ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება |
მხევალი ნინო |
Mar 2 2008, 11:05 AM
პოსტი
#1
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
KAIROS |
Mar 2 2008, 12:22 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... ნინო, მაგ საკითხზე საუბარია "ბედისწერაში" http://church.ge/index.php?showtopic=3773&st=40 და აქ http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/45.htm რას ქვია ისე მოხდება, როგორც უფალს უნდა,ამას ჩვენი ნებაც უნდა ერთვოდეს, დაძალებული არაფერია ხომ იცი... უფალს უნდა ახლა მე და შენ ამ გამომათაყვანებელ კომპიუტერს კი არ ვუყურებდეთ, არამედ ანგელოზებთან ერთად ვიყოთ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა და ჩვენი ცოდვებით ვშორდებით ამ უფლის ნებას,"ბედისწერა"-ში საუბარია ასევე რაა უფლის ნება და უფლის განგებულება, იგივეს არ გავიმეორებ... ციტატა რა აზრი აქვს? არსებობს ერთი ლამაზი ლოცვა ( აქც დევს საყვარელი ლოცვების თემაში), სადაც მთელი აქცენტი ამაზეა გადასული "არა ვუწყი უფალო რაი ვითხოვო შენგან" ასე იწყება, დაძებნე, ანუ იქ არის ყურადღება გამახვილებული "მამაო ჩვენოს" ერთერთ შემდაგენელ ნაწილზე "იყავნ ნება შენი" , ესაა სწორი დამოკიდებულება, ჩვენ ვითხოვთ რაიმეს, ვლოცულობთ რაიმეზე, მაგრამ ყოველტვის ვამატებთ, "მაგრამ არა ნებაი ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ", როგორც უფალმა გეთსიმანიის ბაღში გვასწავლა... უფლის ნება კი ისაა, რომ ჩვენ მას ვესაუბროთ, სიტყვით ანუ ლოცვით და საქმით ანუ რწმენასა და სათნოებაში წარმატებით! წარემატე-თი; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი