თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“ |
marine |
Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც
აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ. "...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა. იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“). ...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“ თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“ P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით? თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში: ტროპარი, ხმა 4. წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamuna m |
Feb 28 2008, 09:09 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
"მ ზ ი ს შ ა რ ა ვ ა ნ დ ე დ ნ ი"
წმინდისა მარიამ მეგვიპტელის 1. გიხილავნ-მზეიო!-უცხონი ნიშნი ფრიად, 2. გარნა მდედრისა ბუნებისა ესოდენ 3. დაკნინებულნი ნივთნი აროდეს სადა 4. ვითრცამიწა-ზე ეტვირთა ჰაერსა, 5. და ნივთიერთა ხორცთა სიზრქე-მწყურნებსა. თარგმანი-კომენტარი 1. "მზეო გიხილავს უცხონი საკვირველებანი ფრიადნი, 2-3 მაგრამ ქალური ბუნებისაგან ესოდენ ამაღლება ნივთიერ ბუნებაზე, "ბუნების ნივთთა ესოდენ დაკნინება"-დამცრობა არასოდეს გიხილავს. 4. თუ ვითარ მიწა-ზე ეტვირთოს ჰაერსა, 5 და ნივთიერ სხეულთა "სიზრქე" (ქვე-დამზიდველი სიმკვრივე)-ზე ეტვირთოს წყალსა მწყურნებსა. წმინდისა გიორგისა 1. კაბადუკიით მზე შარაბანდი დიდი 2. ცის ქვეშისა და მზის ზედაისა სოფლისაი,- 3. ატტიკელ მხნეობს იგი ნიშებთა ელვეებრ! 4. შვიდ-გზის მოწამე-აშვიდ-გზისებს გვირგვინითა, 5. და ღმრთის ზიარ ქმნით გიორგი განვლის ცათა! თარგმნა-კომენტარი 1. კაბადუკიით მოვლენილი-მზე შარავანდი დიდი, 2. არა ნივთიერი მზე, არამედ მზე-მზეთა, მზე-ადამიანი,ორკერძ მანათობელი ორსავე სამყაროსი-ცის ქვეშისა და მზის ზედაისა მსოფლიოსი,- 3. ატტიკური მისხნით (ე.ი. ფილოსოფიური სტოიციზმით) იგი მოავლენს საკვირველებათა ელვისებრ: 4. შვიდგზის წამებულს, შვიდგზის დაედგმის გვირგვინი 5. და ღმრთის ზიარ-ქმნით გიორგი განვლის ცათა. წმინდისა თეოდორესი 1. ცის შარავანდი იმზებს ნიშთა თევდორე 2. მაქსიმმოს ალმობს-ღმრთისა დიდისა შურსა. 3. ძელთ აიმდემი ქვათა აღწვაბს ცეცხლითა, 4. ღუაწლთა თმენითა ამაღნიტებს მსაჯული, 5. და ცად ჰუოფს იგი ქრისტეს შორის სუფევად. თარგმნა-კომენტარი 1. ცის შარავანდი თოვდორე მზეებსრ განფენს საკვირველებათა, 2. მაქსიმოსს (-რომაელთა იმპერატორს, ამ ქვეყნიურ უფალს), იგი ტანჯვას ჰგვრის (თავისი შეუდრეკელობით). 3. ძელზე გაკრული-ქვათა განლევს ცეცხლითა, 4. ითმენს სატანჯველთ, რომელიც მას მსაჯულმა განუმზადა, იწრთობა, როგორც მაგნიტი ცეცხლი,- 5. და ციერად იქცევა ქრისტეს თანა სუფევად. თამარისი 1. მზეობს ცის ქუეშე მზე ოქრო-შარავანდი 2. ქრისტეს სჯულებთა ენათელ-ცისკროვნების! 3. სამაყაროს შუქი ერთსა ნათლისა-მსხივობს! 4. ყვავილ-სუნელთა ევარდ-კინამოების, 5. და კედართ მფლობი, ასულბს თამარ-დავითს! თარგმნა-კომენტარი 1. მზეობს ცის ქუეშე მზე ოქრო-შარავანდი, 2. იგი ქრისტეს მოსავთა ნათელცისკროვნად ეფინება. 3. სამყაროს შუქი ერთსა (ერთობლივ ქრისტეანეთა უნაღლეს მეფეთ-მეფეს) მმოსავს ნათლის სხივებით. 4. იგი ყვავილ-სუნელთა (-ედემის სახით დანერგილ ბაღს, ე. ი. ქრისტეანულ სამყაროს) ვარდ კინამოდ-ეფრქვევა. 5. მსოფლიოს მფლობელი ("კედართ მფკლობი") თამარ-ასულობს დავითს (ე.ი. შთამომავლობს დავით წინასწარმეტყველისაგან, რომლის შესახებაც წერილმა სთქვა: მისნი ტომნი იქნებიანო ქვეყნის უფალნი). -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი