პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 24 2006, 10:13 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
პოეზია ყველას გვიყვარს.
მოდით აქ დავწეროთ ჩვენი საყვარელი ლექსები წმინდა ილია მართალი (ილია ჭავჭავაძე) ლოცვა მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა ამით შეურაცხვჰყო მე ლოცვა წმინდა... არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმერნთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: „შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“ 1858 კიდევ ერთი ლექსი მედეა კახიძე ვისაც სიყვარული შეუძლია იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია. იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი სიმღერებიც მწუხარია, ვისაც სიხარული გაუავდრდა, სხვისი გაღიმება უხარია! ვისაც შეუძლია ატირება, მზით და სიკეთით ძლეულია, დიდი შეცოდების პატიება ვისაც დიდსულოვნად შეუძლია! ვისაც უხარია ყველაფერი - ტყეებია თუ ველებია, ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს ვერა და ვერაფრით შელევია! ვისაც არასოდეს გაუვარდდა, მაინც იმედებით გრძნეულია, ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვისაც სიყვარული შეუძლია! -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
გლახა |
Aug 26 2006, 01:21 PM
პოსტი
#2
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ციტატა გლახა, ვისია ეგ ლექსი? შენი საკუთარი ხომ არა? ზემოტ რომ დავწერე ჩემი არ არის..ერთი მწერალი ქალია რუსუდან გიგინასვილი და იმისია აი ეს კი ჩემია ..მართლა შენ რომ მასწავლე გამომივიდა.. მადლობა ვედრება ლოცვად მოვედი, სხვა არაფრის არ მაქვს სურვილი, თუმცა ვერაფერს ამბობს ბაგე- დამუნჯებულა. მისმინე ღმერთო მომიკალი სულის წყურვილი გზა გამინათე ცოდვისგან რომ ჩაბნელებულა. მომკიდე ხელი, გევედრები მომაპყარ ყური სულს შენ უნდიხარ, ხორცს კი კვლავაც ცოდვა ეწევა, მადლობელი ვარ, რომ შენა ხარ არსობის პური რომ დათრგუნულს გულს შენი მადლი კვლავ შეეწევა. ღმერთო მაღალო! მომიტევე ცოდვა მრავალი ქრისტევ მაპკურე წმინდა სისხლი, კრავო მართალო, და შემიწყალე უგუნური, ბნელში მავალი, რომ სულმა ჩემმა კვლავ გიმღეროს და აღგამაღლო ეს რუსუდან გიგინაშვილის ლექსია ნინო კაბადოკიელი კაბადოკიას დარჩა ქოხი, იქნებ სასახლეც, როცა გაიგო ქრისტეს ცაში გასხივოსნება, გამოეთხოვა ნინო ყრმობის ცისფერ სანახებს და აედევნა ფიქრის ბაღში გაშლილ ოცნებას. მაინც და მაინც საქართველოს მიწა ინდომა, მაინც და მაინც საქართველოს მიწას ემთხვია, მუხლმოდრეკილი ქართველთათვის სთხოვდა მშვიდობას, გიშრის დალალი ვაზის შტოზე შემოეხვია. ეს რწმენა იყო, ნინო ჩვენთან რომ მოიყვანა, ეს რწმენა იყო, რომ დაშორდა ნინო ტოლებსაც, უცხო მიწისთვის ნინომ მუხლი რომ მოიყარა, რწმენისთვის, თორემ მამულს როგორ მიატოვებდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:46 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი