წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Feb 28 2008, 01:20 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ვაგრძელებ მითრას კულტთან დაკავშირებით...
საფ. ჭგვინთთან არის სოფ. ჯიხაშკარი. აქ დღესაც დაცულია სამლოცველო. ადგილი მისარონ-კარი. მას უჭირავას საკმაოდ მოზრდილი და გაშლილი ფართობი., რომელიც დაფარული ცაცხვის და მუხის ხეებით. შუა მოედანზე დგას ხის პატარა სამლოცველო და მას ჯეგე-მისარონს უწოდებენ. ნააღდგომევს ახალკვირის სამშაბათს მისარონ-კარში იმართებოდა ხატობა, სადაც სალოცავად მოდიოდნენ: ზარანდიები, შენგელიები და ჩარგაზიები., რომელთა საგვარეულო ხატად "ჯინჯი ხატად" იგი ითვლებოდა. ხატობა დღეს რიგის მიხედვით ამ საგვარეულოდან ერთ-ერთი ოჯახის უფროსი მისარონ კარზე მიიყვანდა კერატს, დაილოცებოდა გვარის კეთილდღეობაზე., შემდეგ ღორს იქვე დაკლავდა და ხორცს მლოცველებს გაუნაწილებდა. ღორის ტავს კი გადაულოცავდა იმ მეკომურის უფროსს, რომელსაც რიგით მეორე წელიადს ჯეგე-მისარონისათვის კერატი უნდა დაეკლა... ჯეგე-მისარონის სამლოცველო იყო აგრეთვე სოფ. გეჯეთში. თებერვალში მირსობა დღეს სალოცავად მოდიოდნენ გეგენავები და ალასანიები და შესთხოვდნენ: თვალის სისაღეს, ყურის, თავის და წელის ტკივილისაგან განკურნებას. ხატს სწირავდნენ: მძივებს, ფულს, ნემსებს, ფერად ძაფებს და სხვა... მირსობას სვანებიც იხდიან, რომლების თავიანთ "მეისარიბს" დიდი ზეიმით ეგებებიან. მეისარობა სვანეთში თითქმის ორ კვირას გრძელდებოდა და ყველიერის ორშაბათს თავდებოდა. მეისარობის პარასკევს ოჯახის უფროსი ამ დღისათვის საგანგებოდ გასუქებულ ღორს ან ხარს ჰკლავს, სულ ერთია რომელი იქნება, რომლის ხორცის ჭამა დალოცვაზე აკრძალულია. შემდეგ ოჯახის თითოეული წევრისათვის თვალის კაკლის ზომის და ფორმის თვალის კვერებს აცხობენ. მეორე დრეს, შაბატს ოჯახის უფროსი სამეისარიობო ღორსა და კვერებს თაბახზე დაალაგებს და შემდეგ ლოცვას წარმოთქვემას.: ხატო მეისარისაო, შენ სეგვეწიე და მოგვეხმარე, თვალების ჭირი მოგვაშორე, კაცების მშვიდობით გაგვახარე, საქონელი გაგვიმრავლე... მეისარიობის დასასრულს, კვირა საღამოს ოჯახები ერთად შეიკრიბებიან, მიაქვთ თავიანთი სურსათი და, გაშლიან საერთო სუფრას და დაროს მხიარულად ატარებენ გათენებამდის. რაც მეისარიობის ტაბლაზე დარჩება, ყველაფერს გაინაწილებენ და სახლებში წაიღებენ. მეისარიობის მომდევნო შაბათს ზემო სვანეთში ასრულებენ "ლიღუ-მესარის"-ის რიტუალს: აცხობენ კვერებს და "დარეცხან დედეშ"-ს (ცისას) ევედრებიან შინაური პირუტყვის მფარველობას. ამ სალოცავს გურიაშიც სცემენ თაყვანს და მას "მოისარიობას" უწოდებენ. უფროსი ცომს მოზელს, შემდეგ მას ორ პატარა გუმდას მოსწყვეტს და ოჯახის წევრებს სათითაოდ გამოიძახებს. თითოეულ მათგანს ამ ცომის გუნდებს ორვიე თვალის გარშემო შემოუტრიალებს და თან მოისარს შესთხოვს მათი თვალის საღობას. შენალოც გუნდებს სუფთა წყალში ცაყრის., ცომის გუნდებიან წყალს კი მდინარეში ჩაღვრის. კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მითრას მიმდევართა შორის ღვთაების სიმბოლოდ იყო აღიარებული. ამის შესახებ "ვედაში" ნათქვემია, რომ მითრა მზე თვალი ღვთაებისა, კვერცხისაგან შობილი დიდად ეხმარება "სევითრებს" (კეთილ სულებს) ბოროტების დათრგუნვაში. მირსობის რიტუალში ფრიად საყურადღებო მოვლენას ღორის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენს.. წარმართულ საქართველოში ღორი წმ. მუხასთან დაკავშირებულ ტოტემათ ითველობოდა და ის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მითრაც ხომ მზისა და სინათლის ღვთაება იყო, რომლის წმინდა ცხოველთა შორის ღორის ტოტემსაც საპატიო ადგილი ეჭირა. ამსთან აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოში მირსობას თებერვალში იხდიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ქვეყნებში იყო მიღებული. ძველ ქართულ წარმართულ კალენდარში თებერვალს ეწოდება მიჰრაკნისა, ანუ "მიჰრაკანი", ე. ი. მიჰრას, ანუ მირსას თვე. საგულისხმოა ისიც, რომ თვით ქართველი მეფეებიც მითრას სახელს ატარებდნენ. მაგ. მიჰრდატი ფარსმან მეფის შვილი; მიჰრანი ანუ მირიანი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე; მიჰრანი ქართლის პიტიახში. მითრა, როგორც მეომართა ღვთაება და მზლეობის სიმბოლო, მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ქართველი მხედრობისათვის. ამას მოწმობს ქართული ხალხური ეპოსი, რომელშიც წითელი ზოლივით გატარებულია კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის დაუსრულებელი ბრძოლები, დევ-გმირთა სახით. ამგვარე ეპიური ხასიათის ნიმუშს წარმოადგენს ქართული უძველესი სარწ,უნოებრივი თქმულება ამირანზე. პროფ. ივ. ჯავახიშვილმა ამირანის სახელწოდების შესახებ სამართლიანად ღანიშნა, რომ "სომხურ ხალხურ თქმულებაში, რომელიც ქართული ამირანის შესატყვისია, გმირს ჰმერი ჰქვია. ამიტომ შესაძლებელია ქართულ თქმულებაში თავდაპირველად გმირის სახელს ბგერა "ჰაე"-ეც ჰქონდა და იქნებ "ამიჰრანად" გამოითქმოდა, რაც თავის მხრივ "მიჰრას", "ამტრანს", მითრას უდრისო"... ერთი სიტყვით აქ მოყვანილი რიტულური წესები და ისტორიული ფაქტები, მოწმობენ, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა ღცთაება მირსას და მითრას კულტი, რომელსაც ხალხი თაყვანს სცემდა... ჩვენთვის საინტერესოა თუ რა ცვალებადობა განიცადა მირსამ ქრისტიანობის პერიოდში და რომელ წმინდანში ჰპოვა მან თავისი ღვათაებრიობის ნაწილობრივი განსახიერება. ამ მხრივ ჩვენ არ დაგვჭირდება სხადასხვა მოსაზრებების წამოყენება. ამაზე გარკვევით მიგვითითებს ხალხში კარგად დაცული სახელწოდება ჯეგე ან ჯგერაგ -მისარონი, რაც ნიშნავ წმინდანს, იმავე დროს გიროგისა და მირსას (მითრას). ჯეგე, ჯგეგე, ჯგეჰე, გეგე-ნიშნავს წმ. გიორგის.სცვანურად "ჯგერაგ"-იც წმ. გიორგია. ხალხის შემეცნებაში ჯეგე-მისარონის სახით წარმოდგენილია წ. გიორგი.-მირსა. ნ.მარის აზრით მეგრული ჯგეგე, ჯეგე და სვანური ჯგერაგ თავდაპირველად ნიშნავდა მუხას, მუხის ტყეს, რომელსაც ჩვენში თაყვანს სცემდნენ წარმართობის დროს. შემდეგ მუხის რწმენა წმ. გიორგის დაუკავშირდა.საყურადღებოა, რომ ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგის ხშირად ლოცვებში "მუხის ანგელოზად" მოიხსენიებენ. ხეთა მსახურება წარმართულ საქართველოში გავრცელებული იყო და განსაკუთრებიტ თაყვანს სცემდნენ მუხას, რომელიც ითვლებოდა მზის ღვთაების სადგომად და მორწმუნეთ თვალში იგი წარმოადგენდა ერთგვარ ფეტიშს. მუხის ნაყოფით-რკოთი იკვებებოდნენ ღორები და ეს ცხოველიც მუხის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მოხდა ჯერ მუხისა და მისარონის კულტის შერწყმა. შემდეგ ჯეგე-მისარონი გაქრისტიანებულ საქართველოში იღებს წმ. გიორჰის სახეს. მირსას კულტში მოცემულია ქართული რელიგიური შემეცნების სამი პერიოდ: ხეთმსახურება, მაზდეანობა და ქრისტიანობა. (აქ არ მთავრდება) -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Feb 28 2008, 02:45 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიტრას კულტის ჩვენში არსებობას მოწმობს დას. საქართველოში დაცული ერთი ფრიად საყურადღებო სალოცავი, რომელსაც მეგრელები "მისრობას", ან "მირსობას" უწოდებენ, სვანები-"მეისარბ"-ს და გურულები "მოისარობას". მირსობას მეგრელები დიდი მარხვის დაწყებამდე იხდიან. საგანგებოდ ასუქბენ ღორს ("ომირსე"). მირსობა დღეს, ხუთშაბათს (მეგრ.ცაშხა), ოჯახის უფროსი ამ ღორს კერის გარშემო რამდენჯერმე შემოატარებს შემდეგი ლოცვით: დღეს მირსობის მობრძანებავ! მე და ჩემს ცოლსა და შვილს ბედი მიეცი, ბედნიერად ამყოფე, ყოველი ალიანი და ჩალიანი (სიავე) გაუქარვე, ყოველივე ავი ზნისაგან, წყლისაგან შენ დაიცავი, შენ სახელდალოცვილო. ლოცვის დასასრულს ღორს დაკლავენ. მაგრამ მირსობის ეს რიტუალი უფრო კარგად და სრულად დაცულია მთიან სამეგრელოში, ჩხოროწყუს სამ სოფელში: გოდოგანში, გარახაში და ჯუმითში. მირსობა დღეს ამ სამ სოფელში იმართებოდა ხატობა, რომელსაც "ჯეგე" ან "ჯგეგე-მისარონი" ეწოდება. ციტატა მირსობის რიტუალში ფრიად საყურადღებო მოვლენას ღორის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენს.. წარმართულ საქართველოში ღორი წმ. მუხასთან დაკავშირებულ ტოტემათ ითველობოდა და ის ღვთაებისადმი იყო შეწირული. მითრაც ხომ მზისა და სინათლის ღვთაება იყო, რომლის წმინდა ცხოველთა შორის ღორის ტოტემსაც საპატიო ადგილი ეჭირა. ამსთან აღსანიშნავია, რომ დას. საქართველოში მირსობას თებერვალში იხდიან, როგორც ეს აღმოსავლეთ ქვეყნებში იყო მიღებული. ძველ ქართულ წარმართულ კალენდარში თებერვალს ეწოდება მიჰრაკნისა, ანუ "მიჰრაკანი", ე. ი. მიჰრას, ანუ მირსას თვე. საგულისხმოა ისიც, რომ თვით ქართველი მეფეებიც მითრას სახელს ატარებდნენ. მაგ. მიჰრდატი ფარსმან მეფის შვილი; მიჰრანი ანუ მირიანი, ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე; მიჰრანი ქართლის პიტიახში. ძალიან-ძალიან საინტერესოა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი