ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#21
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 27 2008, 11:30 PM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ნენა რას მიბღვერს ახლავე გადმოგილაგებ შენს მარგალიტებს და განმარტე ერთი შენს გახარებას
1) ციტატა ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. 2) ციტატა არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... 3) ციტატა არააქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... 4) ციტატა ბედისწერა არის_ გარემოს + საკუთარი გადაწყვეტილება... ვისთვისაც გარემო სრულადაა ცნობილი და ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის ამ ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი ცნობილია... ანუ 2+2=4 რაც არ უნდა დემაგოგოიით გაბეროს მორწმუნე ადამიანმა ამის არსებობა, საბოლოო პასუხი ის იქნება რომ უკვე ცნობილია ვიღაცისთვის ჩვენი ცხოვრება... 5) ციტატა თუ ვინმე ამბობს ბედისწერა არ არსებობსო, ამასთანავე არ უნდა ფიქრობდეს იმასაც რომ მისი გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... თორე რჯულის წყევლას იმსახურებს 6) ციტატა უ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით ეს მცირე ნაკრებია ოღონდ აბა ახლა მარტივად შეუსაბამე შენი სწავლება ქრისტიანობას და მოვკაკვავ თითს , მე უკვე დაგიწერე, რომ სრულიად შეუსაბამოა და ეს წვალება ადრეც არსებობდა, ან ვერ ამბობ იმას რისი თქმაც გინდა, ან კიდევ შენი რელიგია გაქვს და ქრისტიანობას არგებ.... აბა გელით მანამ კი უბრალოდ მარტო ფორუმელების არგუმენტებს რომ არ უსმინო, ისევ მოვიყვან რამდენიმე მამას ( მგონი იყო წინ მოყვანილი); ჰოდა გადაიკითხე, დაწერე ეთანხმები თუ არა და რატომ... წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ორმოცდამეოთხე წინასწარმცოდნეობისა და წინაგანსაზღვრულობის შესახებ საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება... ..................... თავი ორმოცდამეხუთე საღვთო განგებულების, ჩვენდამი მზრუნველობისა და ჩვენი ხსნის შესახებ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/45.htm ისე პირველ შთაბეჭდილებას გეტყვი სად მოგდის ყველაზე დიდი შეცდომა ( მერე კი ამ შეცდომას ამართლებ და ციტატა ჰლართამ ურევ ერთმანეთში წინასწარცოდნას და წინასწარ განსაზღვრას... იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი