წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წარმართული საქართველო, ღვათებები, მითები, ადათები, კულტები... |
tamara |
Dec 15 2007, 01:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
აქ ვისაუბროთ წარმართული ხანის საქართველოზე,
თუ რა კულტები და მითური პერსინაჟები, რა ადათ წესები იყო ძველ საქართველოში, რა სახით შემორჩა ისინი ქრისტიანულ საქართველოში, და რა სახით გადმოვიდა მათი ნაწილი ქრისტიანობაში. ეს ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა... და ალბათ არა ერთ გვერდს მოიცავს... ანტიკური ხანის ქართული წარმართული პანთეონი ქართველი ტომების უძველეს რწმენათა მიმოხილვისას გაირკვა, რომ ბუნების ძალებისა და მოვლენებისადმი თაყვანისცემისა თუ მათი გაღმერთების მხრივ ქართველებშიც სხვა ტომთათვის დამახასიათებელ სურათს ვხვდებით. როგორც ირკვევა, “თავისი წილი” ღმერთები ჰყავდათ ცალკე თემებსა და საგვარეულოებს, მთას, ხევს, მინდორს, ადგილს, ხეებს, სახლს, ფუძესა და ა. შ. ამასთანავე, ხალხური გადმოცემები და მდიდარი ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებენ, რომ ქართველებს ჰყავდათ საერთო დიდი (უფროსი) ღმერთებიცა და სატომო ან სატომთაშორისო ღვთაებებიც ასე მაგალითად ადრე კლასობრივი საზოგადოების დროსაც ქართველთა წინაპრები ყველაზე დიდ პატივსა და თაყვანს ცის მნათობებს სცემდნენ – მთვარეს, მზესა და ვარსკვლავებს – ვითარცა საერთო ქართულ ღვთაებებს. ახლა, შეიძლება ითქვას, კარგად არის გამორკვეული, რომ იმ დროის ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი მათგანი უფროსად მიჩნეული უზენაესი ღმერთი იყო; მეორე – ქალღმერთი მზე ან მზექალი, ხოლო მესამე – კვირია. უზენაესი ღმერთი ან მორიგე ღმერთი პანთეონსაც ედგა სათავეში და ცხადია – სამეულსაც. იერარქიის მომდევნო საფეხურზე იდგნენ შესაბამისად: ჯვარი ან ხატი, ღვთისშვილები (ღვთისსანახი, ღვთისნაბადები) და ა. შ. უკვე იმ დროისათვის ქართველთა ყველა ღვთაება ანთროპომორფულ არსებებად არის წარმოდგენილი. ამასთანავე ირკვევა, რომ უზენაესი ღმერთი – მთვარე-ღმერთია, ე. ი. მამა-ღმერთია. ისიც კარგად არის გამორკვეული, რომ ოდესღაც ქართველ ტომებს სათავისთავო სათემო ღვთაების გარდა ყველასათვის საერთო რწმენა ჰქონიათ და საერთო ქართული წარმართობაც ყოფილა. ივ. ჯავახიშვილმა კარგა ხანია გამოარკვია, რომ მაგალითად, კვირიას თაყვანისცემასთან დაკავშირებულ სვანურ წესებს წმინდა ქართული წარმართული რწმენის ანარეკლი აქვთ დაცული და თვით სათანადო ფერხულის სიტყვებს მეფერხულე სვანები ქართულად წარმოთქვამენ. ამ წესების ძველქართულ სახელებთან ერთად ფერხულის ქართულად წარმოთქმის ჩვეულება უეჭველია თავდაპირველი, საერთო ქართული წესის ნაშთი უნდა იყოს. ივ. ჯავახიშვილს სათანადოდ დამტკიცებული აქვს, რომ ახალწლის დღესასწაულის ჩვეულებების თანახმად, მეგრელი მეკვლეც თავის წარმოსათქმელ სიტყვებს მეგრულად კი არა, სწორედ ქართულად ამბობს ხოლმე, მითითებული და კიდევ ბევრი სხვა მონაცემი საფუძველს აძლევდა ავტორს დაესკვნა შემდეგი: “ცხადი ხდება, რომ არამც თუ საზოგადო ქართული, ყველა ქართველ ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც, საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობას საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა” ჯერ ჯერობოთ ამაზე გავჩერდები, ვინაიდან ბევრი რამ მაქვს ამ აბზაცისათვის დასამატებელი |
tamuna m |
Mar 1 2008, 02:26 PM
პოსტი
#2
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ფშავ-ხევსურეთში წმ. გიორგი კოპალა განუქყვეტლის ებრძვის და მუსრავს ბოროტ დევებს. ამსთან აღსანიშნავია, რომ ქართული თქმულებით წმ. გიორგი დაკავშირებულია ამირანთან. სოფ. გერგეთში არსებობს ასეთი გადმოცემა, რომ როდესაც ღმერთმა თავხედობისთვის დასაჯა და კლდეზე მიაჯჭვა ამირანი, ამითი უნდოდა მის დაუძინებელ მტერს გველეშაპს ესარგებლა და ამირანი შეეჭეამა, მაგრამ ეს წმ. გიორგიმ გაიგო, იქვე გაჩნდა და გველეშაპი გააქვავა.
ამიტომ განსაცდელის ჟამს, ქართველი ხალხი, როგორც მითრას მითრიელები, მფარველობისათვის მხოლოდ წმ. გიორგის მიმართვავენ. მითრა იყო ძლეობის, გამარჯვების და ლაშქრის ღვთაება, რომელიც მითრიელების წარმოდგენით ლაშქარს წინ მიუძღვოდა და მტერს მუსრავდა. ამიტომ მითრას მოლაშქრენი ატარებდენ "მითრას მოლაშქრეთა" საპატიო ტიტულს. უძლეველი მითრას დროშის წინამძღოლობით იბრძოდა ლიცინიის ლაშქარი კონსტანტინე მეფის წინააღმდეგ. წმ. გიორგიც ასეთივე მეთაური და უძლეველი მხედარი იყო ჩვენი ხალხის წარმოდგენით. სუჰუნის წმ. გიორგის ხატზე წარწერები ასე იწყება "მხედართმთავარო, შვიდწილუძლეველო მოწამეო წმ. გიორგი:"...; "მხნეო მხედარო ქრისტესო წმ. გიორგი"...; "მძლეო, დიდო მხედარო:" და სხვა. ფშავ-ხევსურთში წმ. გიორგი ლაშარის ჯვარი და გუდანის ჯვარი (წმ. გიორგი) მოლაშქრეთა წინამძღოლად ითვლებოდა. ლაშარი ფშავის წარმოდგენით გმირი და უძლეველი მხედარია. იგი მტრისაგან იცავს ფშავისხევს და ლაშქრობის დროს წინ უძღვის მათ. იგი მძლეობის მომცემიაო. ეს უძლეველი მხედარი ლურჯაზე ზის და თავის ჰყმათ უხილავად დაჰყვებაო, რომ ისინი განსაცდელისაგან დაიფაროსო. ლაშარშივე წყდებოდა ლაშქრობისა და ზავის საკითხები. აქ იყო დიდი ლაშარის დროშა, რომელიც ლაშქარს წინ მიუძღვოდა. ასეთივე მებრძოლია ხევსუეთის გუდანის ჯვარი, რომელსაც წმ. გიორგობით ლოცულობენ. ლაშარობის საქმე გუდანს ეკითხებოდა და ხევსურეთის ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ხევსურების რწმენით, თუ გუდანისწმ. გიორგის ლაშქრობაში გაუჭირდებოდა, მას მორიგი ღმერთის ბრძანებით შეეშველებოდნენ კოპალა, პირქუში და სხვანი. საქრთველოს სამეფო ალამზეც წმ. გიორგი იყო მითრასავით გამოსახული, გარშემო შვიდი მნათობით და ეს დროშა სამეფო ლაშქარს მუდამ წინ მიუძღვოდა. ამირომ, როგორც რომაელი იმპერატორები თავიანთ გამარჯვებას მითრას მიაწერდნენ, ასევე ქართველი მეფეებიც თავიანთ გამარჯვებებს წმ. გიორგის განგებას აწერდნენ. გიროგი მესამის სახელმწიფო ბეჭედზე ეწერა: "წმ. გიორგი მოსავი შენი გიორგი ძალითა შენითა ვძლევ მტერთა ჩემთა"... ერთი სიტყვით წარმართული რწმენისა და რიტუალით ირკვევა, რომ ქართველ წმ. გიორგის თავი ღვბთაებრიობით გენეტიკური კავშირი ჰქონდა წარმართულ მითრასთან, ანუ მირსასთან, რომლის კულტი მითრაიზმის სახით გავრცელებული იყო ძველი აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებიში... (სერგი მაკალათია) -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი