![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
როცა ეკლესიაში მოვედი, ჩემს ადამიანურ ნაკლოვანებაში ეს გამოუთქმელი სურვილი ცოცხლობდა და დღემდე ცოცხლობს...
ხატება ღვთაებრივი ადამიანისა, რომელმაც თავი გაწირა... მახსოვს მასზე რომ მიამბეს, ძალიან გამიკვირდა, შემდეგ მომინდა შევხებოდი, მასთან ერთად მესაუბრა, ყოფილიყო ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ყოფილიყო ჩემი ტკივილისა და სიხარულის თანაზიარი... ის ხომ გმირი იყო? რა ქვია ამ სურვილს, სწრაფვა? ალბათ სახელს ვერასდროს დავარქმევ... უბრალოდ ჩემში წინააღმდეგობები ცოცხლობს, მე მასთან მინდა და თან არც მინდა ![]() გამათავისუფლე უფალო! გული კი: ოღონდ ჯერ არა!!! როგორ გავაკეთებ ამას თუ ის არ მოვა? მე ვიცი, რომ ის უნდა მოვიდეს, მაგრამ მე ვერ ვითხოვ ამას, რადგან სურვილი, ნება და ყველაფერი მისია, მე მის გარეშე არაფერი შემიძლია! ჩემი ნების აღძვრამდე! მე ისიც კი არ შემიძლია თავისუფლება ვითხოვო გულით რადგან ჩემს გულს არ შეუძლია ამის თხოვნა, მე მინდა მოვიდეს, მაგრამ ის არ ჩანს, სად არის? მაგრამ ის ხომ აქ არის ღმერთო ჩემო, ის ხომ აქ არის! ![]() ![]() მე ხშირად ვსაუბრობ აბსტრაქტულ ქრისტეზე, რომელმაც ამდენი და ამდენი ადამიანი გადაარჩინა, ამდენი და ამდენი სისხლი გაიღო, ამხელა ცხოვრება მოგვცა, მაგრამ ის არ არის ჩემს განცდებში.. ის ისევ ეკლესიის ფრესკებსა და ხატებზეა.. ის არ არის ჩემში, რადგან მე არ მიყვარს ის ![]() სად არის ის? როდის მოვა? მოვა კი? ვუნდივარ კი? რა ხდება როდესაც ღმერთი უბრალოდ არ არის? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მარიამი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() + + + ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 ![]() |
მნათე
ეს ნახე აბა: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/surojeli...sva/locva_1.htm მგონი გარკვეულწილად ეხება ამ პრობლემას მცირე ამონარიდი: "მრავალი წლის წინ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა, იგი მთხოვდა: „მაჩვენეთ ღმერთი!“ ვუპასუხე, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო და დავამატე, რომ რომც შემძლებოდა, ის ღმერთს მაინც ვერ დაინახავდა. იმიტომ, რომ მე მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ: იმისათვის, რომ შევხვდეთ ღმერთს და ვიხილოთ იგი, რაღაც საერთო უნდა გვქონდეს მასთან, რაღაც, რაც მოგვცემს თვალებს, - რომ დავინახოთ, აღქმის უნარს, - რომ მოვიხელთოთ და შევიგრძნოთ. " ![]() ![]() -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი