხდება განსხვავებით ამისა, ისლამი ქადაგებს, რომ ადამიანის ბედი წინასწარ არის განზრახული და განსაზღვრული, წინასწარ არის დადგენილი მისი ცხოვრება და ის მას ვერ შეცვლის. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი პასუხს აგებს ცოდვისთვის. ბედისწერის რწმენა (აშჰადათ ულ-ყადერ) ისლამის რწმენის 6-იდან ერთ-ერთია და ის უცილობლივ მოეთხოვება ყველა მუსლიმს. ნაწყვეტი წიგნიდან "ისლამის რწმენის საფუძვლები", ფიქრი იავუზი, ბათუმი, 2001 წ., გვ. 29-30: ამქვეყნად ყველა ხილული და უხილავი მოვლენა, რაც ხდება და რაც უნდა მოხდეს, უდიდესი ღვთის მიერაა ცნობილი და განსაზღვრული. ამას ბედისწერა ჰქვია. ბედისწერა (ყადერი) ზომასა და ანგარიშს ნიშნავს. სამყაროში სხვადასხვა ნივთიერებათა და მოვლენების უცვლელ სისტემატიურ კანონზომიერებას, პრინციპებს ბედისწერას ვეძახით. თავიდან განსაზღვრული მოვლენები დროულად და ბედისწერის შესაბამისად ხორციელდება. ამას შემთხვევა (ყაზა) ჰქვია. ბედისწერა დასახული მიზანია, შემთხვევა კი ამ მიზნის უნაკლოდ განხორციელება. სინამდვილეში შემთხვევის და ბედისწერის დაჯერება ღვთის დაჯერების შედეგია. ვისაც სჯერა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ყველაფრის ძალა შესწევს, ეჭვგარეშეა, რომ მას შემთხვევისა და ბედისწერისაც სჯერა. ისლამის მიხედვით ბედისწერის გვჯერა, მაგრამ ჩადენილი არასწორი ქმედებებისა და ცოდვების საბაბად ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. მუსლიმანი მოვალეა რომ ღვთის ბრძანებებს ასრულებდეს და არამი საქმეებიდან შორს იყოს. ღვთის ბრძანებების შესრულებისა და არამი საქმეებიდან თავის მოსარიდებლად საკმარისი ჭკუისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანმა რაიმე შემთხვევების დროს არ შეიძლება თქვას “რა ვქნათ ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” და თავისი დანაშაული ბედისწერას ან ღმერთს მიაწეროს, ეს დიდი ცოდვაა მიწისძვრის, ხანძრის, მეწყერისა და მსგავს სტიქიურ უბედურებებზე, (რისი ძალა არ შეგწევს) “ღმერთს ასე განუსაზღვრია, ბედისწერა ასეთი ყოფილა” თქმა შესაძლებელია. უფრო მეტიც ასე დაფიქრება და დაჯერება უფრო სწორია. სიკვდილის შესახებაც იგივეს ვამბობთ. ვინც მთელი ძალითა და ენერგიით იმუშავებს, მაგრამ მაინც მიზანს ვერ მიაღწევს “ბედისწერა ასეთი ყოფილაო” შეუძლია თქვას. მაგრამ ვინც არამს არ ერიდება და ფარძ ღიბაადეთებს არ ასრულებს, ან კიდევ თავის მოვალეობებს არ ასრულებს, ბედისწერისთვის დაბრალება არ შეიძლება, თუ დააბრალებს ცოდვილი გახდება, ვინაიდან განხორციელებაზე და ახდენაზე ბედისწერის შესახებ არავინ არაფერი არ იცის. ამ მხრივ ბედისწერა საიდუმლოებას წარმოადგენს, მას “საიდუმლო ბედისწერასაც” უწოდებენ. მოხდენამდე რაიმეს საბაბად ჩვენთვის უცნობი ბედისწერის გამოყენება არ შეიძლება. დიდი ღმერთი ბედისწერის და შემთხვევის დაჯერებას მოგვიწოდებს. მაგრამ ამავე დროს მუშაობას, ღვითმსახურებას, საკუთარი მოვალეობების შესრულებას გვიბრძანებს, არამისა და ცოდვების ჩადენას გვიკრძალავს. ყოველთვის საბაბად ბედისწერის გამოყენება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ღვთის ბრძანებებსა და აკრძალვებს (არამებს) არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნებოდა. ისლამი თავის თავს შეეწინააღმდეგებოდა. მუშაობის, სიფრთხილისა და სხვადასხვა ხერხის გამოყენების გათვალისწინებით ბედისწერის დაჯერება ადამიანს მოსვენებასა და ნდობას მისცემს. მას სხვადასხვა უმნიშვნელო ეჭვებისაგან, აბდაუბდა ფიქრებისაგან გადაარჩენს. ამიტომ ბედისწერის დაჯერება საჭირო, მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ძნელ მდგომარეობაში ადამიანს ძალას მისცემს და დაღუპვისაგან გადაარჩენს, ძალისა და სიცოცხლის წყარო გახდება. ვინც სამომავლო გეგმებს ისახავს, უსარგებლო ეჭვიანობისაგან გადარჩენისათვის ბედისწერის დაჯერება სჭირდება და მასში შვებას პოულობს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:30 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი