ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#141
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 05:22 PM
პოსტი
#142
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ღმერთი სამართლიანია და ყველას თავისი საზღაურისთვის უძღავს... არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... უფალი კიდე სამართლიანია მომკელებს აგზავნის გამოსარცევად ცუდის და კარგის... smile.gif ე.ი. შენი აზრით ამ ყველაფერს რომ დაიჯერებს ადამიანი, მერე ღმერთი მაინც სამართლიანია? იმ ქერქებზე და გენებზე რაც ისაუბრე, იყო მხოლოდ პრელუდია, რომ ამ აბსურდამდე მისულიყავი, არ გეწყინოს, როცა ვამბობ აბსურდიათქო, მართლა ძალიან რომ აბსურდულ სახეს ღებულობს იმაზე ვამბობ, შენს ნაწერში სრულიად გამორიცხულია ქრისტიანული თეზისი სიყვარულის და გამოხსნის შესახებ, სიყვარული იმიტომ, რომ თურმე ღმერთი უშვებს ვინმე დაიბადოს, იწვალოს, ეცადოს და უნდა თუ არ უნდა მაინც დაიღუპოს, რადგან რა ქნას, ასეთი ყოფილა მისი იმპულსები თუ 100% გენეტიკის 100% წარწყმედა, მაშინ რატომ აწყალებს მას მუცელშივე? ეს რასაც წერ, ჯერ კიდევ ათასობით წლის უკან იყო გავრცელებული, მას ქრისტიანული ( იყო არაქრისტიანულიც ) გნოსტიციზმი ერქვა, მათთვის ადამიანები იყოფოდა სამ ნაწილად 1) პნევმატიკოსები, რომლებშიც დაბადებიდანავე იყო "გნოსისი"-ცოდნა ჩადებული, ისე რომ შეიძლება მათ ეს არც ცოდნოდათ 2) ფსიხიკოსები, რომელთაც შეეძლოთ მოეპოვებინათ რამენაირად ეს ცოდნა და 3) ილისტები იგივე მატერიალისტები, რომლებიც დაბადებიდანვე განწირულები არიან ჯოჯოხეთისათვის... აქ ქრისტიანობას და ბიბლიას არაფერი ესაქმება, ეს არის წარმართული სწავლება. ახლა გამოსხნა სად დაგავიწყდა, ფაქტობრივად ყველგან სადაც სიყვარული უკუაგდე, თუკი ხორბალს უნდოდა თუ არ უნდოდა მაინც ხორბალი იყო, და ღვარძლს კი - ღვარძლი, და თუ ზოგი ხორბლად იბადება და ზოგი ღვარძლად, იმის გარდა, რომ რასაც შენ სამართლიანობას უძახი სრულიად უსამართლოა, რადგან რატომ უზღვავს ღმერთი ღვარძლს ღვარძლობისათვის, როცა ის ასეთად ანუ ღვარძლად დაიბადა? ეგ რა სამართალია? სამართალი იქნება მაშინ, როცა ხორბლად დაბადებული ღვარძლად გარდაიქმნება, შესაბამისად ხსნაშიც შემოსვლა ასევე ხდება როცა ღვარძლში მყოფი იხორბლებს და მოექცევა, იმიტომ კი არა რომ მას ასე ეწერა, ეხატა თუ ეჩუქურთმა, არამედ იმიტომ, რომ მან თავისით ამ კვირის უძღები შვილის არ იყოს, შეხედა მის ღვარძლულ მდგომარეობას, ადგა და წავიდა მამასთან თავისი არჩევანით და ნებით, სხვა შემთხვევაში არც ცხონებას არ იმსახურებს არავინ, რაღა დამსახურებაა, თუ ასე უნდა მომხდარიყო და ჩემი ტვინის ქერქის სიგნალები და 100% გენეტიკა ლამის 100% გარანტიას მაძლევს ცხონებისა? სადაა ქრისტეს გამოსყიდველი მსხვერპლი? სადაა ფეხთბანვა, სერობა , ჯვარცმა და აღდგომა, სადაა მათი აზრი? როდესაც იგავს კითხულობ და პირდაპირ გებულობ, რაც შეცდომაა, რადგან გგონია, რომ ხორბალივით და ღვარძლივით , ადამიანი დაბადებიდანვე ხორბლები და ღვარძლები არიან და არაფერი მათ არ შეცვლით, მაშინ თუ ჩვენ არ დაგვჯერებ და განმარტებას არ წაიკითხავ, სხვა იგავი მაინც წაიკითხე აშენებულო, სადაც ტალანტებზეა საუბარი, იქ ხომ ყველა თანაბარია? ყველას რაღაც ოდენობით ეძლევა ტალანტი, მაგრამ ყველა საკუთარი არჩევანით მოქმედებს, ზოგი ამრავლებს და ზოგიც მიწაში ( ამაოებაში ) ფლავს! აქ კი განკითხვა სამართლიანია, ასევე უნდა გაიგო ის ზემოთა იგავი... გენესის გენეტიკაში კი ხარ გადავარდნილი , მაგრამ გენიალობა სიყვარულში და თავისუფლებაში რომაა არ დაგავიწყდეს! იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Genesis |
Feb 27 2008, 07:00 PM
პოსტი
#143
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
ე.ი. შენი აზრით ამ ყველაფერს რომ დაიჯერებს ადამიანი, მერე ღმერთი მაინც სამართლიანია? იმ ქერქებზე და გენებზე რაც ისაუბრე, იყო მხოლოდ პრელუდია, რომ ამ აბსურდამდე მისულიყავი, არ გეწყინოს, როცა ვამბობ აბსურდიათქო, მართლა ძალიან რომ აბსურდულ სახეს ღებულობს იმაზე ვამბობ, შენს ნაწერში სრულიად გამორიცხულია ქრისტიანული თეზისი სიყვარულის და გამოხსნის შესახებ, სიყვარული იმიტომ, რომ თურმე ღმერთი უშვებს ვინმე დაიბადოს, იწვალოს, ეცადოს და უნდა თუ არ უნდა მაინც დაიღუპოს, რადგან რა ქნას, ასეთი ყოფილა მისი იმპულსები თუ 100% გენეტიკის 100% წარწყმედა, მაშინ რატომ აწყალებს მას მუცელშივე? ეს რასაც წერ, ჯერ კიდევ ათასობით წლის უკან იყო გავრცელებული, მას ქრისტიანული ( იყო არაქრისტიანულიც ) გნოსტიციზმი ერქვა, მათთვის ადამიანები იყოფოდა სამ ნაწილად 1) პნევმატიკოსები, რომლებშიც დაბადებიდანავე იყო "გნოსისი"-ცოდნა ჩადებული, ისე რომ შეიძლება მათ ეს არც ცოდნოდათ 2) ფსიხიკოსები, რომელთაც შეეძლოთ მოეპოვებინათ რამენაირად ეს ცოდნა და 3) ილისტები იგივე მატერიალისტები, რომლებიც დაბადებიდანვე განწირულები არიან ჯოჯოხეთისათვის... აქ ქრისტიანობას და ბიბლიას არაფერი ესაქმება, ეს არის წარმართული სწავლება. ახლა გამოსხნა სად დაგავიწყდა, ფაქტობრივად ყველგან სადაც სიყვარული უკუაგდე, თუკი ხორბალს უნდოდა თუ არ უნდოდა მაინც ხორბალი იყო, და ღვარძლს კი - ღვარძლი, და თუ ზოგი ხორბლად იბადება და ზოგი ღვარძლად, იმის გარდა, რომ რასაც შენ სამართლიანობას უძახი სრულიად უსამართლოა, რადგან რატომ უზღვავს ღმერთი ღვარძლს ღვარძლობისათვის, როცა ის ასეთად ანუ ღვარძლად დაიბადა? ეგ რა სამართალია? სამართალი იქნება მაშინ, როცა ხორბლად დაბადებული ღვარძლად გარდაიქმნება, შესაბამისად ხსნაშიც შემოსვლა ასევე ხდება როცა ღვარძლში მყოფი იხორბლებს და მოექცევა, იმიტომ კი არა რომ მას ასე ეწერა, ეხატა თუ ეჩუქურთმა, არამედ იმიტომ, რომ მან თავისით ამ კვირის უძღები შვილის არ იყოს, შეხედა მის ღვარძლულ მდგომარეობას, ადგა და წავიდა მამასთან თავისი არჩევანით და ნებით, სხვა შემთხვევაში არც ცხონებას არ იმსახურებს არავინ, რაღა დამსახურებაა, თუ ასე უნდა მომხდარიყო და ჩემი ტვინის ქერქის სიგნალები და 100% გენეტიკა ლამის 100% გარანტიას მაძლევს ცხონებისა? სადაა ქრისტეს გამოსყიდველი მსხვერპლი? სადაა ფეხთბანვა, სერობა , ჯვარცმა და აღდგომა, სადაა მათი აზრი? როდესაც იგავს კითხულობ და პირდაპირ გებულობ, რაც შეცდომაა, რადგან გგონია, რომ ხორბალივით და ღვარძლივით , ადამიანი დაბადებიდანვე ხორბლები და ღვარძლები არიან და არაფერი მათ არ შეცვლით, მაშინ თუ ჩვენ არ დაგვჯერებ და განმარტებას არ წაიკითხავ, სხვა იგავი მაინც წაიკითხე აშენებულო, სადაც ტალანტებზეა საუბარი, იქ ხომ ყველა თანაბარია? ყველას რაღაც ოდენობით ეძლევა ტალანტი, მაგრამ ყველა საკუთარი არჩევანით მოქმედებს, ზოგი ამრავლებს და ზოგიც მიწაში ( ამაოებაში ) ფლავს! აქ კი განკითხვა სამართლიანია, ასევე უნდა გაიგო ის ზემოთა იგავი... გენესის გენეტიკაში კი ხარ გადავარდნილი , მაგრამ გენიალობა სიყვარულში და თავისუფლებაში რომაა არ დაგავიწყდეს! იხარე; კაიროსი! მაოცებ პირდაპირ... ჩემი პოსტის ნახევარს ხედავ მარტო და მერე აფსურდულს უწოდებ... 100%ში ადამიანი გადაწყვეტილებას გენეტიკისადა გარემო გამაღიზიანებელი ფაქტორების მიერ გამომუშავებული სისტემით იღებს... მარტო გენეტიკა რა შუაშია? სიყვარული რწმენა სწავლება და ა.შ. გარე გამაღიზიანებელი ფაქტორია... (გაღიზიანება პირდაპირი გაგებით არ გაიგო ახლა ) რაც შეეხება ღმერთის დაშვებადობას... დაიბადოს თუ არა იუდა, მიუხედავად იმისა იცის რა რომ გასცემს ქრისტეს... დაიბადოს კაიფა იცის რა ავაზაკტა ბუნაგის მრვდელმთავარი იქნება... ასეთი შეკითხვები ბევრს აწუხებს, რატომ უშვებსო ღმერთი... ამაზე ცოტა რთულია საუბარი... იცოდა რა უFალმა ლუციფერის ჯანყის შესახებ წინასწარ... ჯანყი მაინც მოხდა...იცოდა რა კაენის ქმედება უFალმა წინასწარ.. მკვლელობა მაინც მოხდა. მე ეს სუბიექტური თვალსაზრისით სამართლიანად მიმაჩნია... რაც არ უნდა სხვანაირად განმარტონ.. იუდა სანამ გასცემდა კაცის ზეს, ქრისტემ ლოცვაში მოიხსენია როგორც განწირული... ამ თემის პატრონს კი ვერ გავიგე რისი გაგება უნდა , მარტო თავისას აწვება მმგონი აქ იმდენი რამე ითქვა მემგონი პასუხს მიიღებდა კაცი ამ საკითხთან დაკავსირებით ტქვენ არ ვიცი როგორ ახერხებტ ასე მალე პასუხის მირებას... მაგრამ ამ საკითხზე 2001 წლიდან ვფიქრობ და ყველა პასუხი რომელიც მომისმენია მათ აწონდაწონვა, გადახარისხება დროს მოითხოვს... ჩემსას თუ ვაწვები იმას არ ვამბობრომ სხვისი აზრი აფსურდიათქო... ისე ძირითადად ყველა ტავისას აწვება რამის კონკრეტული პასუხი რომ დამჭირვებოდა შეკიტხვა მოძღვარსო როა ტემა იქ დავწერდი... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 01:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი