სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| marine |
Feb 27 2008, 12:30 PM
პოსტი
#1
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,161 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საფრანგეთი
ლუვრი ![]() მუზეუმი განთავსებულია ყოფილ სამეფო სასახლეში (აგებულია XII ს-ის მიწურულს, ფილიპ ავგუსტის მიერ),რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად გაიხსნა 1793 წლის8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს. ფაქტობრივად, მუზეუმების ისტორიაში ლუვრი წარმოადგენს პირველ საზოგადოებრივ მუზეუმს, რომელმაც ფართოდ და უფასოდ გაუღო კარი დამთვალიერებელს. 1808 წელს ლუვრის კოლექციას დაემატა ვილა ალბანის კოლექცია (რომი), ბორგეზების კოლექცია, რომლებიც ნაპოლეონ ბონაპარტმა შეიძინა. ლუვრი განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1821 წელს, ვენერა მილოსელისა და ნიკა სამოთრაკიელის შეძენის შემდეგ. მანამდე ლუვრში ძირითადად წარმოდგენილი იყო იტალიური რენესანსის კოლექციები. XVIII ს-ის II ნახევრიდან კი იწყება ნაციონალური ნივთების შეძენა, რაც ლუვრის ისტორიაში შემობრუნების ხანას მოასწავებდა. შემდეგში ლუვრი ნელ-ნელა გამდიდრდა ეგვიპტური და აღმოსავლური კოლექციებით, ნიდერლანდებისა და გერმანული შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებით. ამჟამად ლუვრის შემადგენლობაში შედის სამი ძირითადი გალერეა: სიული, რიშელიე და დენონი. მათ მრავალრიცხოვან კოლექციებს შორისაა ლეონარდო და ვინჩის ჯოკონდა (მონა ლიზა), რემბრანდტის, ტიციანის, ბოტიჩელისა და სხვათა შედევრები. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.louvre.fr დ’ ორსეს მუზეუმი ![]() დ’ ორსეს მუზეუმი განთავსებულია პარიზის ცენტრში მდ. სენის მარცხენა სანაპიროზე, ლუვრთან ახლოს, რომლის კოლექციის ნაწილსაც იგი შეიცავს. თავდაპირველად მუზეუმის XIX ს-ის ფრანგული ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია განთავსებული იყო პარიზის ორლეანის ყოფილ რკინიგზის სადგურის შენობაში, რომელიც 1900 წელს აიგო მსოფლიო გამოფენისათვის (სადაც პირველად ექსპონირებული იყო ცნობილი ეიფელის კოშკი). შემდეგში თავდაპირველად სადგურის შენობა ცოტა ხნით ფუნქციონირებდა როგორც სასტუმრო, ხოლო 1986 წელს (პრეზიდენტ ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით) აქ გაიხსნა დ’ ორსეს მუზეუმი, რომელმაც უმალ მოიპოვა მსოფლიო აღიარება ფრანგ იმპრესიონისტთა უმდიდრესი კოლექციის აქ განთავსებით. დ'ორსეს მუზეუმის კოლექციაში შედის ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ფოტოები, ავეჯი. მუზეუმის კოლექცია ძირითადად მოიცავს 1848-1914 წლების ფრანგული ხელოვნების ნიმუშებს. მათ შორისაა იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების საუკეთესო ნამუშევრები (ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ოგიუსტ რენუარი და სხვ.). მუზეუმის ვებ-გვერდი: www.musee-orsay.fr ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი ![]() პომპიდუს ცენტრი აშენდა 1971-1977 წლებში, საფრანგეთის პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს ინიციატივით. ფუტურისტულ სტილში გადაწყვეტილი ულტრათანამედროვე ნაგებობა სპეციალურად აიგო მუზეუმისათვის (არქიტექტორები: იტალიელი რენცო პიანი და ინგლისელი რიჩარდ როჯერსი). პომპიდუს ცენტრი მდებარეობს პარიზში, ბობურგის მოედანთან. პომპიდუს ცენტრში განთავსებულია საზოგადოებრივი ბიბლიოთეკა და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი. პომპიდუს ცენტრში დაცულია ფოვიზმის, კუბიზმის, სიურეალიზმისა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიმუშები. მათი რაოდენობა 50000-ს (ფერწერული ტილოები, სკულპტურა, ნახაზები და ფოტოები) აღწევს. მუდმივ ექსპოზიციაში გამოფენილია მხოლოდ 2000-მდე ნამუშევარი. მუზეუმის ვებ-გვერდი: www.centrepompidou.fr http://www.georgianmuseums.ge/World/France.html -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| KAIROS |
Feb 27 2008, 06:42 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მარინე, მაშინ შენ დადე, რასაც მოიპოვებ და თარგმნი ქართულად, ხოლო მე უფრო როდესაც რომელიმე ქვეყანას დაამთავრებ თუ იქნა დასამატებელი დავამატებ და თან ჩემს ძველ სურათებს დავძებნი...
ზვიადაური, ნამდვილად ღირს, ულამაზესია... აი "გაისეირნე" ფლორენციაში ვირტუალური ტური: http://www.hotelsangiorgioflorence.com/Flo...izi_Gallery.htm -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
marine მსოფლიოს მუზეუმები Feb 27 2008, 12:30 PM
KAIROS კარგი თემებია მარი... Feb 27 2008, 02:04 PM
marine KAIROS
გმადლობ, კაიროს,... Feb 27 2008, 02:25 PM
marine იტალია
უფიცის გალ... Feb 27 2008, 05:19 PM
zviadauri
იტალია
უფიცის გალ... Feb 27 2008, 06:10 PM
likka არასდროს დამავიწყ... Feb 27 2008, 07:10 PM
tamuna m მარინე, აქ ნაკლება... Feb 27 2008, 07:43 PM
marine
მარინე, აქ ნაკლება... Feb 28 2008, 12:03 PM
tamuna m მსოფლიო მუზეუმები... Feb 27 2008, 08:24 PM
tamara http://www.metmuseum.org/toah/hm/03/hm03.htm
http:... Feb 28 2008, 12:15 AM
KAIROS აუფ დახურა თამარამ... Feb 28 2008, 12:18 AM
tamara ირანის მუზეუმი -
ა... Feb 28 2008, 12:19 AM
marine ვატიკანის მუზეუმე... Feb 28 2008, 12:17 PM
marine დრეზდენის სურათებ... Mar 5 2008, 04:24 PM
ketino საინტერესო ინფოა.. :... Mar 5 2008, 06:29 PM
marine
პრადო - ესპანეთის ნ... Mar 6 2008, 11:53 AM
tamuna m ლონდონის ნაციონალ... Mar 20 2008, 12:16 PM
tamuna m [size=3]სოლომონ რ. გუგენ... Mar 20 2008, 05:30 PM
tamuna m http://i022.radikal.ru/0803/e3/92d98b73ecd8.jpg ... Mar 21 2008, 06:32 PM
KAIROS
მე რაც ესთეტიური ს... Apr 6 2008, 03:58 AM
tamuna m ამ თემაში მეგონა ა... Apr 6 2008, 03:07 PM
KAIROS
გპირდები ამ თემას ... Apr 6 2008, 05:28 PM
ქეთუ რა კარგი თემაა :) აქ... Apr 6 2008, 09:04 PM
ქეთუ Sir Anthony Van Dyck(1599-16410
"ქრი... Apr 6 2008, 10:35 PM
tamuna m სად იყავით აქმდე?
გ... Apr 6 2008, 10:42 PM
tamuna m [size=4]ალბერტინის გრა... Apr 8 2008, 03:34 PM
KAIROS
მოკლედ არ ხუმრობ, შ... Apr 9 2008, 03:46 AM
tamuna m
უძველესი კულტურებ... Apr 9 2008, 12:13 PM
k@the კაიროსის რჩევით ამ... May 21 2008, 04:31 PM
ekato ამ თემაში ერთხელ რ... May 21 2008, 11:56 PM
KAIROS ნუ ახლა მე სულ ახლა... Sep 24 2008, 01:34 AM
ნაინა არაჩვეულებრივია, თ... Sep 24 2008, 02:13 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th August 2026 - 07:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი