პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
თეკლა |
Aug 26 2006, 12:02 PM
პოსტი
#2
|
დაკარგული :) ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 |
ლოცვა
ოდეს დემონი ურწმუნოების უკუთქმისა და მაცდურების საწამლავით თვის სავსე თასს მაცდურს წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, _ ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა, ტრიალს, ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს, და უკეთუ არს შესაძლებელი მე განმირიდენ იგი სასმელი! მაგრამ თუ ღმერთო, შენს ღვთაებას სურს, რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს, განჰქრენ შემს ხმასთან სურვილნი ჩემნი და იყავნ, ნება, უფალო შენი! ილია ჭავჭავაძე * * * * * გზა რომელიც ცისკენ მიდის არ გეგონოს უნისლო, მძიმე ტვირთი ზიდე მშვიდად, არ დაეცე უმიზნოდ. და უმწარეს გზაზე მდგომი ცრემლით თუ ინამები, გწამდეს მრავალ ბილიკს შორის ღმერთის გზაა _ წამების. -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი