![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ესეც ასე, საიდან დავიწყო არც კი ვიცი...
ალბათ კვლავ იქიდან, საიდანაც რეალური ცხოვრება დავიწყე - ეკლესიაში მოსვლის პირველივე დღიდან, ჩემს ცნობიერებაში ქრისტიანული დოგმატები დამკვიდრდა ბრმად!, მე არ მიმიღია საღვთისმეტყველო განათლება, მე არ მიმიღია კანონიკური ცოდნა - მე უბრალოდ გავხდი მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუმცა ჩემთვის მთავარი მაშინ ქრისტე იყო და არა სწავლება, რადგან სწავლება ყოველთვის სირთულეს და (იმჟამად) ბუნდოვანებას უკავშირდებოდა.. თავი დიდად არ შემიწუხებია და არც სხვა შევუწუხებივარ.. სიმართლე გითხრათ არც ეკლესიის ისტორიას ვიცნობდი კარგად, არც ლიტურგიკას და არც არაფერს... და დიდი პროფესიონალიზმით არც ახლა გამოვირჩევი... მე უბრალოდ ვიყავი მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა მეგონა ერთადერთი ჭეშმარიტება, როგორც ჩემსს თანატოლ მუსლიმანს, ბუდისტს, კრიშნაიდს და ა.შ ახლა მე ცნობიერში შევედი და ჩემთვის უკვე ნათელი გახდა ბევრი რამ, ნათელი გახდა რატომ და როგორ ვაკეთებდი ამას - თუმცა მაშინ სრულიად გაუცნობიერებლად და გაუაზრებლად... ეს იყო ნდობა ეკლესიისადმი... ის, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მხსნელი სოფლისა, ჩემს ბუნებრივ ნორმაში სავსებით ჩაჯდა, სულმა თითქოს იპოვა სწორი ძრავა, ინსტიქტთა კლავიშებმა კი ნოტები - რომელზეც დაკვრა შეუკვეთეს, ეს ნოტები მხიარულების მარშისა იყო, მე კი აქამდე იმას ვუკრავდი რაც ვიცოდი - რექუიემს ![]() მაგრამ აი რა ხდება, როდესაც დოგმატებს არ იცნობ - მაგრამ იცავ? მე ძალიან ცოტა რამ ვიცი პრიმატის შესახებ, უფრო სწორედ იმდენი, რამდენიც დავას ვერ გადაწყვეტს, მაგრამ მე მაინც აღმოსავლური ეკლესიის შვილი ვარ და პრიმატზე საუბარიც კი დიდ სირცხვილად ისახება ჩემსავე განცდებში, რომელსაც დიდი გავლენა აქვს გარშემო მყოფი ადამიანებისგან ![]() ანუ მე რეალურად არაფერი ვიცი, მე არ მომისმენია მეორე მხარისთვის, და ვამტკიცებ ერთს.. რა ქვია ამას? რომში რომ გავჩენილიყავი, იგივენაირად ვიქნებოდი, მაგრამ მაქვს კი უფლება ვთქვა რომელიმე დოგმატზე უპირობო ჭეშმარიტებააო მანამ, სანამ განსხვავებულ აზრს არ მოვისმენ? სანამ დიდი ხნის ძიების შემდეგ არ მივალ ჭეშმარიტებამდე? ანუ რამდენად დადებითად ეკიდება ეკლესია ამგვარ ლოიალობას, როდესაც ადამიანი თვითგამორკვევის პროცესშია და ებრძვის ბრმა რწმენას, ქრისტიანული სინათლის მტერს? ანუ რა ხდება, როდესაც მე უბრალოდ ვიღებ იმას, რასაც მთავაზობენ, შემდეგ შევდივარ ცოდნაში - რომელიც არასრულია და მაინც მიკავია მკვეთრად რადიკალური პოზიცია თუნდაც ყველაზე ნათელი მაგალითი რომ ავიღოთ - კათოლიკეების მიმართ? ანუ რა შეგრძნებაა ჭეშმარიტების? მე ქრისტესი მჯერა, მე ვეძებ მის გზას, მე ვეცნობი მის სწავლებას - მაგრამ მე ხომ ჯერ არ ვფლობ მას? იქნებ არც არის სწორი? რა ხდება ამ პერიოდში? როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი? რატომ ხდება ასე? რატომ არ მაქვს უფლება პრიმატის შესაძლო სიმართლეში ეჭვი შევიტანო - როდესაც ცოდნას არ ვფლობ? ხომ არ ვხდებით სუბიექტურები? მე არაფერს ვამტკიცებ, მე უბრალოდ მიდგომის ახსნას ვცდილობ ![]() პ.ს ფანატიკოსთა საყურადღებოდა: ვარ მართლმადიდებელი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მნათე
![]() მაგარი თემაა! და რა გვიშლის ხელს მეტი ვისწავლოთ და რაციონალურად ავწონ დავწონოთ თვითეული არგუმენტი, შევაფასოთ რა არის სწორი და რა არა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები? მეც ზუსტად იგივე გზა გავიარე რაც შენ თქვი ახლა, ზუსტად იგივე კიტხვეი მაწუხედა და დღესაც მაწუხებს, და დღემდე ვეწაფები მათ გადამჭრელ წყაროებს. ორი პროფესიის მიუხედავად ჩავაბარე აკადემიაში რომ მიმეღო ის რაციონალური ცოდნა, რომელიც გაამყარებდა ჩემს რწმენას. |
XAFRAN |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 ![]() |
მეც ზუსტად იგივე გზა გავიარე რაც შენ თქვი ახლა, ზუსტად იგივე კიტხვეი მაწუხედა და დღესაც მაწუხებს, და დღემდე ვეწაფები მათ გადამჭრელ წყაროებს. ორი პროფესიის მიუხედავად ჩავაბარე აკადემიაში რომ მიმეღო ის რაციონალური ცოდნა, რომელიც გაამყარებდა ჩემს რწმენას. არსებობს სხვა გზა, რომელიც მე გავიარე. მხურვალე ათეისტი გავხდი მხურვალე კრეაციონისტი, და რწმენა აქ არაფერში დამხმარებია. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 06:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი