საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები |
ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Feb 26 2008, 06:31 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მირი და არჩილი*
არაბთა შემოსევების გამო ძმები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და თავი შეაფარეს აფხაზთა ერისთავს ლეონს, კავშირი დაამყარეს ბიზ. იმპერატორთან, რომელმაც სამეფო გვირგვინები გამოუგზავნა (ბიზ. იმპერატორი მირსა და არჩილს არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეებად თვლიდა), ჯუანშერის ცნობით ისინი მეფეებად იწოდებიან. იმპერატორმა ლეონმა მათ მორჩილება უბრძანა. მორიგი ლაშქრობის დროს არაბთა სარდალი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ბრძოლით აიღო და დაანგრია დედაქალაქი ციხე-გოჯი, გადალახა კლისურის კედელი, დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც გამაგრებული იყვნენ მირი და არჩილი. ამ ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მირი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. მისი უფლებები არჩილზე გადავიდა. მირის გარდაცვალების შემდეგ არჩილი ეგრისს განაგებდა, ხოლო შემდეგ დამკვიდრდა კახეთში (ამის გამო ზოგი მკვლევარი არჩილს მხოლოდ კახეთის გამგებლად მიიჩნევს). აქ მან თავის ტაძრეულებს მისცა მამულები და აზნაურობა უწყალობა. დაიწყო ეკლესიების და ციხე-ქალაქების მშენებლობა. არაბთა ერთ-ერთი დამსჯელი ლაშქრობის დროს არჩილი სიკვდილით დასაჯეს. „არჩილის წამება“ აღწერილი ლეონტი მროველის მიერ შევიდა „ქართლის ცხოვრებაში.“ არჩილი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. ხსენების დღედ დააწესა 21 ივნისი (4. VII). ჯუანშერის მიხედვით, არჩილმა, მირის ანდერძის თანახმად ძმისწულები (მირის ქალიშვილები) მიათხოვა ერისთავებს და ამით დააკანონა მათი მემკვიდრეობითი უფლება საერისთავო ქვეყანაზე. მირის უფროსი ასული კი ლეონ აფხაზთა ერისთავზე დააქორწინა. არჩილის მოღვაწეობის პერიოდზე მკვლევართა შორის თვალსაზრისი VII საუკუნის ბოლოდან VIII საუკუნის ბოლომდე მერყეობს. ეს გამოწვეულია „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით არჩილის ცხოვრების სამნაირი დათარიღებით. 1. ჯუანშერი, მისი თხზულების გვიანდელ რედაქტირებამდე, მირსა და არჩილს VII ს. შუა წლების მოღვაწის სტეფანოზ II-ის შვილებად მიიჩნევს. 2. ჯუანშერის გვიანდელ რედაქტორს მირისა და არჩილის ცხოვრება გადააქვს მურვან ყრუს (735-738) შემოსევების პერიოდში. 3. ლეონტი მროველის „არჩილის წამებაში“ კი არჩილი მურვან ყრუს შემოსევიდან 50 წლის შემდგომი ხანის (VIII ს. მიწურული) მოღვაწე ჩანს. მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს (გ. აბრამაშვილი, დ. მუსხელიშვილი, მ. ჩხარტიშვილი) მიაჩნია, რომ ჯუანშერთან არაბთა შემოსევა ეხება არა მურვან იბნ მუჰამედს (მურვან ყრუ), არამედ მის მამას მუჰამედ იბნ მურვანს, რომელიც კავკასიის მხარეს განაგებდა 716-717 წ. ამდენად, ანაკოფიის აღება მოხდა 716-718 წ. (და არა 735-738 წ.). აქედან გამომდინარე, გ. აბრამიშვილის აზრით, დასავლეთ საქართველოში 718-719 წლებამდე მეფობდა მირი, ხოლო არჩილი - 719-745 წ. დ. მუსხელიშვილი არჩილის მოღვაწეობას 705-745 წ. ათარიღებს და იგი კახეთ-ჰერეთის მმართველად მიაჩნია და არა ქართლის ერისმთავრად. * „ქართლის ცხოვრების“ (ჯუანშერი) მიხედვით ერისმთავრობა გადაეცა სტეფანოზ II-ის შვილებს მირსა და არჩილს, ხოლო „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ სტეფანოზ II-ის შვილად გუარამს ასახელებს. აქედან გამომდინარე მეცნიერთა ერთი ნაწილი ერისმთავართა ქრონოლოგიურ რიგში სტეფანოზ II-ის შემდეგ მირსა და არჩილს ათავსებს. არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც მირი და არჩილი არიან სტეფანოზ III-ის შვილები, სტეფანოზ III კი არის ნერსე ერისმთავრის ვაჟი. ნერსე საერისმთავრო ტახტზე ავიდა გუარამ სტეფანოზ II -ის ძის კლარჯეთში გაძევების შემდეგ (მ. სანაძე). ამდენად, მირისა და არჩილის ადგილი ერისმავართა ქრონოლოგიურ რიგში დაუზუსტებელი რჩება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი