პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზიაში ასახული ჩვენი განძი - საქართველო, პატრიოტული ლირიკა |
marine |
Dec 12 2007, 05:02 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ამ თემაში დავდოთ ცნობილი თუ უცნობი ავტორების და ჩვენი პატრიოტული ლირიკა.
ქართულ პოეზიაში უხვადაა საქართველოს სიყვარული, მისი ისტორია, მისთვის გულის ფეთქვა. საქართველო ქარს მოჰქონდა სახეები შორეული, მწუხრის მთვარე დასტიროდა ცხრა ძმის საფლავს. საქართველო თვით სამოთხის ორეული, წააგავდა გოლგოთაზე ნაგებ საყდარს. სარკინოზნი, ყრუ მურმანი თუ ბედკრული, სისხლში ღებდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწას, იყო ჟამი ქართველისთვის წამებული, სოღანლუღთან გორგასალი მამულს იცავს. იყო ბრძოლა დიდგორი და ბასიანი ქართლის სულში წინაპრების რწმენა წვიმდა, იყო ზავი მონღოლებთან ასწლიანი, და სტამბოლში ვიღაც თურქი ქართველს ჰყიდდა, წუხდა ერი ქალწულ ნინოს მოქცეული, ვაზის ჯვარი, მირიანის შთაგონება, ხმა ბრძოლების წარსულიდან მოღწეული, ასე იყო ცათა შინა უფლის ნება. მღვდელი პეტრე კვარაცხელია (მამა პეტრე საოცრად ფაქიზი სულიერების ადამიანია უახლოეს მომავალში მისი ლექსების კრებული მექნება და აუცილებლად დავდებ სხვა ლექსებსაც) საქართველოსკენ რა ხანია, ჩემი მთების სურნელი არ მცემია, სხივისიც თუა საქართველო ჩემ წილად ხომ ჩემია! როდის ვნახავ, რომ ვიჯერო გული მთების ცქერითა, მინდორ ველებს რომ ამშვენებს ნოხი ათას ფერითა. ფრინველებიც რომ გალობენ სულ სხვანაირ ხმაზედა, არწივი რომ გადაიფრენს მიუწვდომელ მთაზედა... რა იქნება, არ მიმტყუნოს გულმა მშობელ მიწამდე... მისი ეშხის, როცა შორს ვარ უფრო ძლიერ ვიწამე!... ვანო ინაძე -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 28 2008, 04:25 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
tiko282
ულამაზესია!!! გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა * * * მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს, მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის, დრო არის ხმალთა კვეთების წამის, დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის. დადექი ქარში, დადექი ზღურბლზე, ქართული გენის შეაღე კარი, მე სინდისივით დავიწერ შუბლზე დროშას, რომელიც ცას ავაკარი. მომაქვს სხეული _ სამსხვერპლო ნერვი, მომაქვს ღაღადი ქვისა და მიწის, ჩემი წინაპრის ავსილი ქვევრი ჯერ არდაღვრილი სისხლივით იწვის. დრო არის ბუკის, დრო არ მაქვს ქნარის, უზანგდაწყვეტილ ცხენების დროა, ავლესე ჯიშის ქართული ხმალი, გავთელე ფლოქვით ურდოთა გროვა. მივდივარ მარუხს, მივდივარ კრწანისს, მე ყველა გოჯი ამ მიწის მერწყმის, დრო არის ხმალთა კვეთების წამის, დრო არის ციხე-სიმაგრის ძერწვის. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T I K O |
Mar 1 2008, 01:18 AM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
tiko282 გიორგი შალამბერიძის ეს ლექსიც მომეწონა მშვენიერია, მეც მომეწონა მერაბ კოსტავა მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი, შემოგკრობია ფუფუნება ოქროს ღილებით, გამდიდრებულხარ, როგორც ერთდროს მომჭირნე კრეზი და ცოხნი დღეებს შემაზრზენი კმაყოფილებით. გამოგიწყვია კარ-მიდამო, ცოლი, შვილები, გამოგიმრუდა უგნურებამ ცხოვრების გეზი, იცი, როგორ და სად მოკვდები დანამდვილებით და არ გადარდებს თუ კი სადმე მოყვასი კვნესის. მამულის ტრფობით არ ყოფილხარ ნაშიმშილები, უკუნ ღამეში არ გაგიკრავს აბედზე კვესი, რჩეულ ვაჟკაცებს პირველობას არ ეცილები და მრუშ სახეზე აგკრობია იერი ქლესის. ფუჭად ჩაივლის ეგ ცხოვრება ნაცოდვილები, აღსავლის კარზე სამარცხვინოდ გაეჩხირები, აწი და აწი მიითვალე დრო უარესი, მამაცი მხედრის გაგცვეთია ქუსლებზე დეზი. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი