![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
დღეს კომპიუტერს მივუჯექი თუ არა ტრადიციულად მოვინახულე რამოდენიმე რჩეული ვებ გვერდი, რომლებზეც ძირითადად ვატარებ დროს, ერთ ერთი საიტი გახლავთ www.orthodoxy.ge. შევედი ზემოთ აღნიშნულ საიტზე და თავფურცელზე ამოვიკითხე წარწერა "ხორციელის კვირა - საშინელი სამსჯავროს ხსენება"...
ვფიქრობ ასეთი სახის თემა აუცილებელია მართლმადიდებლურ ფორუმზე. საშინელი სამსჯავრო... დღე (ასე დავარქმევ) როცა ყოველ ჩვენთაგანს მოგვეკითხება ჩვენი ამქვეყნად ჩადენილი ცოდვები... საშინელი სამსჯავრო... დღე რომელზეც მთელი ჩვენი ცხოვრებისეული არსია დამოკიდებული. საშინელი სამსჯავრო... დღე რომელის შემდეგაც ვიგემებთ ან სამუდამო ნეტარებასა და განსვენებას, ან კიდევ ტანჯვასა და გოდებას... საშინელი სამსჯავრო... დღე მოსავლის მომკისა, და ხორბლისა და ღვარძლის განცალკევებისა... საშინელი სამსჯავრო... დღე როდესაც უფალი განსჯის ყოველს, და დაიყენებს ცხვრებს მარჯვნივ, ხოლო თხებს მარცხნივ. საშინელი სამსჯავრო... დღე, რომელიც ყოველ წუთას უნდა გვახსოვდეს, და გვეშინოდეს.... უფალო შეგვიწყალე... საშინელი სამსჯავრო – ვერც ერთი აზრი და სიტყვა ისე ვერ გამოაფხიზლებს კაცის გონებას, როგორც წარმოდგენა იმ საშინელი და შემაძრწუნეებლი წამისა, როდესაც იგი საშინელ სამსჯავროზე ღმრთის პირისაგან მისი საბოლოო განაჩენის შესახებ მოისმენს. თუმცა, ამქვეყნად ადამიანი ხშირად და ადვილად ცოდავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ მათ შესახებ ვერავინ შეიტყობს. ყოველი ადამიანი თავმომწონეა და უფრთხის, ვინმემ მასზე ცუდი არ იფიქროს. ცოდვას სიბნელე და დუმილი უყვარს. უეჭველია, ადამიანი დარწმუნებული რომ იყოს, მისი ცოდვის შესახებ მაშინვე ყველა შეიტყობდა, ცოდვას არ ჩაიდენდა. საშინელ სამსჯავროზე კი ყოველი ჩვენი ცოდვა მთელი ქვეყნის დასანახად წარმოჩნდება. თუ ზოგჯერ შენი ცოდვების გამო აქაც ისეთ სირცხვილს გრძნობ, რომ არ იცი სად დაიმალო, წარმოიდგინე, როგორი სირცხვილი და გაკიცხვა გელის, როცა მათ შესახებ ცაც და დედამიწაც, ნაცნობნიცა და უცნობნიც შეიტყობენ. თუ ამქვეყნად ადამიანთა მოტყუებას ახერხებდი და მათ კეთილი და ღმრთისმოყვარე კაცად მიაჩნდი, მაშინ გაიგებენ, რომ შენი ღმრთისმოყვარება თურმე მხოლოდ ნიღაბი იყო, რომ სიმართლე მხოლოდლ ენაზე გქონდა, ხოლო გული შენი ბოროტებითა და უსჯულოებით იყო სავსე. მეორეც: როცა ამქვეყნად ცოდვას ჩავდივართ, იმედი გაქვს, რომ მას ოდესმე მოვინანიებთ. თუმცა, სჯულს ხშირად ვარღვევთ, მაგრამ თავის სანუგეშებლად და თავის გასამართლებლად ათასგვარ მიზეზებს მოვიგონებთ. ამიტომ, ხშირად ჩვენი სინდისი შეკრული და დაბნელებულია. საშინელ სამსჯავროზე კი, როცა თავის გასამართლებელი მიზეზები მოგვესპობა, რითღა ჩავაჩუმებთ სინდისის ხმას. ცბიერი და ცრუ აზრებისაგან განთავისუფლებული სინდისი ცოდვილს საშინლად ტანჯავს. მის მიერ ჩადენილი საქმენი, როგორც უმოწყალო ლაშქარნი, წინ დაუდგებიან და მის შეძრწუნებასა და შემუსვრას იწყებენ. მაშინ ამაო იქნება მოთქმა და გოდება, ვედრებისათვის ხელების აპყრობა, ჟამი სინანულისა, დრო შეწყალებისა და მოწყალებისა დამთავრებულია. და ცოდვილი მოისმენს საშინელ განაჩენს: წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა. ამასთან: ადამიანს ამქვეყნად რაც არ უნდა ჭირი და უბედურება შეემთხვეს, იმის იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს სიკვდილი მაინც დაასრულებს მას, საშინელ სამსჯავროზე გამოტანილი განაჩენი კი საბოლოოა, ხოლო ტანჯვა ცოდვილისა – დაუსრულებელი. http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/gabriel/stsavlani-9.htm ![]() |
![]() ![]() |
ალექსანდრე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 ![]() |
ერთ ერთ ღვთისმეტყველს ასეთი შედარება მოჰყავს: ეკლესია სარძლოა, რომელიც ელოდება სიძის ანუ ქრისტეს მოსვლას. ახლა წარმოვიდგინოთ რა პატარძალი უნდა იყოს ისეთი პატარძალი, რომელიც ლოცულობს იმისათვის რომ სიძემ დააგვიანოს ან საერთოდ არ მოვიდეს.
ჩვენი ამომავალი წერტილი ქრისტე უნდა იყოს და არა ანტიქრისტე, ჩვენ ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ და არა ანტიქრისტეს შიშით. ჩვენთვის საშინელი სამსჯავრო შეიძლება ჩვენივე გარდაცავლების დღე იყოს. სამსჯავროზე არავინ გვკითხავს აბა რამდენს მარხულობდი, რამდენს ლოცულობდი რამდენ მეტანიას აღასრულებდი დღეში, არამედ გვკითხავენ იმას გვქონდა მოყვასის სიყვარული? ვიყავით კეთილნი, ვხედავდით ყველა ადამიანში ქრისტეს ხატებას? მშიერს ვაპურებდით? მწყურვალს ვასმევდით? შიშველს ვმოსავდით, სნეულს ვკითხულობდით? იყო ჩვენი გული სიყვარულით სავსე? ანტიქრისტეს ბეჭედი ეს მეტად იდუმალი რამეა, კონკრეტულად ვერავინ იტყვის ეს არის ან ისაო. მარჯვენა ხელზე და შუბლზე დასმა კი ეს ალბათ გამოხატულებაა ადამიანის თავისუფალი ნებით მისი ანტიქრისტესადმი მსახურებისა. შუბლი სადაც ადამიანის გონებაა და მარჯვენა ხელი როგორც მსახურების ნიშანი. თუ ადამიანი გონებიტაც და თავისი საქმეებით ბოროტს ემსახურება ეგაა მაგის ბეჭედიც და თვითონვე ისმევს ამ ბეჭედს. -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 12th July 2025 - 12:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი