ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
კანონისტი |
Oct 31 2006, 03:59 PM
პოსტი
#21
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა: 1- მე-9 ჟამი 2- მწუხრის ჟამი 3- სერობის ჟამი 4- ცისკრის ჟამი 5- 1-ლი ჟამი 6- შუაღამის ჟამი 7- მე-3 ჟამი 8- მე-6 ჟამი 9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია) შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Nov 28 2006, 05:03 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Sotiris
ციტატა მარტო სადაგ დღეებში არ უნდა იკითხებოდეს, ზუსტი განწესით, როცა დიდი მწუხრის მსახურება უწევს, IX ჟამნს მაშინვე მოებმის მცირე მწუხრი. თავად დიდი მწუხრი იწყება ადგილობრივი დროით 23:00 საათზე. აღნიშნულს მოყვება შუაღამიანი. ცისკარი კი უნდა დაიწყოს გამთენიისას საგულისხმოა, რომ ცისკრის ლოცვის ბოლო ნაწილის ასამაღლებელი, "დიდება შენდა რომელმან მოგვფინე ნათელი" დღეს არსებული პრაქტიკით მზის ჩასვლის მერე გამოდის, მაშინ როდესაც აღნიშნული წარმოადგენს მზის კიდევ ერთხელ ამოსვლის ასამაღლებელს სამწუხაროდ, დიდი ხანია ასე აღარ აღესრულება მსახურებები -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Dec 13 2006, 08:54 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში.
ვგონებ შეიძლება აღდგენა ამ პრაქტიკის. სოტირის: სამწუხაროდ ისეთი შეცდომებია ხოლმე (ხანდახან აბსურდამდე მისულიც) რომ თმები ყალყზე გიდგება. -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Sotiris |
Dec 14 2006, 08:39 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ისე საინტერესოა, თუ შეიძლება ე.წ. იერუსალიმური (სინაის კოდექსი) წესის დანერგვა რომელიმე ქართულ მონასტერში, მაგალითად სამების ტაძრის მონასტერში. ეგ ჟამნი ძალიან საინტერესოა, რადგან მიმდინარეობდა 24 საათიანი მსახურება, ბერთა მონაცვლეობით, თითო ჟამნი მოიცავდა 15-20 წუთიან ლოცვებს (ზოგან უფრო ნაკლებს). ძალიან საინტერესო ტრადიცია იყო და ეს უძველესი კოდექსი შემორჩენილია ქართულ ხელნაწერებში. მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით). კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
Dec 14 2006, 08:48 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
მნათეს გაეცინება ახლა, მაგრამ მე საპირისპირო აზრი გამაჩნია უპირველეს ყოვლისა არანაირ დანერგვას აზრი არა აქვს, რადგან სინ. 34-ში შემორჩენილი "ქართული" ჟამნი შეიცავს მარტო დღის მე-11 ჟამს (ეს მწუხრია) და ღამის ყველა ჟამს, დანარჩენი აკლია. იმავე ხელნაწერში დაცული "საბაწმიდური" ჟამნიდან შემორჩა მხოლოდ ხუთი ჟამი. ამათ გარდა არსებობს კიდევ ახალი სინური კოლექციის ხელნაწერი, ნომერ 23, მაგრამ მასში მხოლოდ ღამის ჟამები შემორჩენილი (ლაკუნებით). კითხვა: რაში გვჭირდება ამ ჟამნის დანერგვა საერთოდ? რა, თანამედროვე ჟამნი არ ვარგა რამეთი თუ მონაზვნები პირად კანონს ვერ აღასრულებენ როგორც საჭიროა? ეს "არქეოლოგიური აღმოჩენების" დანერგვის სიყვარული არ მესმის. და თან როგორ უნდა დავნერგოთ და ჩავსვათ თანამედროვე მსახურებაში? მწუხრი მაგ ჟამნშიცაა და რა, ჩვენი თანამედროვე მწუხრი გადავაკეთოთ მაგის გამო? თან მივდგეთ და უფრო გვიანდელი ჰიმნოგრაფიაც გამოვცვალოთ და იადგარის მასალა ჩავსვათ? არ მესმის რატომ უნდა გავაკეთოთ ეს. ჟამების ნაწილს (დღის მეთერთმეტე ჟამს = მწუხრს, ღამის პირველ ჟამს = სერობას და ა.შ.) აქვთ მითითება "საერო", ე.ი. ისინი საზოგადო მსახურებისთვის იყვნენ გათვლილი, დანარჩენი ჟამები კი ალბათ მონაზონთა ლოცვისთვის იყო. ჰოდა ამას ახლა პირადი კანონის შესრულებითაც შეძლებენ მოუარონ. სოტირის მაგაზე არაა, უბრალოდ ძალიან ლამაზი წესია თავისთავად და ლიტურგიკული თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო და როგორც იგივე რობ ტაFტი ამბობს, გარკვეულწილად სიმბოლიზირება ხდება მუდმივი, განუწყვეტელი ლოცვისა. რომ აკლია ნაწილები (ახლაზუსტად არ მახსოვს მერე ჩავიხედავ) ეგეც არაა პრობლემა, რადგან მის ბაზაზე შეიძლება შეიქმნას მთელი 24 საათიანი ვარიანტი. ჰო ისე რა იყო, ვენებს კი არ ვიჭრი იყოს როგორც არის -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი