![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
leoni1 |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 19-October 06 წევრი № 290 ![]() |
![]() ![]() |
![]() ![]() |
დეკ. ანდრია |
![]()
პოსტი
#2
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
პლასტიკური ბარათები უფრო და უფრო იჭრება ჩვენს ცხოვრებაში. მართლაც ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ფული, საბუთი ან ჩვეულებრივი საშვი. მაგრამ მორწმუნეთა წრეში ეს მოვლენა შეშფოთებას იწვევს, და არცთუ უსაფუძვლოდ.
პლასტიკური ბარათების პრობლემურობა ძირითადად უკავშირდება მათში რიცხვის 666-ის არსებობას და ბარათის მფლობელის კონტროლირებადობას, ანუ თავისუფლების შეზღუდვას. პლასტიკური ბარათები შეიძლება ორ კატეგორიად დავყოთ: ბარათები მაგნიტური ზოლით და SMART-ბარათები. ბარ-კოდიანი ბარათები ფუნქციონალურად მაგნიტური ბარათების ანალოგს წარმოადგენენ და უკვე იშვიათად გამოიყენებიან. ხოლო უკონტაქტო ბარათები კი მიკროპროცესორულ (SMART) ბარათებს მიეკუთვნება. 666–ის პრობლემა აქტუალური იყო საბანკო მაგნიტურზოლიანი ბარათებისათვის. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დღეისათვის გავრცელებულ ბარათებში ეს რიცხვი მხოლოდ შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს (ისევე, როგორც 666-ე გვერდი წიგნში). აქტიურ (მიკროპროცესორიან ბარათებში) რაიმე რიცხვის არსებობაზე ლაპარაკი არც ყოფილა მათი ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე. თან მსგავსი ბარათების სტანდარტიზაცია ჯერ კიდევ ვერ არის სათანადო დონეზე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლების შეზღუდვა და გლობალური კონტროლი, რომელიც ამ ბარათებით ხორციელდება. ქრისტეანებს არაფერი გვაქვს დასამალი. მაგრამ ამავე დროს ვართ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული სისუსტეები გაგვაჩნია. ის, ვინც ფლობს ინფორმაციას ადამიანზე, ადვილად ზემოქმედებს მასზე. ჩვენთვის, როგორც გარკვეული სისუსტეების მქონე ადამიანებისათვის არ არის უმნიშვნელო, ვინ რა ინფორმაციას ფლობს და როგორ იყენებს მას. პლასტიკურმა ბარათების გამოყენებამ ფაქტობრივად გააუქმა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის მცნება. თითქოსდა დაცულობის საფარქვეშ ინფორმაცია თითოეულ ადამიანზე უფრო ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული ძალებისათვის. თვით ეს დაცვის ხარისხიც ძალიან პირობითია. მაგალითისათვის იხილეთ სტატია Уроки RFIDиотизма. პლასტიკური ბარათების გამოყენებას ქრისტეანებისათვის აქვს კიდევ ერთი ასპექტი: კომფორტისმოყვარეობის დამკვიდრება ადამიანის ცნობიერებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას მამა პაისი თავის სიტყვაში, როცა ბრძანებს: "თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ (ანტიქრისტეს მეფობის – დეკ. ა.) წლებს გადავიტანთ". კომფორტულ ცხოვრებას შეჩვეული ადამიანის აზროვნება, გრძნობა, თვით სარწმუნოებრივი შეხედულებებიც კი დამძიმებული არიან მიწიერებით. იგი მუდმივად ეძებს კომპრომისს მიწიერსა და ჭეშმარიტად სულიერს შორის, იგონებს ახალ სარწმუნოებრივ შეხედულებებს, შემოაქვს განმაახლებლობა ეკლესიაში. ასეთი ადამინი ადვილად მართვადი ხდება სოფლისმპყრობელისათვის. ამიტომ უნდა ვეცადოთ უბრალო ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, შემოვიფარგლოთ აუცილებლით. ანტიქრისტეს ნიშნის შეცნობა, მისი მიღებისაგან თავის დაღწევა ძალუძს მხოლოდ ასკეტური ცხოვრების მიმდევარ მართლმადიდებელს. გამოითქვა მოსაზრება, რომ მამა პაისის მიერ ნაწინასწამეტყველევი გადასვლა ბარათებიდან ჩიპებზე ჯერ შორსაა, თითქოს 50 წელიც კი გვაქვს. ვაი, რომ ასე არაა. ამაში დავრწმუნდებით, თუ შევალთ ვებგვერდებზე Applied Digital, VeriChip, RussGPS, Кошелёк-имплантат VeriPay. მსგავსი ინფორმაცია უხვად მოიპოვება ინტერნეტში. ადამიანების ჩიპირება კარგა ხანია დაიწყო, მართალია ჯერ მხოლოდ შეზღუდულ კატეგორიებზე და ნებაყოფლობით. სად მიდის ეს გზა ყველასთვის ცნობილია. პლასტიკური ბარათები კი თავისთავად ჯერ კიდევ ვერ წარმოადგენენ დიდ საშიშროებას, არამედ არიან მხოლოდ შუალედური რგოლი ჩიპების იმპლანტაციამდე. არ შეიძლება ვუყუროთ მათ, როგორც ანტიქრისტეს ბეჭედს, მაგრამ არც უდარდელი დამოკიდებულებაა სწორი. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი