პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2008, 11:48 AM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
ართი ვარდი გიორგი შალამბერიძე * * * სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით, გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით. ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში, გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში, გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს, მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს. გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს. მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს, ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს, არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს, ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს. მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს, შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს, შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს, მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს, მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე, პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე. წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს. სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის, სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი. პ. ს. ეს ლექსი ტელევიზორში მოვისმინე პირველად და ძალიან მომეწონა. ინტერნეტში ვნახე ამ საიტზე http://samkauli.ge/gio-poezia.htm -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი