გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამარკვიეთ..., ზოგადი შეკითხვები და ძიებანი ბიბლიაში |
KAIROS |
Jun 24 2007, 11:08 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ განყოფილებაში რამოდენიმე ცალკე კითხვისათვის ცალ-ცალკე თემა იხსნებოდა და იკეტებოდა და ა. შ. ახლაც დაიბადა კითხვა და ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ გავხსნით ამ ახალ თემას, სადაც ყველას შეეძლება დასვას ნებისმიერი კითხვა ბიბლიის პერსონაჟების, ტერმინების, გაუგებარი ადგილების თუ სხვა რამის შესახებ.
წარმატებულ ძიებებს გისურვებთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნაინა |
Mar 2 2008, 03:12 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
ისევ მაქვს შეკითხვა.
კაიროს ისევ შენი აზრი მაინტერესებს, მაგრამ არც სხვის მოსაზრებებზე ვიტყვი უარს. ეხლა რაც შეეხება შეკითხვას: მათეს სახარების მეხუთე თავში წერია: 32. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს. პირველი ნაწილი გასაგებია, მე მაინტერესებს რატომ შეიძლება ჩაითვალოს მრუშობად ქალის მეორედ გათხოვება, ანუ თუ ქალი რიგი იზეზების გამო გაცილებულია ქმართან (იმ შემთხვევაში თუ ქალი უდანაშაულოა) მეორედ გათხოვების შემთხვევაში მომავალ ქმარს მრუშობისაკენ უბიძგებს? ისტორიაში ცნობილია მსგავსი ფაქტები, მოვიყვან ერთ-ერთს, (შეიძლება ეს შემთხვევა სულაც არ იყო აქ მოსაყვანი და მაპატიეთ თუ შევცდი ) როგორც ვიცით თამარ მეფის პირველ ქმრად ითვლება გიორგი რუსი, ხოლო მეორე ქორწინებით თამარმა ჯვარი დაიწერა დავით სოსლანზე. ანუ ამით დავით სოსლანმა შესცოდა? მგონი კარგად ვერ ჩამოგიყალიბეთ რაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ იმედია მაინც მიმიხვდებით. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 06:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი