საქართველოს მუზეუმები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქართველოს მუზეუმები |
ნათია |
Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
თბილისი ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები საქართველოს ეროვნული მუზეუმი. სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3 აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8 აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
marine |
Feb 27 2008, 12:24 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაცია
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ “ღია საზოგადოება_საქართველოს” დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციისა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მუზეუმებისა და კოლექციების სამმართველოს მიერ განხორციელდა “საქართველოს მუზეუმების პასპორტიზაციის“ პროექტი. მოძიებული იქნა მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და კერძო, აგრეთვე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებთან არსებული მუზეუმების შესახებ, მომზადდა დაკონკრეტებული ანოტაციები, შედგენილ იქნა ყველა მუზეუმის პასპორტი (მუზეუმის პროფილი, ადგილმდებარეობა, ინფორმაცია კოლექციებსა და განყოფილებებზე, ექსპონატთა რაოდენობასა და დაცულობაზე, მატერიალურ - ტექნიკურ მდგომარეობაზე და სხვა, მუზეუმისა და რამდენიმე ექსპონატის თანმხლები ფოტოებით), რომელიც პერიოდულად შეიცვლება მუზეუმში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად. მოპოვებული მასალის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოში ამჟამად სხვადასხვა პროფილის 223 მუზეუმია. მათ შორის: თბილისში – 70 რეგიონების მუზეუმები: აჭარა – 15 აფხაზეთი – 2 გურია – 8 იმერეთი – 31 სამეგრელო-ზემო სვანეთი _ 16 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – 5 სამცხე-ჯავახეთი – 6 შიდა ქართლი – 15 ქვემო ქართლი – 10 მცხეთა-მთიანეთი – 10 კახეთი – 32 მოპოვებული მასალის საფუძველზე მომზადდა ბაზა საქართველოს მუზეუმების ვებ-გვერდის შესაქმნელად და ინტერნეტში განსათავსებლად, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, ინფორმაციის გაცვლას და ახალი კულტურული კონტაქტების დამყარებას. http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/News/Pasport.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი