IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საინტერესო საგაზეთო სტატიები, საეკლესიო და სხვადასხვა საინტერესო თემებზე
ალექსანდრე
პოსტი Oct 4 2006, 05:58 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მოკლედ უკვე რამოდენიმე წელია რაც დავინტერესდი და ვაგროვებ სხვადასხვა გაზეთსა თუ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებსა თუ ინტერვიუებს რელიგიურ და სხვადასხვა საინტერესო თემებზე, მინდა თქვენც ნელ ნელა შემოგთავაზოთ და გაგაცნოთ ჩემი მონაპოვარი smile.gif

ახლა რასაც შემოგთავაზებთ შეიძლება ბევრს ზღაპრადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ნება თქვენია გინდ დაიჯერეთ გინდა არა smile.gif მაშ ასე smile.gif

გაზეთი კვირის პალიტრა 22-28 მაისი, 2000 წელი

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ბევრს წერენ მათზე. სატანის თაყვანისმცემელთა ჯგუფები თურმე სექტის მაგვარ გაერთიანებას ქმნიან და მიმდევრები საქართველოშიც ჰყოლიათ. ჩვენი რესპოდენტი სწორედ მათ შესახებ მოგვითხრობს. თავად იგი ჩვეულებრივი ადამიანი იმიტომ არ არის, რომ ჰომოსექსუალისტია და ზეცოდვილი. პირადი უსაფრთხოების მიზნით, მან ინკოგნიტოდ დარჩენა ირჩია, - სატანისტები ერთმანეთს არ ინდობენ და თუ ჩემი საუბრის შესახებ გაიგებენ, სასტიკად გამისწორდებიანო. რაც მან გვიამბო, შემაძრწუნებელი და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
_ ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის, ყველა მათგანმა იცის, რომ მე ''ცისფერი'' ვარ. არავის არ განვსჯი, ამიტომ ჩემთან თავს ყველა თავისუფლად გრძნობს და თავის ამბებსაც დაუფარავად ჰყვებიან. სატანისტების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისაგან გავიგე.
ჩემს მეგობარს სოფელი აქვს გურიაში. ერთხელ მდინარის ნაპირზე მიმავალს უცნაური ხმა მოესმა და თავზე ადამიანის მსგავსმა არსებამ გადაუფრინა. გონს რომ მოეგო, მის წინ შავი კატა იჯდა და შესცქეროდა, თითქოს თვალებით ნუსხავდა. ფეხი მისკენ წადგა, კატა გაიქცა. ისიც დაედევნა, თითქოს რაღაც ძალა ეწეოდა კატისკენ. კატა ეკალბარდებში გაუჩინარდა. ჩემი მეგობარიც მიჰყვა და ის არსება იხილა, მდინარის პირას თავზე რომ გადაუფრინა - ქალი იყო, მანტიამოსხმული. რაღაცას ხარშავდა ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში. ირგვლივ ბურუსი და მყრალი სუნი იდგა.
- იქნებ ეს ყოველივე მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც შენ ჰყვები, დაუჯერებელია, შენ როგორ დაიჯერე?
- ბავშვობიდან მიზიდავდა იდუმალება და მისტიკა... ჩემი მეგობარი, როგორც ჩანს, ჰიპნოზის ქვეშ მოექცა. ქალმა ადუღებული სითხე დაალევინა. ჯერ ემწარა, მერე სასიამოვნო გემო დარჩა პირში. ქალმა უთხრა - ამიერიდან სატანის თანაზიარი ხარ. თავად განიშნებს, როდის მიხვიდე მასთან. გზას ეს კატა გასწავლისო.
შინ დაბრუნებული ჩემი მეგობარი სახტად დარჩა - 3 დღე და ღამე იყო, რაც მის გაუჩინარებას ვგლოვობდით. მას კი ეგონა, ეზოდან ეს-ესაა გავედიო. შემდეგ შეხვდა სექტის წევრებსა და მაგისტრს, რომელსაც უთქვამს, -14 წელი გელოდიო...
- ეს რას ნიშნავს? თუ ყოვლისშემძლენი არიან და ელოდნენ რატომ არ მოიძიეს?
-ამდენი არ ვიცი. ჩემთვის მათი ნაამბობი არასოდეს ყოფილა დაუჯერებელი და ასე არ ჩავძიებივარ. ის კი ვიცი, რომ სატანისტები საწესებულ დღეებში იკრიბებიან და სატანის სადიდებელ რიტუალებს ატარებენ. მაგისტრს სახელად გიორგი ჰქვია. სახეზე მუდამ ნიღაბი აქვს აფარებული. შეუძლია ნებისმიერ ცოცხალ არსებად იქცეს. ლოცვისა და თავბრუსდამხვევი ტრიალის დროს საშინელი გრგვინვით გადმოდის ცეცხლის სვეტი. მის ადგილას ჩნდება შავი კატა ან რომელიმე სხვა ცხოველი. თვით სექტანტებსაც კი, ამ დროს შიშით ძარღვებში სისხლი ეყინებათ. ჩემს მეგობარს რომ კატა მისცეს, ჩვეულებრივი არ არის. შვილებს გაჩენისთანავე ჭამს..
- შენ გინახავს ის კატა?
-კატა კი ვნახე, მაგრამ კნუტებს როგორ ჭამს, ეგ აღარ მინახავს
-რაიმე განმასხვავებელი ნიშანი თუ აქვთ სატანისტებს და როგორ ხდებიან ამ სექტის წევრები?
-სატანის ნიშნით აღბეჭდილნი თავად პოულობენ ერთმანეთს. ზოგს ჩვეულებრივი ადამიანის გარეგნობა აქვს, ზოგსაც ამაზრზენი, ბოროტი. ისე, ამ სექტაში ის ხალხი მიდის, რომელსაც სხვის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება უყვარს, ვინც ვიღაცის მართვით ერთობა. ერთი რამ მახსენდება, რაც ხალხმა უსათუოდ უნდა იცოდეს: უშვილო ცოლ ქმარი მყავს მეზობლად. ქალი დედაჩემთან იჯდა და უყვებოდა, რომ ვიღაც ექიმთან მკურნალობდა, მაგრამ შვილი მაინც არ უჩნდებოდა. ამ საუბარს მე და ჩემი სატანისტი მეგობარი უნებურად მეორე ოთახიდან ვუგდებდით ყურს. მეგობარმა ჩაიცინა და მითხრა, - კახეთში რომ მკურნალობს ქალი უშვილოებს, ჩვენიანია და სატანის დავალებას ასრულებს. მისი ჯადოთი დაორსულებული ყველა ქალი ანტიქრისტეს მიმდევარს შობს. ასწავლე შენს მეზობელს, მასთან წავიდეს. ''მკურნალ'' ქალს გეგმა აქვს შესასრულებელიო. რაღაც ციფრი დამისახელა, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ეს ყველაფერი 2000 წლამდე უნდა მომხდარიყო.
ვკითხე, ჩვეულებრივი ბავშვები გაჩნდებიან მეთქი? მიპასუხა: სატანას სრულყოფილი ადამიანი სჭირდება და ამიტომ ყველა მისი მიმდევარი ჯანმრთელი იბადებაო. თუმცა რამდენიმე ქალს მახინჯი და უუნარო ბავშვი გასჩენია, რადგან კახეთში მკურნალობით დაორსულებულები ეკლესიაში დადიოდნენ და ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდნენ თურმე. ალბათ ღვთის სასწაულმა დააუძლურა ეშმაკის სურვილით ჩასახულები. სწორედ ამან შემირყია სატანის ძლიერებისადმი რწმენა.
- ან შენ ან მათ ღმერთის არ გეშინიათ?
-მე მეშინია, მათ კი ღმერთის ხსენებაც არ უნდათ. ერთხელ ჩემთან ვიღაცას საფულე დარჩა. შინ არ ვიყავი და ვერ გავიგე, ვისი იყო. გადავწყვიტე, სატანისტებთან გამერკვია უცნობის ვინაობა. მათ შეუძლიათ სანთლის ალზე, კვამლზე დაინახონ, რაც სურთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საფულეში ხატი იდო. სანამ არ ამოვიღე, ჩემმა მეგობარმა ხელი არ ახლო. მერე დიდხანს ყნოსავდა საფულეს.
-ჩვეულებრივ სანთლებს ხმარობენ?
-არა, საეკლესიო სანთლებს ვერ ეკარებიან. უცნაური სუნის მქონე შავი ფერის სანთლებია, საზრვარგარეთიდან ჩამოაქვთ, მგონი ვიღაც გზავნის.
-სად იყრიან თავს?
ცენტრი თბილისში აქვთ. თუმცა ყველა ქალაქში ჰყავთ წევრები. თუკი ვინმე მივა და სთხოვს დახმარებას, დაეხმარებიან. ამ შემთხვევაში შეიძლება სხვა ვინმეს ავნონ, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ. გასამრჯელოსაც იღებენ, მაგრამ ჩემგან არ აუღიათ.
-როგორ, შენც სთხოვე დახმარება?
-(პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა) კი. კაცი, რომელიც მიყვარს, მათი მეშვეობით დავიმორჩილე, ჯადო გავუკეთეთ. მანამდე ვეზიზღებოდი, მამცირებდა. სატანისტებმა მითხრეს, - მისი თმა მოიტანე. თმა ტვინთან ახლოს არის და მისი ფსიქიკის შეცვლა არ გაგვიჭირდებაო (საერთოდ, ამგვარი საქმიანობისთვის მათ თმა, ფრჩხილები და სისხლი სჭირდებათ). ძლივს მოვახერხე საპარიკმახეროდან თმის მოპარვა. მალე ის თვითონ მოვიდა ჩემთან . ცოლს გასცილდა.
-ცოდვის შეგრძნება სულ არა გაქვს?
-კი. ამიტომაც ვწყევლი ჩემი არათუ გაჩენის, არამედ ჩასახვის დღესაც კი. ეკლესიაშიც დავდივარ.
-ეკლესიაში რადგან დადიხარ, ესეიგი გინდა მოგეტევოს ცოდვები, გინდა სიხარული იგრძნო?
-დახმარება მჭირდება. დღეს ყველა ცოდვილია. ბევრისთვის საკუთარი ცოდვის აღიარება ძნელია - ურჩევნია სხვა განიკითხოს. მე ... ალბათ ჭეშმარიტი მოძღვარი თუ მიხსნის ამ განსაცდელისაგან.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
.:Lela:.
პოსტი Feb 28 2008, 01:14 PM
პოსტი #2


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ფარისევლები თანამედროვე მართმადიდებელთა შორის

დეკანოზი მაქსიმე პერვოზვანსკი

-მამაო, როგორ ფიქრობთ, რატომ მოიკოჭლებენ ზნეობრივად ქრისტიანები, რომლებიც თითქოს ურჭმუნოთათვის მაგალითად უნდა იქცნენ, ცხოვრების წესით კი სახერებისეულ ადამიანს ბაძავდნენ? მაგალითად , ვეწვიოთ მართმადიდებელ ფორუმებს, აქ ბევრ უხეშობას, ფარისევლიბასა და სხვათაგან განდიდებას დავინახავთ, არადა ეს სწორედ ის ხალხია, ვინც საკუთარ თავს მართმადიდებელს უქოდებს; ასეთები ხომ მრავლად არიან ჩვენ შორის?
-საღვთისმეტყველო კამათთან დაკავშირებით მიტროპოლიტ ბენიამინ ფედჩენკოს ჩანაწერი მახსენდება. იგი ყვება, რომ ახალგაზრდობაში მართმადიდებლებსა და ძველმოწესწთწა კამათსესწრებოდა. ამ პაექრობით იგი შოკირებული იყო, რადგან მორწმუნეები უფლის სიტყვებს ჯოხებივით ურტყამდნენ ერთმანეთს. მისიონერული მოღვაწეობის დროს უნდა გახსოვდეს, რომ ხალხთან ურთირთობისას მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება; უნდა აღასრულო ის წესები , რასაც წმინდა ნიკოლოზ იაპონელი იცავდა:"თავდაპირველად შეიყვარე ის, ვის მოქცევასაც აპირებ, შემდეგ გამოიწვიე მასში შენდამი სიყვარული და მხოლოდ ამის მერე ისაუბრე უფალსა და ქრისტეზე!" შეყვარება რომ უკიდურესად რთულია. ჩვენ სიყვარულს არ გვასწავლიან და არც კეთილმოწყობილ ოჯახში ბავშობის წლების გატარება ნიშნავს, რომ ვისწავლეთ სიყვარული" ჩემთვის" არაა, არამედ როცა"მე ვარ ვიღაცისთვის".ეს გრძნობა მაშინ კი არ სუფევს, როცა შეყვარებული ჩემთვის არსებობს, არამედ მაშინ, როცა მე ვარ მისტვის. სიყვარული მარადიულად გაცემაა. ბავშობიდანვე , აკვნიდანვე ჩვენივე თავისთვის ვსწავლობთ სიყვარულს, შემდეგ ჩემთვის ვხსნი რწმენის სამყაროს, მღვდელმსახურიც კი სემიძლია გავხდე, ბერად აღვიკვეცო, მაგრამ ეს სულაც არ ნისნავს, რომ სიყვარული ვისწავლე. აი , სწორედ ამაზე ვსაუბრობ ახლა. თუმცა არც ეს საუბარი ნიშნავს იმას , რომ დავეუფლე სიყვარულს. მე მხოლოდ ამ ყოველივეს გაგება ვისწავლე, მაგრამ იგი ჯერ კიდევ სრულად, რეალურად არ ეხება კონკრეტულ ცხოვრებას. სიყვარული მაშინ იწყება , როცა ადამიანს აღიქვამ, იღებ ისეთს, როგორიც იგი სინამდვილეშია, ცდილობ მის გაგებას და ტუ მსგავსი ურთირთობა , რაც თავისთავად ძლიან რთულია, მაშინ მართლა რაღაც გრძნობა წარმოიშვება.
-რატომ არიას , ზოგჯერ ურწმუნო გაცილებით მაღალზნეობრივია, ვიდრე მორწმუნე?
-ეკლესიაში მოსული მხოლოდ გზის დასაწყისში დგას. ადამიანი , რომელიც მოინათლა ტაძარში სიარული დაიწყო, სიწმინდის სიმაღლეს მიღწეულად არ შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი რამ არ არსებობს. რატომ არის ნათქვამი,-"არ განიკითხოთ, რათა არ განკითხონ თქვენ"? ჩვენ ხომ ბუნებით, უფლისგან, ჩვენი რწმენისდა მიუხედავად , ყველანი ძალიან განსხვავებულები ვარტ: ერთი კეთილია, მეორე- ბოროტი და გამაღიზიანებელი; ერთი -წყნარია, მეორე- მრისხანე, მესამე- ალერსიანი. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თვითეული ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი, როცა ამთ ჩადენილ საქციელს გარედან ვუყურებთ. მაგალითად, ჯალატმა მკვლელი მანიაკი რომ არ მოკლას და უბრალოდ დაასახიჩროს, ეს მისთვის უზარმაზარი ზნეობრივი ღვაწლია, ხოლო კარგი და და პატიოსანი ადამიანისთვის საკუტარ ცოლზე ხმის ამაღლება- ცოდვაა. და აი, ჩვენ ვხედავტ, ერთმა დაასახიჩრა, მეორემ კი მხოლოდ უყვირა. ერთი მათგანი მიდის უფალთან , რადგან არ მოკლა, მეორე კი - ჯოჯოხეთში ხვდება თავისი ყვირილის გამო, რადგან თიტეულის სულიერი მდგომარეობა მეტისმეტად განსხვავებულია.
ეკლესია გადარჩენილთა კი არა, გადასარჩენთა ერთობაა.
-რა არის თანამედროვე ქრისტიანებსი ფარისევლობის მიზეზი?
-უპირველესად გავარკვიოთ ვინ არის ფარისეველი? ძველი იუდეური სამყარო მარავალგვარი სექტისგან შედგებოდა. ამასტან , არა ისეთი სექტებისგან, როგორიც ახლაა, რომელტა სწავლებაც სცილდება და ეწინააღმდეგება ეკლესიისას. ძველ იუდეაში ხალხი განსხვავებულ შეხედულებებს აღიარებდა, თუმცა ისევ იუდაიზმის ფარგლებში. მათ მშვიდათ შეეძლოთ თანაარსებობა. ებრაელი ფარისევლები , რომლებიც დღესაც არსებობენ, ის ხალხია, რომლებიც ყველაზე უკეთ ხედავდნენ, რა ცუდათ იცავდა ერი მოსეს კანონებს და მიზნად დაისახეს ამ კანონების უკანასკნელ წვრილმანებამდე აღსრულება.მაგარამ როგორც ქრისტე ამბობდა, ყველა ამ წვრილმანის აღსრულებისას, მათ დაივიწყეს მთავარი. ეს საშიშროება კი ყოველტვის არსებობს: წვრილმანის აღსრულებისას მტავარი დავივიწყოთ ხოლმე.
სიტყვა ფარისეველი საზოგადო სახელად იქცა, როგორც მნიშვნელობა, მახასიატებელი ადამიანისა, რომელიც ზრუნავს უმცირესზე, მეორეხარისხოვანზე, რომელიმე წესის ზედმიწევნიტ აღსრულებაზე და ამ დროს ივიწყებს უმტავრეს. ცვენი ფარისევლობა იწყება მაშინ როცა ვიწყებთ განკითხვას:"ასე ნულოცულობ, ასე არ უნდა იმარხულო!" საერთოდ კი , ფარისევლური ლოგიკა ძალიან მარტივია, ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია თვითგამართლებისა და თვითგანდიდებისაკენ. ადამიანს უნდა, რომ სათნო და კარგი იყოს, მაგრამ რა არის ეს კარგი? ვისთან შედარებით იწყება ათვლა? თუ მე ეკლესიაში ვარ, ე.ი. მე კი არ მყოფნის ვიყო უბრალიოდ კარგი, არამედ მინდა ვიყო წმინდანი. მართალია უფალმა თქვა:" იყავით სრულნი, ვითარცა მამა თქუენი ზეცათაი სრულ არს ". მაგრამ ვის უნდა შეადარო თავი?ნამდვილად წმინდანთან თავის შედარება მეტად უმართებულოა. აღმოჩნდება რომ ბევრი მიკლია. ამიტომ ვადარებ თავს იმას , ვინც მე ცუდი მგონია."რა კარგი ვარ სხვებთან შედარებით!".
-რატომ კითხავდა ქრისტე ყველაზე მეტად ფარისევლებს, მის გარშემო ხომ გაცილებით მეტი ცოდვილი იყო?
-იმიტომ, რომ ფარისევლობა ყველაზე საშიშია. პირველი ნეტარებაა:" ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა , რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა". ეკლესიაში მოსულმა უკვე ისწავლა აღსარება, ზიარება; იცი, პირჯვრისწერა, თავის მოდრეკის დრო; იცი, როგორ შეხვიდე ტაძარში , როგორ მოისმინო მსახურება. შენ უკვე ყველაფერი აითვისე, თვითკმაყოფილი ხარ, უკვე ცხონდი. ასეთი მდგომარეობა სულისთვის ძალიან საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეკლესიაში ხარ- მაინ არ მიგიღწევია სულიერი გლახაკობის მდგომარეობისატვის. შენ თვლი , რომ როგორც საშუალო კლასის წარმომადგენელს, უკვე ყველაფეროი გაქვს. სწორედ ასეთი ცნობიერებაა ეკლესიური საშუალო კლასი , მაგრამ არა ამ სიტყვების მატერიალური თვალსაზრისით, არამედ სულიერით. შენ გარკვეული სულიერი სიმდიდრე დააგროვე, ყველა ფორმა აითვისე, მაგრამ სიყვარული მაინც არ გისწავლია, მორცილება არ შეგიძლია.
ყველაზე უკეთ ფარისევლობის ლიგიკა ერთმა მთავარეპისკოპოსმა დამანახა, რომელმაც პატარა არაკი მიამბო: მგელი გაქრისტიანდა, დადიოდა და ამბობდა :" მომიტევეთ, დამლოცეთ!". უეცრად კურდღელმა ჩაუარა, მგელი მიესალმა:" გამარჯობა, კურდღელო!", კურდღელმა უპასუხა:"გაგიმარჯოს, მგელო!"." მაპატიე რა, კურდღელო, დამნასავე ვარ!"-უთხრა მგელმა."ღმერთმა შეგინდოს, მგელო!"-მიუგო კურდღელმა. მგელმა გზა განაგრძო. ხვდება ბატი, მგელი მასაც ეუბნება:"მაპატიე რა ბატონო, მე შეიძლება არ ვიყავი მართალი , შენს ნათესავებს ვაბრაზებდი და კიდევ რაღაც მექნება დანაშაული." ბატმა დაისისინა:"სსს". მგელმა მიუგი:" ბატო , შენ ნუ გამირისხდები, მე ხომ მაინც მგელი ვიყავი, ეხლა კი სხვა გავხდი,- გავქრისტიანდი."ბატმა ისევ დაისისისნა:"სსს". მაშინ მგელმა ბატი გადასანსლა. ამის მხილველებმა გაოგნებულებმა ჰკითხეს მგელს:" არას აკეთებ, მგელო, შენ ხომ გაქრისტიანდი?!" მგელმა კი მიუგო:" რა, განა ის წმინდანს არ უსისინებდა?"ესაუბრა
ნატალია სმირნოვა
თარგმნა თამარ ასათიანმა


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   საინტერესო საგაზეთო სტატიები   Oct 4 2006, 05:58 AM
ალექსანდრე   მრავალ მორწმუნეს ს...   Oct 4 2006, 02:51 PM
seminarieli lela   [b]ფარისევლები თანა...   Feb 28 2008, 01:14 PM
მხევალი ნინო   seminarieli lela შენი სტატია...   Feb 28 2008, 01:18 PM
seminarieli lela   seminarieli lela შენი სტატია ...   Feb 28 2008, 03:29 PM
xornabujeli   :) როგორია ადამიანი ...   Jun 21 2008, 04:06 PM
Genesis   :) როგორია ადამიანი...   Sep 13 2008, 05:46 PM
demetre89   ყოველივე ეს მართლა...   Sep 4 2008, 12:24 AM
nino_ni   კაი სტატიებია....გაგ...   Sep 13 2008, 05:41 PM
KAIROS   მდას... ასე არ შეიძლ...   Mar 9 2010, 09:50 AM
KAIROS   ზემოთ მოყვანილის გ...   Mar 9 2010, 10:01 AM
კანუდოსელი   კურაევი აშკარად ან...   Mar 9 2010, 10:14 AM
KAIROS   ეგ ცნობილი ხერხია ...   Mar 20 2010, 10:02 AM
knata   მგონი ამ განყოფილე...   Nov 15 2010, 09:54 PM
მარიამი   მგონი ამ განყოფილ...   Nov 16 2010, 11:02 AM
აკაკი   სახარების ორიგინა...   Feb 18 2011, 01:33 PM
seminarieli89   .:Lela:. კარგი სტატია იყ...   Sep 12 2012, 01:47 AM
ნოე   http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...-ckho...   Oct 9 2012, 10:54 PM
A.V.M   საპროტესტო აქცია ტ...   Jul 5 2013, 01:31 PM
G_saxva   საპროტესტო აქცია ...   Jul 5 2013, 02:55 PM
qetevano   მამა ნიკოლოზის გამ...   Jul 5 2013, 03:20 PM
G_saxva   პ.ს. ეს ყველაფერი ი...   Jul 5 2013, 03:36 PM
qetevano   G_saxva შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:41 PM
G_saxva   G_saxva შენ წარმოიდგინ...   Jul 5 2013, 03:46 PM
qetevano   G_saxva დანარჩენი არ იც...   Jul 5 2013, 03:52 PM
G_saxva   G_saxva დანარჩენი არ ი...   Jul 5 2013, 03:58 PM
qetevano   G_saxva ამაზე საერთოდ ა...   Jul 5 2013, 04:06 PM
G_saxva   G_saxva ამაზე საერთოდ ...   Jul 5 2013, 04:10 PM
qetevano   G_saxva დიადი მბრძანებ...   Jul 5 2013, 04:13 PM
G_saxva   [b]G_saxva დიადი მბრძანე...   Jul 5 2013, 04:15 PM
A.V.M   მგონი აზრზზე არ ვა...   Jul 6 2013, 01:14 PM
A.V.M   19:01 / 05-11-2013 ტაილანდში ტ...   Nov 5 2013, 10:22 PM
Atm@n   "უცხო პლანეტებიც ...   Nov 9 2013, 02:13 PM
A.V.M   ეჰ...   Nov 9 2013, 03:55 PM
G_saxva   ინტერნეტჰიტი: ჩინე...   Nov 25 2013, 12:25 PM
qetevano   მე არ მომეწონა ეგ ე...   Nov 25 2013, 01:49 PM
G_saxva   qetevano ბაყაყებზე და ძა...   Nov 25 2013, 02:03 PM
qetevano   G_saxva სულ ცუდზეა ხაზი ...   Nov 25 2013, 02:05 PM
G_saxva   qetevano ღმერთმა დაგვიფ...   Nov 25 2013, 02:07 PM
qetevano   G_saxva ის არ მიყვარს კი...   Nov 25 2013, 02:15 PM
G_saxva   G_saxva ის არ მიყვარს კ...   Nov 25 2013, 02:21 PM
qetevano   G_saxva მერე მანდ ისეა გ...   Nov 25 2013, 02:25 PM
G_saxva   qetevano ვაი რომ არა მარ...   Nov 25 2013, 03:37 PM
G_saxva   ულტურული პრობლემა...   Nov 27 2013, 04:00 PM
qetevano   ნამდვილად არის ეს ...   Nov 27 2013, 04:31 PM
G_saxva   qetevano :D კოშმარი კარგი ...   Nov 27 2013, 04:36 PM
qetevano   აი ეს მართლა კოშმა...   Nov 27 2013, 05:01 PM
G_saxva   qetevano სათაურის მერე დ...   Nov 27 2013, 05:19 PM
One truth   მოკლედ უკვე რამოდ...   Dec 17 2013, 07:22 AM
marine   ქვის კვალი მანქანი...   Jun 14 2020, 07:43 PM
marine   კარგი თუ ცუდი? ვინ ი...   Aug 3 2020, 08:00 PM
marine   პლასიდო დომინგოს დ...   Aug 31 2020, 10:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 09:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი