ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#41
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
კანონისტი |
Feb 27 2008, 12:08 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Genesis
ციტატა არააქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... ფაქტი ისაა რომ თითოეული არჩევანს რომელსაც ჩემი ნებით მოვიმოქმედემ ვიღაცამ წინასწარ იცის... ეს კიდე საკმარისია იმ განმარტებისტვის რასაც ბედისწერა ქვია... ანუ ფაქტი ასე ჟღერს... კაენი მაინც მოკლავდა თავის ძმას, რადგან იცოდა უფალმა რომ მიუხედავად თავისი რჩევისა განზრახულს აისრულებდა... ადამი შეჭამდა იმ ნაყოფს რომელიც უფალმა აუკრძანა... რადგან უფალმა იცოდა ადამის არჩევანი წინასწარ... სახელში არ არის საქმე, ჩემო მეგობარი, და მთავარი ეგაა საქმე არსობრივ სხვაობაშია. შენ როდესაც აკეთებ საქმეს, ხარ აბსოლუტურად თავისუფალი შენ ქმედებაში, შეგიძლია აკეთო ან არ აკეთო, შეგიძლია შეცვალო რაიმე შენ ცხოვრებაში, ან არ შეცვალო, შეგიძლია მადლიანი საქმე აკეთო, ან ცოდვა ჩაიდინო. ვიღაცამ იცის თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? უფლის მიერ შენი ქმედების წინასწარი ჭვრეტა არანაირად არ გზღუდავს შენ შენს ქმედებაში. ამიტომ სხვაობა მხოლოდ ბედისწერის დარქმევა-არდარქმევაში არაა. სხვაობის მთავარი არსი ისაა, რომ შენ ბედისწერის დაშვების შემთხვევაში იცი, რომ როდესაც ცუდი მოხდება, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, მას ვერ აიცილებდი თავიდან. ამისთვის მოგიყვანე ციტატა ისლამის სწავლებიდან, რომ მათ რწმენაში ბედისწერას სხვა გაგება და მნიშვნელობა აქვს ქრისტე გვასწავლის, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და ჩვენი ცხოვრების წინასწარი "დაწერილი" ვარიანტი არ არსებობს..... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Genesis |
Feb 27 2008, 01:09 PM
პოსტი
#43
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
Genesis 1)შეგიძლია შეცვალო რაიმე შენ ცხოვრებაში, ან არ შეცვალო, შეგიძლია მადლიანი საქმე აკეთო, ან ცოდვა ჩაიდინო. ვიღაცამ იცის თუ არა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? სხვაობის მთავარი არსი ისაა, რომ შენ ბედისწერის დაშვების შემთხვევაში იცი, რომ როდესაც ცუდი მოხდება, რაც არ უნდა გაგეკეთებინა, მას ვერ აიცილებდი თავიდან. გატყობ გიფიარია ამ საკითხზე... მაგრამ იმისთვის რომ ერესში არ გადახვიდე ჩემსავიტ ზედაპირულად უდგები და მარტივი განმარტებით შემოიფარგლები.. 1)ვიღაცამ თუ იცის რას მოიმოქმედებ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ნაწინასწარმეტყველევი იყო რომ ქრისტე ჯვარზე გაეკრობოდა... ხოდა ეს არ გამორიცხავს ქრისტეს თავისუფალ ნებას... მან რამოდენიმეჯერ დააყენა არჩევნის წინაშე საკუთარი თავი... (ჩანს როცა პეტრეს უთხრა, გამცილდი სატანავო... და როცა გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა...) თუმცა მისი თავისუფალ ნებასთან ერთად არსებობს პარალერულად წინასწარმეტყველება, რომელმაც ზუსტად იცის თუ რა გზას აირჩევს ქრისტე, ცა და დედამიწა გადავლენ და ეს წინასწარმეტყველება კიდე არ გადავა ვიდრე არ აღსრულდება თავიდან ბოლომდე... 2)მუსლმანებში ისე გამოდის თითქოს ბედისწერა მართავს ადამიანებს როგორც ჭადრაკის დაფაზე ფიგურებს... არადა არასწორი გაგებაა... მე ვიტყოდი რომ ჩემი განმარტების ბედისწერა გავს საკუთარი ნებიტ მოძრავი ფიგურების ჩანაწერს... თუ მე გამაჩნია ეს ჩანაწერი... ვიცი რომ ოფიცერი D4 დან A2 ზე გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს... და სხვანაირად არ მოხდება... პ.ს. ბევრი წერს რომ ამ შემტხვევაში ცხოვრება აზრს კარგავს (ძირითადად ფინალს გულისხმობენ... ანუ ტუ წინასწარ იცის ღმერთმა სამოთხეში მოვხვდები თუ ჯოჯოხეთში ცხოვრებას რა აზრიაქვსო...) მინდა ვთქვა რომ ცხოვრება აზრს არ კარგავს ამის აღიარებით... საქმე იმაშია რომ ჩვენთვის არაა ცნობილი თუ რა იცის ღმერთმა... ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელსაც საკუთარი ნებიტ და გარემოს გადაწყვეტილებით მივიღებთ უკვე ცნობილია უფლისთვის და ვისურვებდი ჩემტვის და თქვენტვის საუკეთესო ფინალს -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი