IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები...
tamara
პოსტი Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში,
რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში,
და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში.
ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა...
და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს...



ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი

ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც


ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს.

ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც.

იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია.

ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა.

ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს.

ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა”


ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamuna m
პოსტი Feb 29 2008, 11:27 PM
პოსტი #2


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ვაგრძელებ...

ჩვენი მიზანია მითრასა და წმ. გიორგის დაპირისპირებით გავარკვიოთ მათ შორის გენეტიკური კავშირი.
წმ. გიორგი პირველ ქრისტიანთა შორის მეომარ წმინდანად და ქრისტიანთა მფარველად იყო აღიარებული...იგი მითრასავით კეთილსა და ბოროტს შუა დგეს დგას და ბოროტების დასათრგუნად იბრძვის. ამ ბოროტების გამოსახულებაც, სწორედ ის გველეშაპია, რომელსაც წმ. გიორგი თავისი მახვილით ჰგმირავს. ამასთანავე ორივე ღვთაება ერთნაირი, სამხედრო მოკაზმულობით არაინ აღჭურვილნი: თავზე ჩაფხუტით, მუზარადით, ხელში უჭირავთ გრძელი შუბი, წელზე არტყიათ ხმალი და თეთრ ცხენზე სხედან...
მითრასა და წმ. გიორგის შედარებას ვიწყებთ პირველყოვლისა ორივე ამ ღვთაებისადმი შეწირული მასხვერპლისა და რიტუალის მსგავსების მიხედვით. მითუმეტეს ჩვენ ვიცით, რომ ამა თუ იმ მთავარ ღვთაებას მისი ღვთაებრივი ფუნქციონალობის მიხედვით ერთ რომელიმე ცხოველის მსხვერპლს წირავდნენ. მიტრას, როგორც სინათლისა და მძლეობის ღვთაებას, სხვა ცხოველებთან ერთად, უმტავრესად ხარებს სწირავდნენ...
...ასეთი შედარებისათვის, სხვათაშორის, საუკეთესო მასალას წარმოადგენს ილორის წმ. გიორგობაც მთელი თავისი რიტუალებით...ილორის გიორგობაზე არსებობს რამდენიმე აღწერა, მაგრამ ჩვენ აქ მოვიყვანთ ყველაზე უფრო ძველ აღწერას, რომელიც ეკუთვნის ალქანჯერო ლამბერტს.
ნოემბრის 20-ს (ძვ. სტილით) დღესასწაულობ წმ. გიორგის დღეს. ხალხში ის ცრუმორწმუნეობაა გავრცელებული, რომ ამ დღეს ეს დიდებული მოწამე მოიპარავს არემარეში ხარს და ღამით მოიყვანს ილორის ეკლესიაში, რომელიც მის სახელზეა აშენებული. ამ ეკლესიას დიდ პატივსა სცემენ არამც თუ მეგრელები, არამედ მახლობელი ხალხნიც. ამიტომ მდიდარია ეს ეკლესია ოქროთი და ვერცხლით და ძვირფასი თვლებიტ შემკული ხატებით. თვიტ კარები ვერცხლით შემკულია. იმდენად თაყვანს სცემენ ამ ეკლესიას, რომ თუმცა იგი მოშორებულად, ზღვის პირას დგას, მაგრამ ფიქრი არ არის, რომ ვინმემ გაქურდოს იგი. არტამც თუ კარის გატეხვის შიში არა აქვთ, არამედ მისი ძვირფასი ქვები, რომ ახლომახლო გზაში დაააბნიონ, იმას ხელს არავი ახლებს. ამ წმინდანის შიშით მარტო აქაურები კი არა, არამედ თვით აფხაზებსაც, რომლებიც სრულიად მოკლებულნი არიან სარწმუნოების სინათლეს, ეშინიათ მისი და თაყვანს სცემენ მას.
ეს შიში უმთავრესად აი საიდან წარმოსდგება: ამ ეკლესიის კედელზე რამდენიმე ფრიად დიდი შუბია, რომელთაც რკინის დიდი ორპირი მახვილი აქვთ. მღცდელებს ხალხში ის აზრი გაუვრელებიათ, რომ წმ. გიორგი ერთ-ერთი შუბით უსათუოდ მოჰკლავს იმას, ვინც მის მიმართ გამოიჩენს უშიშროებას. ამ ამბით დაშინებუ;ლი, ვერავინ ბედავს ამ ეკლესიის გაქურდვას, ან სხვანაირად შეურაცხყოფას.
20ნოემვერს მთავარი თავისი ჯარისკაცებით, თავად-აზნაურებით და ოდიშის ხალხით მიდის ილორის ეკლესიაში დღესასწაულზე დასასწრებათ და იმის სანახავდ, თუ როგორე მოიყვანს წმ. გიორგი ხარს. მარტო ოდიშელები კი არა, აფხაზები და სვანებიც ბლომად მოდიან. ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რომლის სიმაღლე იქნება ტითქმის 15 მტკაველი.
შესავალთან დიდი კარებია. და ამ კარებზე აგებულია მშვენიერი სამრეკლო, მრავალი ზარით. წინა დღით, როცა დაბნელდემა მთავარი მოვა თავის ამალით და კარტან, რომელშიც არიან ეპისკოპოსები, თავადები და აზნაურები კლიტით დაკეტავს ამ კარებს და გარდა ამისა, კლიტეს დაასვამს თავის ბეჭედს და წავა მოსასვენებლად. მეორე დილას, გათენებამდის,მთავარი ისევ მოვა თავის ამალით.რომ დარწმუნდება მთავარი, რომ ბეჭედი მთელია და არვის ხელი არ უხლია, მოხსნის ბეჭედს და კარს გაღებს. შიგნით გალავანსა და ეკლესიას შუა, დაინახავენ ხარს. ამის დანახვაზე მთელი ხალხი დიდი მოწიწებით მადლობას შესწირავენ წმ. გიორგის ამისთანა ხარის მოყვანისათვის. მაშინვე მოჰყვებიან ზარების რეკვას და ამით აგებინებენ ყველას-ხარი მოყვანილიაო. ყველანი დარწმუნებულები არინ, რომ ხარი თავისი ხელიტ სემოიყვანა წმ. გიორგიმ-ამბობენ კიდევ, რომ წმ. გიორგი სამჯერ მიიყვანს ამ ხარს ზღვიდან მთამდე და მტიდან ზღვამდე და ამ გზით კურთხეულ ქმნილს ეკლესიის გალავანში დააგდებს ხალხის სასარგებლოდ.
ხალხში დიდ ლაპარაკს გამოიწვევს ეს ხარი იმისდა მიხედვით, თუ რა სახით ნახავენ მას. თუ დაჭერის დროს ხარი არ დანებდა, რქებით ირჩოლებს, იტყვიან, რომ წოლეს უსათუოდ ომი იქნებაო. თუ ხარი დაწოლილი და მტვერში ამოსვრილი იპოვეს, იტყვიან ღომის კარგი მოსავალი იქნებაო, ბოსტნეულისა და პურისაო. თუ ხარი ცვარით დანამული იქნა, კარგი მოსავალი იქნება ღვინისო. თუ ფერად ქერაა, ადამიანთა, პირუტყვთა ხშირი სიკვდილი იქნებაო. და თუ თეთრი ან ჭრელია, ფრიად კარგი ნიშანიაო. თუმცა ეს ნიშნები ყოველ წელიწადს მტყუნდება, მაგრამ მაინც სწამთ, როგორც სახარება. ხოლო თუ ეს ერთ-ერთი ნიშანთაგანი გამართლდა, მაშინვე ყოველმხრივ კაცებს გაგზავნიან და ყველას შეატყობინებენ ამ ამბავს.
ხარს გაიყვანენ გალავნის გარეთ და იქ დააკვლევინებენ იქაურ მცხოვრებს, რომლის ოჯახს ძველთგანვე ეკუთვნის ხელობა. ამ ოჯახშივე ძველიდან დარჩენილია ნაჯახი, რომლითაც უკნა დაიკლას ის ხარი და მას ინახავენ, როგორც საღვთო ნივთს და სხვაზე არაფერზე ხმარობენ. ის კაცი ვინც დაკლავს ხარს, გაანაწილებს კიდეც: უმეტესი ნაწილი რქებითურთ ეკუთვნის მთავარს. ამ რქებს მტავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქებით, და დიდ დღესასწაულზე ღვინოს დალევს წმ გიორგის სადიდებლად. იმერეთის მეფესაც კარგი წილი ეკუთვნის. თუმცა მეფესთან მთავარი მტრად იყო და ომობდა კიდეც, ამან ნაწილი მაინც გაუგზავნა. მეფემ მიმტანი უხვად დაასაჩუქრა და ისე გამოუშვა. ასევე მოიქცა მთავარი გურიელის მიმართაც. სხადასხვა ძველებურ გვარს ოდისში თავისი წილი აქვს მიჩენილი. რაც დარჩება დაჭრიან წვრილ-წვრილად და დაურიგებენ ხალხს. ამ ხორცს გაახმობენ კვამლზე და დიდის საოებით შეინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია ყოველგვარი ავადმყოფობის, თუმცა ბევრჯერ ბედნიერი შედეგი არ ჰქონია ამ წამალს, მაგრამ მაინც ყველა ავადმყოფობის დროს ის ურჩევნიათ...
ასეთივე სახის რიტუალი სრულდება კახეთშიც, სადაც ცნობილია აწყურის თეთრი გიორგობა. 14 აგვისტოს, როცა მლოცველები დილით გარიჟრაჟზე შეუდგებიან ტაძრის გარშემო ხოხვით და სხვადასხვა რიტუალით ლოცვა-ვედრებას. ამ დროს უცბათ დაიძახებენ: გზა! გზა! თოკით ხარს შემოარბენინებენ , რომელსაც რქაზე ორი ანთებულ სანთელი აქვს მიკრული. მღვდელი ხარს ბალანს შესტრუსავს და შემდეგ დიდი ზეიმით დასაკლავად წაიყვანენ. ხარს მუხრუჭს მოსდებენ და მიწაზე დააგორებენ. ამ დროს ხალხი დაიძახებს: დიდება შენს სასწაულ მოქმედ ძალას, თეთრო გიორგი, ხარმა რომ ასე მალე იგრძნო შენი ძალა. წაქცეულ ზვარაკს ყელში ხანჯალს გაუყრიან და თუ ხარმა ტოკვა წევა დაიწყო, ხალხში ჩოჩქოლი ატყდება, რომ მსხვერპლი წმინდა გულით არ ყოფილა შეწირულიო. შემდეგ ცეცხლს დაანთებენ, თოფებს ისვრიან და ქადაგად ეცემიან...
საყურადღებოა, რომ წმ. გიორგის ერთ-ერთი უდუდესი სალოცავი ლომისის წმ. გიორგი (http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/lomisa/lomisa.htm), რომელიც მლეთაშია (მთიულეთი), ხარი "ლომას" სახელით არის ცნობილი. ეს ლომისას წმ. გიორგი ხალხური თქმულებით ხორასანიდან (ირანიდან) მოსულა. იგი მჯდარა თეთრი ხარის ლომას რქაზე და საქართველოში ისე შემოსულა. ამ ტქმულებით წმ. გიორგი მითრას სამშობლო ირანთან არის დაკავშირებული და როგორც მითრა წმ. გიორგიც ხარზე მჯდომად არის წარმოდგენილი. შეგვიზლიოა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველოდ ხარ-ლომა დაკავშირებული ყოფილიყოს თვიტ ლომთან, რომელსაც მიტრას კულტში მეოთხე ადგილი ეჭირა. მითრას ბარელიეფზე ლომი, როგორც ცეცხლის სიმბოლო, ხშირად არის გამოხატული და ამიტომ საფიქრებელია, რომ ჩვენშიც ლომი მირსასთან ყოფილიყოს დაკავშირებული, როგორც მისი საკულტო ცხოველი. შემდეგ ის ლომი შესცვალა ხარ-ლომამ და იგი დაუკავშირდა წმ. გიორგის. ამას ისიც მოწმობს, რომ ზემო სვანეთში, მესტიის წმ. გიორგის ეკლესიაში დღემდე ინახება ლომის გამოსახულების დროშა და ნეკრესის წმ. გიორგისადმი შეწირულ კურატს ლომ-ტახტს უწოდებენ. ტახებს ხომ მითრას სწირავდნენ. ამგვარად მითრას საკულტო ცხოველები-ტახი, ლომი და ხარი-ქრისტიანულმა რწმენამ ჩვენში წმ. გიორგის დაუკავშირა.
ძველი ქართული ტაძრების ფასადები მითრეუმების მსგავსად, შემკულია ხარის ქანდაკებით, როგორც მაგალითად ბოლნისი, სვეტიცხოველი, იფარის ეკლესია სვანეთში და სხვა. ფრინველებში კი წმ. გიორგის ვენში მამლებს სწირავენ. გიორგობას თელეთში, აწყურში, გერში, არბოში და სხვა, მლოცველებს მიჰყავთ მამლები და ხატს ღამეს უთევენ. გათენებისას მამალს ხელში დაიჭერენ და ეკლესიას მუხლის მოყრით და ვედრებით სამჯერ შემოუვლიან. შემდეგ ამ მამლებს ააფრენე. მამალი მაზდეანებშეი წმინდა ფრინველად იტვლებოდა და იგი დაკავშირებული იყო მითრას რწმენასთან. ხშირად მითრას ბარელიეფზე მამალია გამოსახული. მაზდეანების რწმენით მამალი თავისი ყივილით აფრთხობდა ბოროტ სულებს და ამგვარად იცავდა კეთილმორწმუნეებს სიავისაგან...


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamara   წარმართული საქართველო   Dec 15 2007, 01:43 AM
staywhite   თამარ, როცა მოიცლი ...   Dec 15 2007, 10:54 AM
tamara   რა თქმა უნდა გავაგ...   Dec 15 2007, 01:08 PM
tamara   საინტერესო იქნებო...   Dec 15 2007, 02:29 PM
marine   საქართველოში სარწ...   Dec 18 2007, 01:38 PM
tamara   ვერძი, ირემი და ხარ...   Dec 19 2007, 04:12 PM
marine   ხარი და ირემი კი ვი...   Dec 19 2007, 04:19 PM
tamara   კი ვაპირებ, ნელ ნელ...   Dec 19 2007, 04:42 PM
marine   კი ვაპირებ, ნელ ნელ...   Dec 19 2007, 04:43 PM
tamara   ხარი და ირემი უძვე...   Dec 19 2007, 11:55 PM
tamara   საქართველო უძველე...   Dec 29 2007, 02:24 AM
laziale   მაგარი თემააა :) საი...   Feb 7 2008, 04:26 PM
tamuna m   მაგარი თემააა :) სა...   Feb 21 2008, 09:29 PM
თემო   მინდა თემა გავხსნა...   Feb 7 2008, 04:46 PM
marine   მინდა თემა გავხსნ...   Feb 7 2008, 05:05 PM
marine   tamara საქართველოში ვა...   Feb 19 2008, 05:49 PM
tamuna m   თამარ, აქ რაგაცეებ...   Feb 21 2008, 02:42 PM
marine   ძველ ქართულ ასტრა...   Feb 21 2008, 05:53 PM
tamara   tamuna m მადლობა ძვირფა...   Feb 21 2008, 05:42 PM
tamuna m   თამარ, საიდანაც გა...   Feb 21 2008, 07:01 PM
tamuna m   მეგრული მითების პე...   Feb 21 2008, 08:45 PM
tamara   ბარბალე – ქართულ მ...   Feb 21 2008, 08:59 PM
tamuna m   ქართველებს გაღმერ...   Feb 27 2008, 01:43 PM
marine   ქართველები მცენა...   Feb 27 2008, 02:37 PM
ალექსანდრე   თქვენ დარწმუნებულ...   Feb 27 2008, 02:03 PM
tamuna m   რა გითხრა მარინე? მ...   Feb 27 2008, 04:53 PM
marine   რა გითხრა მარინე? მ...   Feb 27 2008, 05:01 PM
tamuna m   ქრისტიანობი წინამ...   Feb 27 2008, 07:40 PM
tamuna m   ვაგრძელებ მითრას კ...   Feb 28 2008, 01:20 PM
marine   მიტრას კულტის ჩვე...   Feb 28 2008, 02:45 PM
tamuna m   ვაგრძელებ... ჩვენი ...   Feb 29 2008, 11:27 PM
tamuna m   ფშავ-ხევსურეთში წმ...   Mar 1 2008, 02:26 PM
tamuna m   მითი, ლეგენდა, გადმ...   Mar 4 2008, 05:27 PM
tamuna m   რატომ არის საქრთვე...   Mar 4 2008, 05:44 PM
marine   რატომ არის საქრთვ...   Mar 5 2008, 10:39 AM
tamara   ალი – ქართულ მითოლ...   Mar 4 2008, 07:39 PM
tamara   გახუა მეგრელაური ...   Mar 4 2008, 08:24 PM
tamuna m   დალი და მონადირე ა...   Mar 4 2008, 08:42 PM
tamuna m   როგორ გაჩნდა ქვეყა...   Mar 4 2008, 09:01 PM
tamuna m   დალი და მონადირე მ...   Mar 5 2008, 12:04 PM
tamuna m   დევი -ბოხეენი ყოფი...   Mar 5 2008, 02:23 PM
tamuna m   ნადირთა პატრონი და...   Mar 8 2008, 12:51 PM
tamuna m   მონადირე ნაკუწა ...   Mar 8 2008, 01:09 PM
tamuna m   კ ო პ ა ლ ა ძველ დროშ...   Mar 9 2008, 11:51 PM
tamuna m   ბაზალეთში ყოფილა ე...   Mar 11 2008, 12:01 PM
tamuna m   ............... დევსა და ეშმ...   Mar 11 2008, 12:51 PM
marine   მაღალია ფაშარაოს ...   Mar 12 2008, 11:59 AM
tamuna m   წყლის კულტი (გიგი ხ...   Mar 12 2008, 07:59 PM
tamuna m   კამეჩი ძველად კამ...   Mar 12 2008, 08:43 PM
tamuna m   ვინ იყვნენ "პაპებ...   Mar 13 2008, 12:26 PM
tamuna m   გაგრძელება... წირვა...   Mar 15 2008, 01:13 PM
ketino   ასეთ საინტერესო ლე...   Mar 15 2008, 04:51 PM
tamuna m   ქეთინო, მე მაქვს წი...   Mar 15 2008, 05:04 PM
tamuna m   ვინ იყვნენ "პაპებ...   Mar 15 2008, 05:40 PM
tamuna m   გვირგვინის კურთხე...   Mar 15 2008, 06:16 PM
tamuna m   ყვავსაყდარა ენისე...   Mar 16 2008, 08:12 PM
tamuna m   რატომ არ ჩანს ქალი...   Mar 16 2008, 08:25 PM
tamara   tamuna m ძალიან საინტერ...   Mar 16 2008, 08:32 PM
tamuna m   ძალიან კარგი! მეც ...   Mar 16 2008, 10:03 PM
tamuna m   რატომ არ ეკარება ფ...   Mar 17 2008, 11:24 AM
tamuna m   რატომ წივის ძერა ღ...   Mar 17 2008, 11:36 AM
tamuna m   ხარება და ხარხარებ...   Mar 18 2008, 04:50 PM
marine   tamuna m ღმერთმა გაგახა...   Mar 18 2008, 05:04 PM
tamuna m   ელია ხარაზი წმინდ...   Mar 18 2008, 05:08 PM
tamuna m   ბუმბერაზი ოღუზები ...   Mar 18 2008, 05:19 PM
tamuna m   რატომ ჰქვია კახი ი...   Mar 18 2008, 05:55 PM
tamuna m   ქალქვა შაბაშყეინი...   Mar 19 2008, 01:13 PM
tamuna m   მედავითნე და ყვავი...   Mar 19 2008, 07:00 PM
tamuna m   გურჯისტანის ხატი ე...   Mar 20 2008, 01:01 PM
tamuna m   ძარწემის წმინდა გი...   Mar 20 2008, 01:16 PM
tamuna m   ანდაზები: ა,ბ,გ,დ აგ...   Mar 25 2008, 06:46 PM
tamuna m   ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ ერთი ...   Mar 27 2008, 03:06 PM
marine   ე, ვ, ზ, თ, ი, კ, მ თუ ლხ...   Mar 27 2008, 03:13 PM
tamuna m   ო, ჟ, რ, ს, უ, ქ ობლის მ...   Mar 27 2008, 04:43 PM
tamuna m   ღ, ყ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ ღ...   Mar 27 2008, 05:32 PM
tamuna m   რაჭველთა რწმენა (ს...   Mar 31 2008, 06:06 PM
tamuna m   ასეთივე ხასიათისა ...   Mar 31 2008, 08:18 PM
tamuna m   რაჭველების საკულტ...   Apr 1 2008, 04:18 PM
tamuna m   იმერელთა რწმენა (ჯ...   Apr 1 2008, 05:18 PM
tamuna m   აი, ასეთი ახალი წელ...   Apr 3 2008, 12:10 PM
tamuna m   [b]სვანების რწმენა (...   Apr 8 2008, 04:52 PM
falestra   სვანეთიდან: ლამარ...   Apr 9 2008, 01:08 PM
tamuna m   falestra შენ გაიხარე! ს...   Apr 9 2008, 10:15 PM
falestra   tamuna m აბა ისე რა სვან...   Apr 10 2008, 12:31 AM
ართი ვარდი   falestra თუ არ ვცდები ლა...   Apr 10 2008, 12:33 AM
falestra   ართი ვარდი წარმართ...   Apr 10 2008, 12:40 AM
tamara   წარმართული ბარბალ...   Apr 10 2008, 07:46 PM
tamuna m   ვაგრძელებ სვანეთი...   Apr 14 2008, 03:18 PM
tamuna m   კოხი (სეტყვა) სვანე...   Apr 14 2008, 06:40 PM
tamuna m   უფლიშის დღესასწაუ...   Apr 21 2008, 08:10 PM
tamuna m   მგონი, ეს ახლა აქტუ...   Apr 22 2008, 07:54 PM
falestra   tamuna m მინდოდა მეთხოვ...   Apr 23 2008, 11:51 PM
tamuna m   falestra სვანებზე დასაწ...   Apr 24 2008, 08:57 PM
falestra   tamuna m მესმის... ძალიან...   Apr 24 2008, 10:26 PM
tamuna m   წესები მიცვალებულ...   Apr 29 2008, 08:43 PM
tamuna m   სვანების ზოგიერთი ...   May 9 2008, 05:11 PM
tamuna m   დიდი ხუთსაბათს დილ...   May 14 2008, 12:18 PM
tamuna m   შელოცვები ტვინის ...   Jun 2 2008, 08:21 PM
OPERATOR   http://church.ge/index.php?showtopic=4463   Jun 2 2008, 09:48 PM
tamuna m   თოვლის ლოცვა (მოხე...   Jun 3 2008, 01:03 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 06:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი