ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#141
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
Ismail |
Feb 27 2008, 12:01 PM
პოსტი
#142
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
საინტერესო თემაა.
ისე, თუ დავუშვებთ რომ ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი, მართლაც აზრი ეკარგება ცხოვრებას და საერთოდ ყველაფერს. წინასწარდადგენილსა და წინასწარგანზრახულს შორის კიდევ რა განსხვავებაა ვერ გავიგე. ადამიანისთვის თავისუფალი ნების არსებობა მგონი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ბედისწერისა და წინასწარდადგენილობის იდეას. ერთი ბანალური მაგალითი მოვიყვანოთ: ვთქვათ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. და ამ დანაშაულის ჩადენა ამ ადამიანის მიერ წინასწარ დადგენილი (თუ განზრახული) იყო. გამოდის, რომ ამ ადამიანს ეს დანაშაული რომ არ ჩაედინა, ბედისწერა იცვლებოდა? ანუ ეს ღმერთის ნების საწიინააღმდეგო იქნებოდა? ასეიგი ამ ადამიანს დანაშაული აუცილებლად უნდა ჩაედინა... რამდენადაც გავიგე აქ ორი ვარიანტია: 1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი; 2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას. რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი! შემზარავიც კია იმის გაფიქრება, რომ ყველაფერი წინასწარაა დადგენილი. მაშინ რატომ ვიღწვით, ვშრომობთ და გაგვაჩნია გარკვეული მიზნები? ააა, გასაგებია, ეს ჩვენი შრომა, მოღვაწეობა და ძალისხმევაც წინასწარაა დადგენილი ხო? კაი მაშინ სხვაგვარად მოვიქცევი, მაგრამ მაშინ ისე გამოვა, რომ ის სხვაგვარი მოქცევაც წინასწარაა დადგენილი. აბსურდამდე დადის ეს ყველაფერი. ბოლოსდაბოლოს რა უნდა გავაკეთო, რომ არავინ არ დამაყვედროს, ეს წინასწარ იყო დადგენილი და შენ არაფერ შუაში არ ხარო? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
sandro40 |
Feb 27 2008, 01:00 PM
პოსტი
#143
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
რამდენადაც გავიგე აქ ორი ვარიანტია: 1) უფალს წინასწარ აქვს გადაწყვეტილი ყველაფერი; 2) უფალს წინასწარ კი არ აქვს ყველაფერი გადაწყვეტილი ყოველივე, არამედ თავისუფალ ნებას გვაძლევს, მაგრამ წინასწარ იცის, როგორ გამოვიყენებთ ამ თავისუფალ ნებას. რა განსხვავებაა ამ ორს შორის? არავითარი! ადამიანის შესაძლებლობები არაა განუსაზღვრელი, ღმერთმა იცის მის მიერ შექმნილ არსებას რისი უნარი შესწევს და ეს ცოდნა რითი ზღუდავს ადამიანის ნებას? ანუ იმას შორის რომ მე არ მაქვს არჩევანი და მაქვს არჩევანი ამას შორის დიდი განსხვავებაა, მე შემიძლია წავიდე მარჯვნივ ან მარცხნივ, ბედისწერის მიხედვით მხოლოდ მარცხნივ შემიძლია წასვლა, მაგრამ თუკი თავისუფალი ნება მაქვს ვაკეთებ არჩევანს და მე თვითონ ვირჩევ ჩემს გზას, მაგრამ ღმერთმა იცის ის რომ თუკი მე რომელიმე გზას ავირჩევ რა მდგომარებოაში ვიქნები და ეს ძალიან მარტივად გასაგებია, თუ გახურებულ უთოს ხელს დავადებ ხელი დამეწვება, ეს იცის ღმერთმა ანუ თუკი ცხელ უთოს ხელს ვადებ ხელი მეწვება ყველა შემთხვევაში, მაგრამ დავადებ თუ არა ამ უთოს ხელს ეს ჩემზეა დამოკიდებული ხოლო ის რომ თუკი ხელი დავადე და სხეული დავიზიანე ეს იცის ღმერთმა, ამით რითი იზღუდება ჩემი თავისუფალი ნება? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი