თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Feb 28 2008, 02:53 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თამარის იამბიკოები-წარმოადგენს ტიპირურ ძაგლს მე-11-13 საუკუნეების ქართული ფილოსოფიური პოეზიისა.
თამარის იამბიკოებს ძველ-ქართული ფილოსოფიური პოეზიის მემკვიდრეობაში უნდა მიეკუთვნოს პირველი ადგილი, იმ,დენად დიდის ლიტერატურულის ღირსებით არიან ისინი აღბეჭდულნი. თამარის იამბიკოებში იგრძნობა ნმდვილი ბრწყინვალება ძველი ქართული ენისა; თამარის ჩვენს დრომდე მოღწეული იამბიკოები სამ წყებად იყოფა: 1. იამბიკონთა ჯგუფი "მზის შარავანდედნი". 2. მიძღვნა დედისა და ძისადმი. 3. იამბიკონი სავერდებელი-ქართველთა შამქორის გამარჯვებისათვის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოდას, მაგრამ იგი დაწერილია ფილოსოფიური პოეზიის ფორმით და სტილით. [u]"მზის შარავანდედნი" ეს ციკლი შეიცავს ოთხ იამბიკონს, რომელთაგან თვითოეული დაწერილია იამბიკური სტროფით. ("იამბიკური ხუთეულით" ე.ი. ხუთტაეპიანი წყობით). სამ იამბიკოში თამარი განადიდებს ქრისტეს მოვაწეებს: წმ. მარიამ მეგვიპტელს, წმ. გიორგი კაბადუკიელს, წმ. თეოდორე ტირონს, ხოლო მეოთხე იამბოკი, ზედწერილით "თამარისი" წარმოადგენს, ამ ციკლის ეპილოგს.ეს იმაბიკო მესიანისტური სულისკვეთებით არის გამსჭვალული, იგი იძლევა საქართველოს სახელმწიფოებრივინ უფლების მეისანისტურ გამართლებასა და თვით-დადგინებას. ეს ოთხი განსხვავებული პოეტურ სახითა შემცველი იამბიკონები შინაგანად სენივთებულნი არიან ერთი ძირითადი პოეტური მაგისტრალით-მზის სიმბოლიკით. -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marine |
Feb 28 2008, 04:40 PM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
თამარის იამბიკოები-წარმოადგენს ტიპირურ ძაგლს მე-11-13 საუკუნეების ქართული ფილოსოფიური პოეზიისა. თამარის იამბიკოებს ძველ-ქართული ფილოსოფიური პოეზიის მემკვიდრეობაში უნდა მიეკუთვნოს პირველი ადგილი, იმ,დენად დიდის ლიტერატურულის ღირსებით არიან ისინი აღბეჭდულნი. თამარის იამბიკოებში იგრძნობა ნმდვილი ბრწყინვალება ძველი ქართული ენისა; თამარის ჩვენს დრომდე მოღწეული იამბიკოები სამ წყებად იყოფა: 1. იამბიკონთა ჯგუფი "მზის შარავანდედნი". 2. მიძღვნა დედისა და ძისადმი. 3. იამბიკონი სავერდებელი-ქართველთა შამქორის გამარჯვებისათვის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ოდას, მაგრამ იგი დაწერილია ფილოსოფიური პოეზიის ფორმით და სტილით. [u]"მზის შარავანდედნი" ეს ციკლი შეიცავს ოთხ იამბიკონს, რომელთაგან თვითოეული დაწერილია იამბიკური სტროფით. ("იამბიკური ხუთეულით" ე.ი. ხუთტაეპიანი წყობით). სამ იამბიკოში თამარი განადიდებს ქრისტეს მოვაწეებს: წმ. მარიამ მეგვიპტელს, წმ. გიორგი კაბადუკიელს, წმ. თეოდორე ტირონს, ხოლო მეოთხე იამბოკი, ზედწერილით "თამარისი" წარმოადგენს, ამ ციკლის ეპილოგს.ეს იმაბიკო მესიანისტური სულისკვეთებით არის გამსჭვალული, იგი იძლევა საქართველოს სახელმწიფოებრივინ უფლების მეისანისტურ გამართლებასა და თვით-დადგინებას. ეს ოთხი განსხვავებული პოეტურ სახითა შემცველი იამბიკონები შინაგანად სენივთებულნი არიან ერთი ძირითადი პოეტური მაგისტრალით-მზის სიმბოლიკით. თამარ მეფე ცასა ცათასა ცასა ცათასა დამწყებ არს ღმერთმთავრობა, ძე საუკუნობს პირველი და კვალადი, სულმან მან ღმერთმან სრულყო მოქმედებადი, სამებით სრულმან ერთითა ღმრთეებითა, მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა. შენ მიერ მისთვის დრკუსა მის განმგებელი დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი, ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო, შენგან შობილმან ჩვენ ღირსგვყვნა აღმოშობად ბნელით ნათელსა, ნათელთა მხეველობად შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენდა ყოფად, მე, თამარ, მიწა შენი და მიერივე, ცხებულობასა ღირსმყავ და თვისობასა. ედემს, ღადირთად, სამხრით და ჩრდილოეთით. შუამფლობელი იავარს შენდა ვმრთელობ, ხალიფას დროშა თანავე მანიაკსა შევრთე, ცრუ-სჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი, ვინ დავით, ძეებრ ეფრემის მოისარმან, მოირთხნა, მოსრნა სულტნითა, ათაბაგით. ერანს ებრძოლეს ჩემ მიერ მისთა სპათა ჩვენნი მხედარნი, მოსავნი შენნი, სძალო, მოწყნეს, მოსწყიდეს აგარის ნათესავნი. მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას შენდა შევწირავ. მიოხე ძეებრ, ღმერთო! ეს ლექსი თამარ მეფისა შეტანილია ცნობილ საისტორიო თხზულებაში "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი." ლექსის შეთხზვის მიზეზად ქრინიკის ავტორი ასახელებს შამქორის ბრძოლაში (1195 წ.) გამარჯვებული ქართველთა ლაშქრის მიერ ნაალაფარი დროშის შეწირვას ხახულის მონასტრისათვის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 05:32 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი