![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...
ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა ![]() გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! ![]() ![]() მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის ![]() სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
მნათე
ლევან ვფიქრობ ეს უკვე ძალიან კარგია... კარგი ის არის რომ უფლის ძიებას იწყებ, და ცდილობ წარმოიდგინო და გაიაზრო ქრისტე, ეს ამ ასაკში ჩემის აზრით უკვე დიდი რამეა ![]() ეს პრობლემა მხოლოდ შენ არ გაქვს ლევან, ეს ძალიან, ძალიან ბევრის პრობლემაა, მხოლოდ რჩეულებმა და სწორი ცხოვრებით მცხოვრებმა ხალხმა შეიმეცნა ქრისტე და და აღიქვა ის როგორც ცოცხალი, უკვდავი, სამარადისო და ყოვლად დიდებული ძე. ძე სიცოცხლისა, ძე საწყისისა და სასრულისა ამა სოფლისა. ძე ყოვლად ნათელი და ბრწყინვალე... მთავარია ლევან უიმედობაში და ცუდ ფიქრებში არ გადავიდეთ. ეს მისწრაფება, ეს ლტოლვა ძალიან კარგია, ამ დროს ცდილობ ადამიანი დაუახლოვდე უფალს და შეიყვარო იგი მთელი სულით, გულითა და გონებით. მთავარია მივენდოთ ლევან უფალს, და გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ნაცარი, მტვერი, 0. მივენდოთ უფალს ყოველივეში, ვეძიოთ მას და ვიპოვნით. აბსოლიტურად მესმის შენი განცდები და ფიქრები, რადგან თითქოს იგივეს ვგრძნობ, ხანდახან. ეს რწმენის გაღრმავებასაც ემგვანება. ბიბლიიდან ძალიან ხშირად გვესმის უფლის სიტყვები: "შენმა რწმენამ გადაგარჩინა". სწორედ ეს არის მთავარი. რწმენა, რწმენა იმისა რომ გადავრჩებით, უფალი მოწყალეა. ის ხომ ჩვენი საყვარელი მამაა. მიენდე მას. ის განუგეშებს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი