![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...
ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა ![]() გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! ![]() ![]() მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის ![]() სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
გოდება ხორცისა მდაბიოთათვის
ხორცმა რა მიყო, ვაიმე: სულობა მომაძულაო, ამაო ბილწებისათვის მარადის მომაწყურაო, შავი, ბოროტი მაყვარა, ანგელოზთ მომამდურაო,- ბოლოს მარცხვინა კრებაში, სუდარა დამაბურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: პირველად მომეფერაო; ოდეს იძლია ცოდვითა, არცა რა დამიჯერაო, სული ნათლისა განაგდო, სრულიად დაემტვერაო, ბოლოს მარცხვინა, კუბოცა თავზედა დამახურაო. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ნდომითა გამახურაო, გემოთ სურვილი ჩამაცვა, შემკრა და შემაჭურაო, ბილწი ნაღველი მიმზადა, უფლებით ჩამაწურაო, ბოლოს მარცხვინა საწყალი, მატლები დამაცურაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: შვა ზღვაში შემაცურაო, ღელვა ატეხა ფიცხელი, ჰაერსაც არ მაყურაო, მლაშე წყალითა მახრჩობდა, ცვარიცა არ მასხურაო, ბოლოს მარცხვინა, აყროლდა, ოჯახმაც მომიძულაო... ხორცმა რა მიყო, ვაიმე: იმძლავრა სახის შვენითა; შური მტერობით მამყოფა, ურთი ერთისა კბენითა, აღთქმა ნათლისა მავიწყა, ცოდვას მაჩვია ფრენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში მარტო დამტოვა ბნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: მარად მატარა ლხენითა, ტურფად მიჩვენა ბილწება, შეამკო მიწა მწველითა, წირვაშიც არ მომასვენა, მაოცნა ევა მშვენითა, ბოლოს მარცხვინა, საფლავში გველი მეხვევა კბენითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: წუთი არ მომცა თმენითა, გასუქდა, გამპარტავანდა, ცოდვა არ უჩნდა რცხვენითა, ავსაქმობითა დაღალდა, იძინდა ხვრენითა, ბოლოს მარცხვინა, დამტანჯა სატანჯველითა ძნელითა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ტკბილად მაამა ავზედა; “ვის შერჩენია სოფელი” – ხშირად მაძახა თავზედა, ამპარტავნობით ძლეული, ჩაცმა ძვირფასად ტანზედა, ბოლოს მარცხვინა შიშველი, ყოველი დამრჩა წამზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: არ მომცა ფიქრი სხვაზედა, ქორწინებისთვის გავჩნდიო, ცეკვა თამაშით სმაზედა, ვით რა უკვდავი ჰფიქრობდა, არა სთქვა ბოლო ჟამზედა, ბოლოს მარცხვინა კრებაშიდ, ვაი მაძახეს ხმაზედა. ხორცმა რა მიყო, ვაიმე: ძვირი მახარა ძმაზედა, სხვის ბრალი უფრო მანახვა, ჩემი მიფარა თვალზედა, დღესა ბოროტი ჰქმენიო, კეთილი მიგდო განზედა, ბოლოს მიმუხთლა, უეცრად სიკვდილი გაჩნდა კარზედა. ხორცმა რა მიყო ვაიმე სატყეპი მარად თავზედა, არც სინანული ისურვა, არ მომყვა კეთილ გზაზედა, არ მოიგონა, მისთვის თუ ვინ დაემსჭვალა ჯვარზედა, ბოლოს მარცხვინა უკვდავად ცეცხლის გეენი ტბაზედა. სულის ნეტარება სულმან რა მიყო ნეტარმა? მამის ზეცისა მცნობელი წირვა ლოცვაში მატარა, მარად გალობით მხმობელი, ხორცთა გემონი დაშრიტა, ნათლით იმოსა მკობელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, ქალწულებისა მდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ტკბილსა იესოს მოველი, მამა მოწყალეს მიმგვარა, ცხვარი წყმედული, პოვნილი, დიდება ზეცის მომაგო, არსად თვალ-ნახვი რომელი, ქრისტეს შეუდგა უფალსა, თავის ვარისა მყოფელი. სულმან რა მიყო ნეტარმან? იცნა უფალი მპყრობელი, ხორცის პატივი, შვენობა ქრისტეს შესწირა ყოველი, სახარებისგან მახარა, მაცნობა წუთი სოფელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა ჯვარის აღების მთხოველი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ქრისტე მაყვარა ცხოველი, აღმინთო გული ნათლითა, ღვაწლისა არა მყოვნელი, გლახაკ, მდებარე იბრალა, ობოლი საწყალობელი, ქრისტეს შეუდგა, უფალსა, სოფლისა მიუნდობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? საქმეცა მიუწთომელი, ზეცის ბუნება მინათა, ენისა მიუთხრობელი, ნათლის ლამპარი მიმზადა, არ ვისგან მიუქრობელი, ქრისტეს მაგება, სიძესა, სავსე ლამპრითა მდგომელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? ვინ იყო შეუცთომელი, სინანულითა გამბანა, სიწმიდისა იგი მშობელი, ცის კარი ზეცით განმიღო, მამისგან ნათლის მთოველი, ქრისტეს შეუდგა, ცხოვრებას საწუთროსა მთმობელი. სულმან რა მიყო ნეტარმა? უძღები მპოვა მძოველი, პირველ საუნჯე განმიღო, კვალად შემმოსა ყოველი, საღვთო ბეჭდითა შემჭურა, ძლევა ჯვარითა მშრომელი, ქრისტესთან აღსდგა უკვდავად, სული ძლიერი ცხოველი წმინდა ბერი ალექსი შუშანია |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი