ფორუმელთა შეხვედრების პატაკები, ქართული საუბრები არაქრთულ მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა შეხვედრების პატაკები, ქართული საუბრები არაქრთულ მიწაზე |
Genesis |
Mar 1 2008, 08:06 PM
პოსტი
#1
|
მივაფსი კრემლს ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 |
აქ დავწეროთ შეხვედრების განვითარების ეპიზოდები, სურათებიან კომენტარებიანად...
-------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
stumari |
Mar 2 2008, 02:39 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 66 რეგისტრ.: 19-August 06 წევრი № 84 |
დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებით მოვედი : D
დილით თვალის გახელა და საშინელი ამინდის გულზე მოხვედრა ერთი იყო. მაინც "ავეწყვე" და გავემგზავრე მანჰაიმისკენ. ამინდის გამო მატარებლებმა აგვირია და ყველა დაგეგმილ დროზე ბევრად გვიან აღმოვჩნდით მანჰაიმში. კი დავიგვაინე მაგრამ, ქეთის და თორნიკეს მაინც ჩავასწარი. სადგურზე 20 წუთის ლოდინის განმავლობაში, ყველა გამვლელ-გამომვლელს ვათვალიერებდი და გენესისის ამოცნობას ვცდილობდი. ზურას ასაკის ხალხის თვალიერებას, ფეხსაცმელებით ვიწყებდი, რამაც რამდენჯერმე უხერხულ სიტუაციაში ჩამაყენა და ბოლო-ბოლო შევეშვი : D ვიფიქრე, იქნებ თავად მიცნოს რომელიმემ მეთქი. ჰოდააა, 20 წუთის შემდეგ (ერთი ქართველს მივამსგავსე და ჩუმ-ჩუმად ვუთვალთვალებდი, იქნებ ელოდება ვინმეს და ეს "ვინმე" მე და ქეთი ვიყოთ მეთქი) და მისი თანმხლები(მერაბი) ჩემს გვერდით მდგომ გოგოს მოუახლოვდა და ეკითხება გერმანულად: თქვენ ნანას ხომ არ ელოდებითო? იმ გოგოს პასუხის გაცემა არ დავაცადე, "wie bitte?" მე ვკითხე უცებ? არც ამას ვაცადე პასუხის მოცემა, ისე ვუთხარი სხაპა-სხუპით: მე ველოდები ნანასაც და ქეთისაც მეთქი : D (აქ, მე თვითონ მეცინება) მოვიდა ის ჩემი "ნათვალთვალებიც" და ზურა აღმოჩნდა, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და მომახალა: ფოტო რომ დაგედო ფორუმზე, მაშინვე გიცნობდი, ახლა კი, ცხვირით გიცანიო მე კი ავიფარე ამ ჩემს ნისკარტივით ცხვირზე ხელი მაშინვე მაგრამ, საერთოდ რას ვუზამდი? ჰოდა მოვითმინე : D მალე ქეთიც მოვიდა. ისეთი მოდიოდა კითხვაჩამდგარი თვალებით, მაშინვე სამივემ, მერაბიმ, ზურამ და მე, ერთსულოვნად (: D) ვიცანით. თორნიკემ, დამაგვიანდება, ბილეთი მაქვს აღებული, ბარემ მთელ დასავლეთ გერმანიას მოვივლი-გადავხედავ და მოვალო. ჩვენც გავუგეთ და გავეშურეთ სახლისკენ. მასპინძელი ისეთი შემოგვეგება, მივხვდი რომ არ ვინანებდი სტუმრობას. მაგიდა გაწყობილი დაგვიხვდა, ძალიან უშრომია მასპინძელს, ალბათ მთელი ღამე არ უძინია. გაწყობილ მაგიდას შემოვუსხედით მაგრამ, თორნიკეს მოსვლამდე ხელი არაფერზე გვიხლია : D ქეთის და ზურას თვალებში უბნელდებოდათ, იაკოს და ნანას არ ეცალათ, მერაბი კი იტანდა მე, მე.... მე არ ვარ მისათვლელი : D ბოლოს პირველმა ქეთიმ ვერ მოითმინა და პურის ნატეხს "უჩქმიტა" : D ნანამ ისეთი ცხელი კერძები შემოიტანა, მეც გამიწყდა მოთმინების ძაფი : D თორნიკეც მალე მოვიდა, თუმცა ჭამით ბევრი არაფერი უჭამია, რცხვენოდა მგონია : D იცით რა სასიამოვნო საღამო იყო? არ იცით ნანა, როგორც მასპინძელი, დიასახლისიც შეუდარებელი აღმოჩნდა. მაგიდა ქართულად "დახუნძლა". უგემრიელესი კერძებით გაგვიმასპინძლდა. (იხ.ფოტოები ) გარემო მშვიდი იყო, სასიამოვნო და თავისუფალი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ძალიან კარგები (ვ)იყავით მასპინძელზე ბევრია დამოკიდებული. ჰოდა, ჩემი უდიდესი პატივისცემა ნანას! მერე ყველა იქ დარჩა და მე კი ვარ ახლა აგერ მარტო. თითქოს ოჯახი მელოდებოდა და ქმარი გამიბრაზდებოდა, ისე გამოვიქეცი სახლში მასპინძელს არ ეწყინოს "სტუმარი" რომ ასეთი უხეიროა და თავი გაიგიჟა სახლში წასვლაზე მისი გულით მიწვევა, დარჩენაზე, ძალიან გაეხარდა მაგრამ, შეწუხებას მაინც მოერიდა. ეგ აღარ გამოსწორდება : D ფოტოები იქნება ხვალ. დღეს ვეღარ. მე რა ოქროს ფოტოები მაააააქვს -------------------- "ასეა, ჩემო, ურმით დადისო ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევაო ბოლოს."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი