ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედისწერა, რას ამბობს ამის შესახებ რჯული? |
Genesis |
Feb 26 2008, 05:45 PM
პოსტი
#21
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ იმიტომ გავხსენი ეს თემა, რომ მეხუთე მსოფილო საეკლესიო კრებას როცა ვკიტხულობდი იქ წავაწყდი ასეთ მუხლს...
ვინც თქვას ან გაიფიქროს რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე ან ყოვლისსემძლე არ არის, გადაეცეს ანათემას... ყოვლისმცოდნეობა არის ამ შემთხვევაში უკვე არსებული ფაქტი... ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ჩვენი მომავალი ცნობილია და თითოეულს თავისი ბედისწერა აქ?! -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
KAIROS |
Feb 28 2008, 07:22 PM
პოსტი
#22
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აი რას ასწავლის ქრისტიანობა
1) ღმერთმა ყველაფერი იცის ( მსხვილმანებიც და წვრილმანებიც) 2) ადამიანი თავისუფალია არჩევანში 3) ღმერთის ყოვლისმცოდნეობა არ ნიშნავს რომ ეს მომავალს განსაზღვრავს ანუ გენესის ის ექვსი რაც მოგიყვანე იყო აბსურდი და გმობა ქრისტიანობისა, ის რომ ღმერთმა იცოდა ადამიანის დაცემა და თავისთავად მისი გამოხსნაც, ეს არ ნიშნავს, იმას რომ "სცენარი" დაწერილი და განსაზღვრული იყო, გიმეორებ ან უნდა დაგმო ან უნდა განმარტო ის ექვსი ( სხვებიც იყო, მაგრამ ესაა საკმარისი) სიმცდარე ციტატა ) ციტატა ბედის ამბავად მიმაჩნია როცა ადამიანი დაბადებამდე უკვე მსჯავრდადებულია ან ცხონებული. დავიწყოთ ამით, აქ მძიმედ ცდები, სრულიად გამორიცხულია მსგავსი რამ, ადამიანის მომავალი შეიძლება ღმერთმა იცის, მაგრამ ეს არაა "ბედის ამბავი", არამედ ღმერთის ყოვლისმცოდნეობის, რომელიც არანაირ გავლენას ( უარყოფითს ვგულისხმობ) არ ახდენს ადამიანის არჩევანზე ანუ არჩევანი მხოლოდ ადამიანისაა! 2) ციტატა ციტატა არ არსებობს ეკლამა ლეღვი გამოისხას... კარგი ხე კარგ ნაყოფს ისხამს... ცუდი კიდევ ცუდს... ღვარძლი რომელიც ითესება ხორბალთან ერთად ხორბალს არ არმოაცენებს და ხორბალი კიდე ღვარძლს... ესეც წინა შეცდომის გაგრძელებაა, სადაც ცდილობ დაამტკიცო ( მე შეგიდარე, როგორ გნოსტიკოსები ); რომ ადამიანები უკვე იბადება ან ღვარძლად ან ხორბლად ანუ ან წარწყმედილად ან ცხონებულად, აქ დიდი შეცდომაა, რადგან ყველა იბადება "ხორბლად" და ცხონებისათვის, გაღვარძლება ან ხორბლად დარჩენა, ეს უკვე ადამიანის პირადი არჩევანის შედეგია! 3) ციტატა ციტატა არა აქ მნიშვნელობა რას დაარქმევთ ამას... ბედისწერას თუ წინასწარგანჭვრეტას... აქაც ტერმინოლოგიას ურევ, "ბედისწერა" სრულიად შეუწყანრებელი ტერმინია ქრისტიანობაში და არანაირად არ შეიძლება ის შევუსაბამოთ საღვთო თვისებებიდან რომელიმეს! 4) ციტატა ციტატა ბედისწერა არის_ გარემოს + საკუთარი გადაწყვეტილება... ვისთვისაც გარემო სრულადაა ცნობილი და ადამიანის შინაგანი სამყარო მისთვის ამ ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების შედეგი ცნობილია... ანუ 2+2=4 რაც არ უნდა დემაგოგოიით გაბეროს მორწმუნე ადამიანმა ამის არსებობა, საბოლოო პასუხი ის იქნება რომ უკვე ცნობილია ვიღაცისთვის ჩვენი ცხოვრება... აქ იმისა გარდა, რომ შეურაცხყოფას აყენებ მორწმუნეთ და მათ რწმენას, რომელსაც დემაგოგიას უწოდებენ ( ხშირად აკეთებ ამას და სჯობს აღარ ახსენო), ამავდროულად გვაძლევ "ბედისწერის" შენეულ დეფინიციას, რომელსაც რატომღაც ისევ აკავშირებ იმას, რომ "ვიღაცისათვის" ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ ღმერთისათვის ცნობილია მომავალი... 5) ციტატა ციტატა თუ ვინმე ამბობს ბედისწერა არ არსებობსო, ამასთანავე არ უნდა ფიქრობდეს იმასაც რომ მისი გზა თუ რას მოიმოქმედებს ყველაზე მცირე დეტალებშიც კი არ არის ცნობილი უფლისათვის წინასწარ... თორე რჯულის წყევლას იმსახურებს ესეც მანიპულაცია არის კანონისა, კანონს ის კი არ უთქვამს, წყეულ იყოს ის ვინც "ბედისწერას" არ ირწმუნებსო, ეს გენესის იდეათა ნაყოფია, არამედ ის , ვინც ღმერთის ყოვლისმცოდნეობას უარყოფსო, ეს კი არანაირად არ ნიშნავს ბედისწერას, ღმერთმა იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ, რომ მან რაიმეთი განსაზღვრა ეს მისი ცოდნით! 6) ციტატა ციტატა თუ იცის ე.ი. არჩევანს ჩვენ გვგონია რომ ვაკეთებთ, სინამდვილეში არჩევანი კიარადა, ჩვენში ჩადებულ ინფორმაციას მივუყვებით ეს კი საერთო ბოლო აკორდია შენი იდეების ქაოსისა, არჩევანი ყოველთვის ჩვენია, და არც არაფერს არ მივუყვებით; ნებისმიერი ზეგავლენა ( გარემო, გენეტიკა...) რჩება მხოლოდ ზეგავლენად, და ადამიანის ნება და გადაწყვეტილება ყოველთვის თავისუფალია და განუსაზღვრელი! ესაა შენი შეცდომები გენესის; შეცდომები ქრისტიანული გაგებით,თორემ აზრის თავისუფლება ყველას აქვს და შეგიძლია გწამდეს ის რაც გსურს, უბრალოდ ქრისტიანობის ბურუსში ნუ ხვევ საკუთარ აზრებს, მათ თავიანთი ქაოსიც და ბურუსიც ეყოფათ! იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი